ცეკვა ჰაერში
გუშინ იმედის არხზე გასულმა სიუჟეტმა გადამაწყვეტინა, რომ ცეკვის ამ მიმდინარეობაზე უფრო მეტი გამეგო და თქვენთვისაც გამეზიარებინა. ოფიციალური საიტის დაზმარებით ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე.
სანამ თხრობას დავიწყებდე ბოდიშს გიხდით “რაღაცნაირი” სურათებისთვის, მაგრამ უკეთესი არ მოიძებნება. :lol2:
რა არის ცეკვა ჰაერში…
როგორც ამბობენ, ცეკვა ჰაერში შემუშავებული იქნა იმისთვის, რომ მოცეკვავე თავის ინდივიდუალურ მოთხოვნებს არაორდინალურ გარემოში შეხვედროდა. არა აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის არის ადამიანი, თუ ცეკვის ოდნაცი მონაცემი აქვს და სიმაღლის შიშის დაძლევა შეუძლია, მას აქვს შანსი შეიგრძნოს თუ რა სასიამოვნოა ფრენა ფრთების გარეშე.
ამ საქმეში მოცეკვავეებთან ერთად მსახიობები და ტანმოვარჯიშეებიც იღებენ მონაწილეობას. მათი განცხადებით იცეკვო მრავალსართულიანი სახლის ფასადებზე ეს უდიდეს შრომასა და ფსიქოლოგიურ მომზადებას მოითხოვს.
ჰაერში ცეკვის ფილოსოფია…
ცეკვის ეს სტილი იკავებს ადგილს ცასა და დედამიწას შორის. აქ შეგიძლია განიცადო ორი უკიდურესობა: სიყვარული და სიძულვილი, სიხარული და მწუხარება, შესაძლებელია იცინო, ან პირიქით – ცრემლები წამოგივიდეს. პროფესიონალები ამ საქმიანობას ბავშვის ვარდისფერ სიზმარას ადარებენ, რამდენიმე წუთით შეუძლიათ თავი ანგელოზებად იგრძნონ , შემდგომ კი დედამიწას დაუბრუნდნენ.
ეს კი ვიდეობია, სადაც კარგად ჩანს ამ ცეკვის მთელი ხელოვნება. :)
დაბოლოს, ერთ-ერთი ქორეოგრაფი ამბობს: “ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ფრენა. ფრენა -ეს არის უბრალოდ გასცდე საკუთარი სხეულის საზღვრებს.”