არქივი

სტრაიკბოლი

73ee1d95ec49

სტრაიკბოლი (ინგლ. Airsoft, Strikeball) არის სპორტის ან ჰობის სახეობა, სადაც მოთამაშეები ებრძვიან ერთმანეთს სპეციალური იარაღით. სტრაიკბოლის იარაღი ისვრის პლასტმასის 6 მმ–იან ბურთულებს, რომელთა წონა შეიძლება იყოს 0.12 დან 0.88 გრ მდე. სასროლი მექანიზმი შეიძლება იყოს გაზის, ზამბარიანი ხელის დატენვით ან ზამბარიანი ავტომატური დატენვით. სპორტის ეს სახეობა დაფუძნებულია Fair play-ს პრინციპზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველი მოთამაშე თავად აღიარებს მოწინააღმდეგის “ტყვიის” მოხვედრას და ეთიშება თამაშს. თამაშობები ეწყობა სხვადასხვა სცენარების მიხედვით, ძირითადად გავრცელებულია შემდეგი თამაშობები: ორდროშობანა, შენობის შტურმი, ისტორიული ბრძოლა, ჩასაფრება, უეცარი თავდასხმა და ა.შ.

b047817a8e98

არსებობს გაზის, ზამბარის მექანიზმის, აირის და ელექტრული იარაღი. ასეთი იარაღის წარმოება დაიწყო იაპონიაში, რომელსაც შემდეგ მხარი აუბეს ჰონგკონგმა და ჩინეთმა.

იაფფასიანი მოდელების კორპუსი მზადდება მთლიანად პლასტმასისაგან. ასეთი იარაღი გამოირჩევა დაბალი ფასით და ასევე შედარებით დაბალი გამძლეობით. უფრო მაღალხარისხოვანი მოდელების გარკვეული ნაწილები ლითონისაგან მზადდება. ძირითადად ამ საქმეში გამოიყენება ალუმინის შენადნობები.

6 მილიმეტრი ტყვიების სასროლად განკუთვნილი იარაღის შიდა ლულები ხშირად დიამეტრში 6.08–ს აღწევენ. შესაძლებელია მათი გამოცვლა უფრო წვრილი ვარიანტებით, 6.01 მილიმეტრის ჩათვლით. თუმცა ასეთი ლულები ძალიან მგრძნობიარენი არიან ტყვიის პარამეტრებისადმი და იაფფასიანი აღჭურვილობის გამოყენება არაა რეკომენდებული.

ტყვიებად სტრაიკბოლში გამოიყენება BB სტანდარტის 6 მმ–იანი ბურთულები, რომლებიც სპეციალური პლასტმასისგან მზადდება. მაღალი ხარისხის ტყვიები უნდა იყოს კარგად მოპრიალებული და თანაბარი ზედაპირის მქონე, რათა იგი ლულაში არ გაიჭედოს და ფრენის ტრაექტორია ზუსტი იყოს. დასაშვებია ტყვიის დიამეტრის 1/100 მმ–ით გადახრა სტანდარტიდან. ის ტყვიები რომლებიც ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ დაუშვებელია გამოსაყენებლად, რადგანაც მათ იარაღის დაზიანება შეუძლიათ. ყველაზე გავრცელებულია 0.2, 0.25 და 0.27 გრამიანი ტყვიების გამოყენება, რადგანაც უფრო მსუბუქი ტყვია ფრენის ტრაექტორიას ვერ ინარჩუნებს, ხოლო უფრო მძიმე შორს არ მიფრინავს.

მოთამაშეები, როგორც წესი, შემოსილნი არიან კამუფლირებულ სამხედრო ფორმაში, ფეხზე კი ბათინკები. ფორმა უზრუნველყოფს შენიღბვას, რაც თამაშის დროს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.

თუკი მოთამაშეები ერთ გუნდში არიან გაერთიანებულები, ისინი ხშირად ცდილობენ ერთნაირი ფორმების ჩაცმას რათა შეიძლებოდეს მათი გამორჩევა სხვა გუნდებისაგან. ასევე ხშირად გამოიყენება სხვა გამოსაცნობი ნიშნები, მაგალითად მკლავზე და გულზე დასამაგრებელი ემბლემები. ზოგიერთ კლუბში მოქმედებს ფორმების დარეზერვების სისტემა, როდესაც ამა თუ იმ ფორმის ჩაცმის უფლება მხოლოდ კონკრეტული გუნდის წევრებს აქვთ.

bb02a6631df8

მოთამაშე, რომელსაც მოხვდება ტყვია სხეულის ნებისმიერ წერტილში, ცხადდება დაღუპულად. მოხვედრა აღჭურვილობაში (მაგალითად, ზურგჩანთაში) ასევე სასიკვდილოა. ზოგიერთ კლუბში გამონაკლისს შეიძლება შეადგენდეს იარაღი, ისიც იმ შემთხვევაში თუკი იგივე ადგილას ნამდვილი ტყვიის მოხვედრა მებრძოლს არ დააზიანებდა.

როგორც წესი, თამაშში არ მონაწილეობენ მსაჯები და სიკვდილის აღიარება მოთამაშის მოვალეობაა. აქედან გამომდინარე, თამაშის ხარისხი მთლიანად დამოკიდებულია მოთამაშეთა პიროვნულ თვისებებზე. არცთუ იშვიათად სტრაიკბოლის თამაში დახურულ კლუბებში ხდება. ასეთი კლუბები განსაკუთრებით მკაცრად აკონტროლებენ თავიანთი მოთამაშეების მიერ ამ უმთავრესი წესის დაცვას და დარღვევაში შემჩნევამ შეიძლება კლუბიდან გარიცხვაც კი გამოიწვიოს. როგორც წესი, დამრღვევთა გამოვლენა ხდება არა თამაშის დროს (რადგანაც თამაში საკმაოდ დინამიკურია და ყველანაირი გარჩევები ხელს უშლის მის ნორმალურ მიმდინარეობას), არამედ დასრულების შემდეგ. თუმცა ცალკეულ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება მოთამაშე დაუყოვნებლივ მოიხსნას თამაშიდან.

მოთამაშე, რომელსაც ტყვია მოხვდება, ხმამაღლა აცხადებს რომ მკვდარია და გადის თამაშიდან. მან ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ ხელი არ შეუშალოს დანარჩენ მონაწილეებს. მაგალითად, ჯვარედინ ცეცხლში მოხვედრისას შესაძლებელია დაღუპული დაწვეს მიწაზე და დაელოდოს, როდის შეწყდება სროლა.

საზოგადოდ დაუშვებელია მოწინააღმდეგეებს შორის ფიზიკური კონტაქტი, ხელჩართული ბრძოლის ილეთების გამოყენება და ა.შ. ზოგიერთ კლუბში დაშვებულია “ხიშტის” გამოყენება (ხიშტი წარმოადგენს რეზინის დანას, რომელიც დამაგრებულია ლულაზე და მისი შეხება ნიშნავს მოწინააღმდეგის მოკვლას). ასევე შესაძლებელია მოწინააღმდეგის “დანით აჩეხვა” – ამ დროს მოთამაშე ეპარება მოწინააღმდეგეს, ადებს ხელს და უჩურჩულებს “მკვდარი ხარ”.

განსხვავებით ტყვიით დაღუპული მოთამაშისაგან, “აჩეხილი” ვალდებულია, ჩუმად დატოვოს ტერიტორია.

მოთამაშის გაცოცხლების ყველაზე გავრცელებული ფორმა ეგრეთ წოდებული ”გაცოცხლების წერტილების” (Re-spawn point) მოწყობაა. ასეთი წერტილი შეიძლება იყოს როგორც სტატიკური (განთავსებული იყოს წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე) ისე გადასატანი. სცენარით თითოეულ მხარეს შეიძლება მიეცეს უფლება, მოაწყოს ერთი ან მეტი ასეთი წერტილი.

დაღუპული მოთამაშე გადის თამაშიდან და მიდის გაცოცხლების წერტილში. შემდეგ კი გაცოცხლება ხდება შეთანხმებული სქემით. გავრცელებული სქემებია:
გაცოცხლება გარკვეული პერიოდის შემდეგ – მოთამაშე მიდის გაცოცხლების წერტილში და ინიშნავს დროს. წინასწარ შეთანხმებული ვადის (მაგ. 15 წუთის) გასვლის შემდეგ მას უფლება აქვს, კვლავ ჩაერთოს თამაშში
რამდენიმე მოთამაშის გაცოცხლება – თუკი გაცოცხლების წერტილში დაგროვდა შეთანხმებული რაოდენობის მოთამაშე (მაგალითად, 5 კაცი), ყველანი ცხადდებიან ცოცხლებად
გაცოცხლება დროის ფიქსირებულ მომენტებში

სცენარით შეიძლება გაცოცხლების წესის შეცვლაც, თამაშის მოსალოდნელი ხასიათიდან გამომდინარე. ზოგიერთ შემთხვევაში დაღუპული ეთიშება თამაშს რაუნდის ბოლომდე, ან მთელი თამაშის განმავლობაში.

მობილური გაცოცხლების წერტილი, როგორც წესი, ზურგჩანთას ან რაიმე ადვილად ამოსაცნობ ნივთს წარმოადგენს. მისი გამოყენების უფლებას შეტევაზე მყოფ მებრძოლებს აძლევენ, რათა გასაცოცხლებლად განსაკუთრებით დიდი მანძილების გავლა არ გახდეს საჭირო. მობილური წერტილის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ცარიელია, ანუ გაცოცხლებას არც ერთი დაღუპული არ ელოდება.

როგორც წესი, გაცოცხლების სტატიკურ წერტილთან მოწინააღმდეგის მიახლოება დაუშვებელია. თუმცა შეიძლება დაშვებული იყოს მისი ბლოკირება. თამაშის სცენარი შეიძლება ასევე ითვალისწინებდეს გაცოცხლების მობილური წერტილის დაკავებას მოწინააღმდეგის მხრიდან და მის უკან გადატანას გარკვეული მანძილით (მაგ. 50 ან 100 მეტრით). რაც წერტილის მფლობელი მხარის მოთამაშეებს აიძულებს, უფრო მეტი დრო და ენერგია დახარჯონ გაცოცხლების წერტილამდე და უკან მოძრაობაში.

ასევე შესაძლებელია არსებობდენ ექიმები, რომლებსაც უფლება აქვთ, გააცოცხლონ დაღუპული მებრძოლი. როგორც წესი, თითოეულ ექიმს გაცოცხლებების რაოდენობა შეზღუდული აქვთ. ეს მეთოდიც ძირითადად მობილური შემტევი ჯგუფებისთვის გამოიყენება.

b4294c3df3c9

სტრაიკბოლის თამაში შეიძლება შენობებსა თუ ღია სირცეში, მთავარია ახლომახლოს არ იყოს მოსახლეობა ან ცხოველები, იქნება ეს მიტოვებული შენობები, ქარხნები, ტყე, მთები, გაშლილი ველი თუ დაუმთავრებელი მშენებლობები. მთავარია მოთამაშეებმა არ შეაწუხონ ან დააზიანონ მაცხოვრებლები და უცხო პირების კერძო საკუთრება.

უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია სტრაიკბოლის თამაშის დროს. ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ამ დროს სპეციალური, დარტყმაგამძლე სათვალის გამოყენებაა. სათვალის უქონლობამ ან მისმა არასაკმარისმა სიმტკიცემ შეიძლება გამოიწვიოს თვალის სერიოზული დაზიანება, დაბრმავების ჩათვლით.

რეკომენდებულია სხეულის სხვა ნაწილების დაფარვაც, რადგანაც ტყვიას შეუძლია დაამჩნიოს ხილული კვალი დაუცველ კანზე და მოხვედრა საკმაოდ მტკივნეულია. ზოგიერთ კლუბში აკრძალულია შენობებში თამაში თუკი მოთამაშეს სახე სპეციალური ნიღბით არ აქვს დაფარული. ასევე შესაძლებელია დაწესდეს სხვა შეზღუდვები. მაგალითად, შენობებში თამაშისას ტყვიის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე შეიძლება იყოს 110-120 მ/წმ ხოლო მოთამაშეს, რომლის იარაღიც 130 მ/წმ ან მეტი სიჩქარით ისვრის, უფლება არ ჰქონდეს ესროლოს მოწინააღმდეგეს არაუმეტეს 10 მეტრი მანძილიდან.

თამაშის დროს არსებობს სხვა ტრავმების ალბათობა. ძირითადად ეს იმის გამო ხდება რომ სტრაიკბოლის თამაში ხშირად გამოირჩევა დინამიზმით და დაკავშირებულია ფიზიკურ დატვირთვებთან (მაგალითად, სრული აღჭურვილობით გრძელი მანძილის გავლასთან). აქედან გამომდინარე, არასრულწლოვანი მოთამაშეების მონაწილეობა რეკომენდებული არ არის და, როგორც წესი, იზღუდება. თამაშის დროს რეკომენდებულია ხელთათმანების და სამუხლეების გამოყენება, რომლებიც დაცემისას დარტყმას მნიშვნელოვნად ამცირებენ.

1b1a9a602dab

უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია სტრაიკბოლის თამაშის დროს. ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ამ დროს სპეციალური, დარტყმაგამძლე სათვალის გამოყენებაა. სათვალის უქონლობამ ან მისმა არასაკმარისმა სიმტკიცემ შეიძლება გამოიწვიოს თვალის სერიოზული დაზიანება, დაბრმავების ჩათვლით.

რეკომენდებულია სხეულის სხვა ნაწილების დაფარვაც, რადგანაც ტყვიას შეუძლია დაამჩნიოს ხილული კვალი დაუცველ კანზე და მოხვედრა საკმაოდ მტკივნეულია. ზოგიერთ კლუბში აკრძალულია შენობებში თამაში თუკი მოთამაშეს სახე სპეციალური ნიღბით არ აქვს დაფარული. ასევე შესაძლებელია დაწესდეს სხვა შეზღუდვები. მაგალითად, შენობებში თამაშისას ტყვიის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე შეიძლება იყოს 110-120 მ/წმ ხოლო მოთამაშეს, რომლის იარაღიც 130 მ/წმ ან მეტი სიჩქარით ისვრის, უფლება არ ჰქონდეს ესროლოს მოწინააღმდეგეს არაუმეტეს 10 მეტრი მანძილიდან.

თამაშის დროს არსებობს სხვა ტრავმების ალბათობა. ძირითადად ეს იმის გამო ხდება რომ სტრაიკბოლის თამაში ხშირად გამოირჩევა დინამიზმით და დაკავშირებულია ფიზიკურ დატვირთვებთან (მაგალითად, სრული აღჭურვილობით გრძელი მანძილის გავლასთან). აქედან გამომდინარე, არასრულწლოვანი მოთამაშეების მონაწილეობა რეკომენდებული არ არის და, როგორც წესი, იზღუდება. თამაშის დროს რეკომენდებულია ხელთათმანების და სამუხლეების გამოყენება, რომლებიც დაცემისას დარტყმას მნიშვნელოვნად ამცირებენ.

სტრაიკბოლი საქართველოში 2001 წლიდან იღებს სათავეს. ამ დროს თამაშობდა მხოლოდ რამდენიმე ენთუზიასტი, ხოლო იარაღად გამოიყენებოდა ზამბარის მექანიზმიანი იაფფასიანი მოდელები, ძირითადად Mossberg-ის შაშხანების ასლები, ინტერესის მუდმივმა ზრდამ საკმაოდ სწრაფად განაპირობა თამაშის დროს გამოყენებული შეიარაღების, აღჭურვილობის და სცენარების ხარისხის გაუმჯობესება. დაახლოებით 2004 წლისათვის შეიარაღებაში გამოჩნდა ელექტრული ავტომატური შაშხანებიც.

2008 წლისთვის შეჯიბრებებმა უკვე კლუბების სახე მიიღო. ყველაზე მრავალრიცხოვანი კლუბის წევრთა რაოდენობამ 100 კაცს გადააჭარბა, ხოლო თამაშის მონაწილეთა რაოდენობამ კი 50-ს. ამ დროისთვის შეიარაღებას ძირითადად ელექტრული ავტომატური შაშხანები წარმოადგენენ. აქედან არცთუ მცირე რაოდენობას ჩატარებული აქვს სხვადასხვაგვარი მოდიფიკაცია, სროლის სიზუსტისა და დაზიანების მანძილის გაზრდის მიზნით. კლუბის წევრები არიან როგორც სამოქალაქო პირები, ისე ყოფილი და მოქმედი სამხედროები,

სადღეისოდ იარაღის და ტყვიების შეძენა შესაძლებელია სათამაშოების მაღაზიაში, ზრდასრული პირებისათვის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. შეუზღუდავად შესაძლებელია მათი გამოწერა ინტერნეტიდანაც. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოტანილი საქონელი ჩვეულებრივ ექვემდებარება განბაჟებას. ასევე ხელმისაწვდომია აღჭურვილობა (ფორმები, დარტყმაგამძლე სათვალე). თუმცა 2009 წლის დასაწყისისათვის ოფიციალურ სტატუსს არც ერთი კლუბი არ ფლობს და არც მონაწილეობაზეა რაიმე გადასახადი დაწესებული. კლუბების შემადგენლობები ძირითადად პირადი ნაცნობობის ხარჯზე ივსება.

ყველაზე პოპულარული ფორმა ქართველ მოთამაშეთა შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების ციფრული ფორმაა, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია და გამოირჩევა საქართველოს პირობებში შენიღბვის კარგი მახასიათებლებით.

სათამაშო მოედნებს ძირითადად წარმოადგენენ ტყეები და მიტოვებული შენობების ნანგრევები.

61f50a64d902

წყარო: wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button