არქივი

ირლანდია

41052fcee40a
ესე იგი გადავაქექე ინტერნეტ სივრცე და შეძლებისდაგვარად მოვიპოვე რა ინფორმაცია ქვეყნის შესახებ , რომელიც ჩემში დიდ აღფრთოვანებას იწვევს…
ეს პოსტი მინდა მივუძღვნა ირლანდიას…. ჩაალაგეთ ზურგჩანთები და Let`s Go…

მას ასე, დავიწყოთ იმით რომ ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებაა “ირლანდიის რესპუბლიკა”
ირლანდიულად – Eire, Poblacht na h’Eirean
ინგლისურად – Republic of Ireland.
სახელი “ირლანდია” უკავშირდება პროტო-კელტურ სიტყვას Iweri, რაც ნაყოფიერ ადგილს ნიშნავს. მისი ლათინური სახელია Hibernia, უელსური – Iwerddon, ბრეტონული – Iwerzhon. ეს შესაძლოა მიუთითებდეს ირლანდიელთა წინაპრების კავშირს პირენეის ნახევარკუნძულის უძველეს მოსახლეებთან – იბერიელებთან. სახელის ეროვნული ფორმა Eire გელურ ენაზე “ქვეყნის” შესატყვისია.

6ec882cc43f2

გეოგრაფიული თვალსაზრისით, ქვეყანა განლაგებულია ლაბრადორის ნახევარკუნძულის, სამხრეთ ალასკისა და სამხრეთ კამჩატკის განედზე, თუმცა კუნძულოვანი მდებარეობისა და გოლფსტრიმის თბილი დინების გავლენით ზღვიური ტიპის კლიმატია ჩამოყალიბებული.წლიური ტემპერატურული ამპლიტუდა არაა მაღალი და 15 გრადუსს შეადგენს. ზაფხული გრილია, ნალექიანი. საშუალო ტემპერატურა +18 – +20 გრადუსია. ზამთარი ნაკლებად ყინვიანია, საშუალო ტემპერატურა – +8 გრადუსი. დაფიქსირებული აბსოლუტური ტემპერატურული მაქსიმუმი აღინიშნა 1887 წლის ივნისში, +33.3 გრადუსი.მსგავსად მეზობელი დიდი ბრიტანეთისა, ირლანდიაში ხშირია ატმოსფერული ნალექები, ძირითადად – წვიმის სახით. ნალექების საშუალო რაოდენობა 750-1000 მმ შორის მერყეობს

3a2f5096e315

ირლანდია რიგით არის მესამე კუნძული ევროპაში ფართობის მხრივ და მეოცე კუნძული მსოფლიოში. ირლანდიის კუნძული მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში და მის გარშემო არის ასობით პატარა კუნძული. ირლანდიის აღმოსავლეთით მდებარეობს დიდი ბრიტანეთის კუნძული ხოლო ამ ორ კუნძულს შორის მოქცეულია ირლანდიის ზღვა. კუნძულის ძირითადის ნაწილი უკავია ირლანდიის რესპუბლიკას, თუმცა ჩრდილოეთში მდებარეობს დიდი ბრიტანეთის ტერიტორია ჩრდილოეთი ირლანდია. აქ შედარებით მცირე სიმაღლის მთებია, ასეთი ტერიტორიები ძირითადად კუნძულის ცენტრალურ ნაწილშია მოქცეულია, სწორედ აქედან იღებს მნიშვნელოვანი მდინარეები სათავეს. კუნძული უძველესი დროიდან მდიდარი იყო მწვანე საფარით, თუმცა დღეისთვის ტყეების დიდი ნაწილი გაჩეხილია. აქ ოცდაექვსი სხვადასხვა ჯიშის ძუძუმწოვარა სახლობს. მათგან აღსანიშნავია წითელი მელა, ზღარბი და მაჩვი. აქ აგრეთვე ცხოვრობს თეთრი კურდღელი, კეთილშობილი ირემი და ტყის კვერნა. კუნძული აგრეთვე მდიდარია ფაუნის სხვა მრავალი სახეობით.
ირლანიის კუნძულზე მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 6.2 მილიონ ადამიანს. მოსახლეობის უმრავლესობა 4.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ირლანდიის რესპუბლიკაში, ხოლო 1.8 მილიონი ადამიანი ჩრდილოეთ ირლანდიის მაცხოვრებელია..

db57021e598a

f95240f8215f

160e50a02866

კუნძულზე ნორმანები შუა საუკუნის ადრეულ წლებში შეიჭრნენ. შუა საუკუნეების შემდგომ პერიოდში უკვე ეს კუნძული შევიდა ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში. მას შემდეგ რაც დიდ ბრიტანეთში ვრცელდება პროტესტანტიზმი, იმპერია ირლანდიის კუნძულზე ავრცელებს ამ რელიგიას. კუნძულზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა კათოლიციზმის მიმდევრები. 1900 წლამდე აქ დიდ ბრიტანეთს პოზიციები მყარად ეკავა, საუკუნის დასაწყისს დაიწყო ირლანდიელი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ამ ბრძოლის შემდეგ სამხრეთმა ირლანდიამ მიიღო დომინიონის სტატუსი, ჩრდილოეთი კი უშუალოდ შეუერთდა დიდ ბრიტანეთს. 1949 წელს სამხრეთ ირლანდია რესპუბლიკად გამოცხადდა, ჩრდილოეთ ირლანდიაში დაიწყო დაპირისპირება ბრიტანელებთა, ეს დაპირისპირება მიმდინარეობს 1960-1990 წლებში, დაპირისპირება დასრულდა დიდი პარასკევის შეთანხმებით.
ირლანდიურმა კულტურამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კულტურაზე, განსაკუთრებულად ცნობილია ირლანდიური ლიტერატურა და მეცნიერება. კუნძულზე მოსახლეობის უმრავლესობა საუბრობს ირლანდიურ ენაზე, თუმცა აგრეთვე გავრცელებულია ინგლისური ენაც. აქ განვითრებულია სპორტული ცხოვრება, ირლანდიის რეპუბლიკას ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებები ჰყავს: რაგბში, ფეხბურთსა და გოლფში

110f8e5e30f2

ტრიმის ციხესიმაგრე – XI საუკუნიდან შემორჩენილი

ირლანდია 1937 წელს მიღებული კონსტიტუციის თანახმად წარმოადგენს საპარლამენტო რესპუბლიკას, სადაც სახელმწიფოს მეთაურს წარმოადგენს ქვეყნის პრეზიდენტი . პრეზიედნტს ირჩევენ საერთო არჩევნების შედეგად, 7 წლის ვადით. კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს 20 წევრს ან არანაკლებ 4 საგრაფს წარმომადგენლებს. პრეზიდენტი წარმოადგენს უმაღლეს მთავარსარდალს, ასევე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს. ამჟამინდელი პრეზიდენტია მერი მაკელისი (1997 წლიდან). პრემიერ-მინისტრი ინიშნება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს – ეროვნული პარლამენტის წარდგენით. ძირითადად წარმოადგენს მმართველი პარტიის ლიდერს. პრემიერი ასევე აყალიბებს მინისტრთა კაბინეტს. დღესდღეობით პრემიერ-მინისტრია ბრაიან კოუენი.
ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული პარლამენტია , რომელიც ორი პალატისგან შედგება. ზედა პალატაში წარმოდგენილია შერეული მეთოდით არჩეული სამოცი წევრი, რომელთაგან ნაწილს ნიშნავს პრემიერი, ნაწილს – ზოგიერთი ირლანდიური უნივერსიტეტი და ნაწილს – ქვედა პალატის წევრებისგან შერჩეული სპეციალური კომისია. ქვედა პალატას გაცილებით მეტი ძალაუფლება გააჩნია. მის 166-ვე წევრს პროპორციული წარმომადგენლობითი საარჩევნო სისტემის მეშვეობით ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ირჩევენ.
ირლანდიის რესპუბლიკა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული თვალსაზრისით იყოფა 4 რეგიონად (მუნსტერი, კონოტი, ლენსტერი, ოლსტერი), რომელბიც ამავე დროს ქვეყნის ტრადიციულ პროვინციებს წარმოადგენენ და 26 საგრაფოდ .
რაც შეეხება ირლანდიურ ენას…ოფიციალური ენებია ირლანდიური და ინგლისური. საუკუნეთა მანძილზე ირლანდიური, როგორც კოლონიზებული მოსახლეობის ენა, ინგლისელების მხრიდან დევნას განიცდიდა. ირლანდიურენოვანი მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა ე.წ. ”კარტოფილის შიმშილობის” პერიოდში, ხოლო 1871 წლამდე ირლანდიური ენის სწავლება დაწყებით სკოლებშიც კი აკრძალული იყო. ამჟამად ირლანდიური ენა რესპუბლიკის, ხოლო 2007 წლის 1 იანვრიდან კი – ევროკავშირის ოფიციალურ ენას წარმოადგენს. ამჟამად მას ფლობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 40%, თუმცა ყოველდღიურ სალაპარაკო ენად მხოლოდ ქვეყნის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ე.წ. ”Gaeltacht”-ებშია შემორჩენილი.

60d9a8311ad7

დუბლინი

დუბლინი ირლანდიის დედაქალაქია. ოფიციალურად სახელწოდება ჯღერს როგორც “Baile Átha Cliath ან Áth Cliath”.
ინგლისურიდან ირლანდიურზე ითარგმნება როგორც “Dubh Linn” , რაც ნიშნავს “შავ აუზს” (Black Pool)
იგი მდებარეობს ირლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროზე და მდინარე ლიფის (Liffey) ცენტრში. თავდაპირველად დაფუნძდა ,როგორც ვიკინგთა დასახლება,
ის გადაიქცა დუბლინის სამეფოდ და გახდა მთავარი ქალაქი კუნძულზე ნორმანდიელების შემოსევის შემდეგ.
დღეს-დღეისობით, მას აქვს მინიჭებული 23 წელს გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსი…მას ჰყავს ყველაზე მზარდი მოსახლეობა და GaWC_ს ჩამონათვალში ხვდება ყველაზე გლობალური ქალაქი,ალფას რეიტინგში. დუბლინი მსოფლიოს 25 საუკეთესო ქალაქ შორის არის განთავსებული.დუბლინი არის ისტორიული და თანამედროვე კულტურულ ქვეყნის ცენტრს, ისევე როგორც თანამედროვე ცენტრი, განათლების, ხელოვნების, მმართველობის, ეკონომიკისა და მრეწველობის.
ქალაქი მოიცავს 115 კვადრატული კილომეტრის მიწის ფართობს, როგორც ავღნიშნეთ დუბლინი მდებარეობს მდინარე ლიფის ცენტრალურ დაბლობში , რომელიც ჩაედინება ირლანდიის ზღვაში.სამხრეთით ესაზღვრება
დაბალი ქედი.

f6bdd9a8bc21

დუბლინის წვეტი

9e9eddc0678a
ფენიქს პარკი

ქალაქში არის ძალიან ბევრი ლამაზი პაკრი : ფენიქს პარკი( Phoenix Park ), ჰერბერტ პარკი (Herbert Park) და წმინდა სტეფან გრინის პარკი (St Stephen’s Green) რომელიც ყველაზე პოპულარულია . ფენიქს პარკს 2-4 კმ ფართობი უჭირავს რომელიც მდებარეობს ქალაქის ცნეტრიდან დასავლეთით, ხოლო მდინარე ლიფიდან ჩრდილოეთით. მის 16 კმ პერიმეტრის კედლეს თან ერთვის 707 ჰა (1,750 ჰექტარი),რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ კედლად ევროპის ქვეყნებში. მუსიკალური საღამოები პარკში შეასრულეს ჩვენთვის ნაცნობმა მომღერლებმა და ჯგუფებმა ,როგორებიც არიან :Coldplay, Duran Duran, Robbie Williams, Red Hot Chili Peppers, Ian Brown, Justice, Kanye West, Arcade Fire და Tom Waits.

9bc161d9841d

წმინდა პატრიკის დღე

წმინდა პატრიკის დღეს აღნიშავენ 17 მარტს… რომელიც გახლავთ ირლანდიის მფარველი წმინდანი. ეს დღესასწაული თავიდან ითვლებოდა კათოლიკურ დღესასწაულად, ხოლო XVII საუკუნიდან კი
ოფიციალურად დაწესდა სადღესასწაულო დღედ და ირლანდიის კულტურის საერო დღედ გამოცხადდა. ეს დღესასწაული ირლანდიის რესპუბლიკაში “უქმე დღედ” არის გამოცხადებული,რასაც ჩრდილოეთ ირლანდია ჯერ ვერ მისწვდა.. ანუ იქ ამ დღეს უქმედ არ აცხადებენ.
ყოველ 17 მარტს იმართება წმინდა პატრიკისადმი მიძღვნილი ფესტივალი. ასევე აღნიშნავენ ამ დღესასწაულს ირლანდიურ დიასპორებში. როგორებიცაა : ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, არგენტინაში, ავსტრალიაში, ახალ ზენლანდიაში და ა.შ.
წმინდა პატრიკის შესახებ მცირე ინფორმაცია არსებობს.. ცნობილია რომ იგი დაიბადა IV საუკუნეში მდიდარ ბრიტანულ ოჯახში, მისმი მამა და ბაბუა გახლდათ ეკლესიის დიაკვნები…
როცა პატრიკი თექვსმეტი წლის გახლდა, ირლანდიელმა ყაჩაღებმა მოიტაცეს და წაიყვანეს იგი ირლანდიაში როგორც მონა. მისი ადგილსამყოფელის შესახებ არსებობს ცნობა ვარაუდით, რომ იგი მოხვდა მაიოს ტერიტორიაზე, ხოლო ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ არ არის ცნობილი.
c15f3fe66b19
პატრიკს ერთ დღეს ,ძილში გამოეცხადა ღმერთი რომელმაც უთხრა რომ ტყვეობისთვის თავი უნდა დაეღწია…სადაც უნდა გასულიყო სანაპიროზე და გემის მეშვეობით დაბრუნებულიყო თავის სამშობლოში.
მან გააკეთა ღვთის მიერ მინიშნებული და წარმატებით დაბრუნდა თავის სამშობლოში სადაც კი იქ მღვდლად აღიკვეცა…
გავიდა დრო და დაახლოებით 432 წელს იგივე უფლის ნებით პატრიკი ირალნდიაში დაბრუნდა როგორც ეპისკოპოსი, რათა ირლანდიის ადგილობრივი რელიგია-პოლითეიზმი, ქრისტიანობით შეეცვალა.
ირლანდიური ფოლკლორის მიხედვით , წმინდა პატრიკის ერთ-ერთი მეთოდი იყო რომ გამოიყენებდნენ სამყურა, რათა ესწავლათ ქრისტიანული სწავლება, წმინდა სამების შესახებ ირლანდიელ მსოახლეობას.
95664ff0737e
დაახლოებით 30 წლის შემდეგ ევანგელიზაციიდან იგი გარდაიცვალა 461 წლის 17 მარტს, ტრადიციის თანახმად იქნა დაკრძალული დაუნპატრიკში (Downpatrick)
ირლანდიური ქრისტიანული სამყაროს გმირად შეგვიძლია ჩავთვალოთ პატრიკი და სწორედ ამიტომ ირლანდიური ეკლესიები მას დიდ პატივს სცემენ.
c15f3fe66b19
წმინდა პატრიკთან დაკავშირებული არის ლურჯი ფერი, თუმცა წლების განმავლობაში მწვანე ფერი და ასოციაცია წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით იზრდებოდა.
ჯერ კიდევ XVII საუკუნეში იყენებდნენ მწვანე ლენტებს და სამყურებს ამ დღესის აღსანიშნავად. სამყურას ამ დღესასწაულზე ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა და აქვს , ანუ ირლანდიაში მას აკავშირებენ წმინდა სამებასთან. 1798 წლის აჯანყებაში რომელიც იმ იმედით მოხდა რომ რაიმე პოლიტიკურ მდგომარეობას დაიკავებდნენ, ირლანდიელ ჯარისკაცებს მთლიანად ეცვათ მწვანე ფორმები რათა მიექციათ საზოგადოების ყურადღება. და ფრაზა: ” მწვანით შემოსილი” კავშირში იყო ისევე სამყურასთან და ეს ასოციაცია წარმოშობილი იყო სიმღერიდან რომელიც იმ დროს პოპულარული იყო და იგივე სათაური ჰქონდა. ასე და ამგვარად იყო ეს ყველაფერი…..

c61a81d1c178

გიგანტების გზა

ირლანდიის ეს საოცარი ადგილი რომელსაც “გიგანტების გზას” ეძახიან, არავინ იცის საიდან გაჩნდა… არც მე ვიცი სიმართლე რომ გითხრათ და მოდით ბუნების მარჯვე ხელებს გადავაბრალოთ…მაგრამ თავად ირლანდიელებს ამ ადგილთან დაკავშირებით აქვთ ლეგენდა რომელიც ესე ჟღერს :

…ირლანდიაში მცხოვრები ერთ-ერთი გიგანტი ყველაზე ამბიციური იყო,მას ერქვა ფინ მაკ კუმალი და დაბადებიდანვე ყველას უმტკიცებდა , რომ ის ყველაზე ძლიერი და დიდი იყო. ირლანდიელებს შორის იყო ჭორები , რომ შოტლანდიაში ცხოვრობს გიგანტი , რომელსაც ბენ ბენანდონერი ერქვა და ის იყო ყველაზე ძლიერი და დიდი. კუმ კუმალი როგორ მოისვენებდა , რომ არ დამეტკიცებინა ბენის სისუსტე და არ დაემარცხებინა იგი . ამიტომ მან გადაწყვიტა აეგო გზა ზღვაზე და გადასულიყო შოტლანდიაში.
ფინი შრომობდა და შრომობდა , ბოლოს როგორც იქნა ააგო გზა და გაეშურა შოტლანდიისკენ. ფინმა შორიდან მოკრა თვალი თავის მეტოქეს და რომ დაინახა რამდენად დიდი იყო ბენი მასზე უკან თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა. ბენმა როგორ თუ გაიქცაო და უკან დაედევნა . ფინი თავისი ცოლის გამჭრიახობამ იხსნა სიკვდილისგან , მან გაახვია გიგანტი ზეწრებში და დააწვინა ნაპირზე. ეს “ბავშვი” , რომ დაინახა ბენმა , ვაიმე მამამისი რა იქნებაო და უკან გაბრუნდა კისრისმტვრევით…

ახლა ამ ბუნების საოცრებას იუნესკო იცავს და ის ყველაზე ირლანდიის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა

575a337b53a5

ირლანდიური მუსიკა

შესრულების ყველაზე ძველ სტილად ითვლება შან-ნოსი (Sean-Nos – ძველი სტილი). ეს არის რთული, საკმაოდ რთული სამღერის სტილი რომელიც სრულდება ინსტრუმენტების თანმხლების გარეშე. შან-ნოსმა იქონია რაღაც გავლენა ინსტრუმენტალურ მუსიკაზე, რომელიც გამოიხატება ამ მუსიკაში. უძველესი ირლანდიური ტრადიციული საკრავი – არფა, რომელიც განიხილებოდა როგორც პროფესიონალური ინსტრუმენტი. XVI საუკუნეში ირლანდიაში მოხვდა ვიოლინო, ხოლო XIX საუკუნეში კი ირლანდიური საკრავი სახელად (Uilleann Pipes), და ბოლოს XIX საუკუნის შუაში აკარდიონის ჯერიც დადგა. 1920 წლისთვის დაიწყეს გამოჩენა ჯგუფებმა რომლებიც უკრავდნენ საცეკვაო საღამაოებზე. ХХ საუკუნის 50 იან წლებში ამერიკული მუსიკის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შონ ორიადამ, კომპოზიტორმა და მასწავლებელმა, ჩამოაყალიბა ჯგუფი “Ceoltoiri Chualann” , რომელიც ასრულებდა ტრადიციულ ირლანდიურ მუსიკას. ამ ჯგუფის წევრებმა შემდგეში ჩამოაყალიბეს ჯგუფი “Chieftains”, რომელიც ცდილობდა წარმოედგინა ირლანდიური მუსიკა ფართო აუდიტორიისათვის. მაგალითისთვის ჯგუფ “The Chieftains” მიბაძეს სხვა ჯგუფებმა, მათ შორის The Dubliners, Planxty და Clannad. 1960-70 წლებში ირლანდიაში დაიწყო ფოლკის დაბადება, რომლის მეშვეობითაც ირლანდიური მოსიკა გავრცელდა კუნძულის ფარგლებს გარეთ.

f0bdca848d73

… ირლანდიელებს აქვთ სიმღერა, რომელსაც ყველგან მღერიან, სადაც შესაძლებლობა მიეცემათ : სტადიონზე, პაბებში, ქუჩებში შუაღამისას. მოლი მელოუნი დიდი ხანია, რაც ირლანდიელთა სულიკო და დუბლინელთა არაოფიციალური ჰიმნია, რომლის სიტყვების არცოდნა დანამდვილებით ცოდვაა.
ხალხური სიმღერის ტექსტის მიხედვით, მოლი მელოუნი ცოცხალ ხამანწკებს ყიდდა დუბლინის ვიწრო და ფართო ქუჩებში. სამწუხაროდ, იგი ცხელებამ შეიწირა და ამგვარად დაასრულა თავისი სიცოცხლე. ქალაქური ლეგენდების თანახმად, მოლის სული დღესაც დახეტიალობს დუბლინის ქუჩებში.
XVII საუკუნეში, მოლის სავარაუდო არსებობისას, ქუჩაში გამყიდველთა სამოსს ღრმად ამოჭრილი დეკოლტე ამშვენებდა, რადგან იმხანად მეტად გავრცელებული იყო ბავშვის საჯაროდ ძუძუთი კვება. 1988 წელს ქალაქის მერმა საზეიმოდ გახსნა დუბლინელთა სანატრელი ქალის ადამიანის ზომის ქანდაკება. ქვაში ასახული სილამაზის მკერდი კრიტიკოსებმა არ მოიწონეს, ადგილობრივებმა კი მშობლიურივით შეიყვარეს.
ისღა დამრჩენია, მოვუსმინო სიმღერას და პიგმალიონის თვალით შევხედო მოლის მშვენებებს და მათ შორის არსებულ გრანდ კანიონს-თქვენც იგივეს გირჩევდით ….
თურმე არაფერი ადიდებს ქალის მკერდს, ისე, როგორც კაცის ხარბი წარმოსახვა.

ირლანდიას არაერთი ცნობილი სახე ჰყავს… ისეთი როგორებიც არიან (იყვნენ) :

518e3d69518f

სემიუელ ბეკეტი (1906-1989) ირლანდიელი მწერალი, პოეტი და დრამატურგი.
პროზაული და პოეტური ნაშრომების მიუხედავად ბეკეტის სახელი, უპირველეს ყოვლისა, მაინც აბსურდის დრამასთანაა დაკავშირებული. მის სავიზიტო ბარათად ქცეულია 1952 წელს დაწერილი პიესა გოდოს მოლოდინში. ბეკეტის მკაცრი, მინიმალისტური შემოქმედება ძირითადად ადამიანური არსებობის მიმართ პესიმისტური დამოკიდებულებითაა ცნობილი. თუმცა ეს პესიმიზმი მის პიესებში ყოველთვის იუმორს უკავშირდება და საბოლოოდ განქიქების სახეს იღებს. 1969 წელს სემიუელ ბეკეტმა ნობელის პრემიას აიღო ლიტერატურაში

6b56e465b9b0

ოსკარ უაილდი (1854 -1900) ინგლისელ-ირლანდიელი დრამატურგი, მწერალი და პოეტი. გვიანდელი ვიქტორიანული ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დრამატურგი, უაღრესად პოპულარული მის თანამედროვეთა შორის, ცნობილი ენამახვილობითა და მჭერმეტყველებით, თუმცა მან დრამატული კრახი განიცადა და პატიმრობაში გაატარა რამდენიმე წელი უმსგავსო საქციელში (ჰომოსექსუალურ აქტში) მხილების გამო

e59d7a44bca4

ჯეიმზ ჯოისი (1882 – 1941) XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ირლანდიელი მწერალი და პოეტი.
ჯოისის შემოქმედებას ეკუთვნის მისი ყველაზე გახმაურებული რომანი “ულისე” და ნოველა “ფინეგანის სამძიმარი” , მოკლე ნოველების კრებული “დუბლინელები” და ავტობიოგრაფიული ნაწარმოები “ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას” . მიუხედავად იმისა, რომ ჯოისმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ირლანდიის საზღვრებს გარეთ გაატარა, მისი ფსიქოლოგიური და ბელეტრისტული სამყარო ეყრდნობა მშობლიურ დუბლინს – ქალაქს, რომელიც წარმოადგენს მისი შემოქმედებითი სამყაროს მთავარ მოქმედების ადგილს.

a573811c0637

ჯორჯ ბერნარდ შოუ (1856 -1950) ირლანდიელი დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი 1925 წელს. მისი ცნობილი პესები არის “ეშმაკის მოციქული” , რომელიც დაწერა 1987 წელს და “პიგმალიონი” რომელიც დაიწერა 1913 წელს.

f881340fee37

ტომას მაინ რიდი (1818 – 1883) ირლანდიელ-ამერიკელი რომანისტი. „კაპიტანი“ რიდი ძირითადად სათავდგადასავლო რომანებს წერდა. იგი პასტორის ოჯახიდან იყო . განათლება ბელფასტში მიიღო და 1840 წელს თავგადასავლების საძიებლად ამერიკაში წავიდა. ჟურნალისტის რანგში მონაწილეობდა 1846–1848 წლების ამერიკა-მექსიკის ომში, სადაც დაიჭრა. შემდეგ დაბრუნდა ევროპაში და დაიწყო ლიტერატურული საქმიანობა ლონდონში, 1850 წელს გამოსცა The Rifle Rangers, სადაც ასახა მექსიკის ომში აღწერილი მოვლენები. მაინ რიდმა დაწერა 22 საბავშვო მოთხრობა, ფსევდონიმით „კაპიტანი მაინ რიდი“ და 28 ნაწარმოები უფროსებისათვის. იტანჯებოდა მძიმე ავადმყოფობით. სიცოცხლის უკანასკნელი წლები რიდი ხეიბარი იყო. გარდაიცვალა ლონდონში 1883 წელს (ერთ დღეს ვართ დაბადებულები)

e0c3fd1cb0eb

კრის დე ბურგი (1948 წლის 15 ოქტომბერი) ირლანდიელი მუსიკოსი და სიმღერების ავტორი. იგი ყველაზე მეტად ცნობილია ჰიტ-სინგლით “The Lady in Red” , რომელიც შეიქმნა 1986 წელს. 1974 წლიდან დღემდე მისი კარიერა გამოირჩევა აქტიური მოღვაწეობით და ალბომების ხშირი გამოცემით. 2008 წელს გამოვიდა მისი უკანასკნელი სტუდიური დისკი “Footsteps”

… და ა.შ.

a3aad5fbe823

მაშ ასე, იმყოფებით ირლანდიაში და აცუილებლად შეხვალთ სად თუ არა ირლანდიურ პაბში.
და რაღათქმაუნდა მოგინდათ დალევა , გინდათ დააგემოვნოთ ნამდვილი ლუდი? მაშინ მე გირჩევთ შემდეგს :

2c783703b1e8

Guinness

c22e7e292f0c

Smithwick’s

a5d79aebf308

Murphy’s

3edf73c3d173
და რათქმაუნდა ირლანდიური მწვანე ლუდი

…მწვანე ლუდის დღე როგორ წმინდა პატრიკის დღე , დრესასწაულის სახეს იღებს.. ამ დღეს ყველა იცმევს მწვანედ და მთელი დღის განმავლობაში მიირთმევენ მწვანე ლუდს.
მწვანე ლუდს ამზადებენ ჩვენთვის უკვე ცნობილ სამყურასგან, რომელიც გამოიყურება ესე :

ae387d91526d

ირლანდიის ირგვლივ

ესეც ასე, დასრულდა ჩვენი მოგზაურობა ირლანდიის სამფლობელოში და დავუბრუნდეთ ჩვენს სახლებს,ოჯახებს,მეგობრებს მაგრამ ვიმედოვნებ რომ სასიამოვნო მოგონებები დაგვრჩება მწვანე ქვეყანაზე….
ეს იყო მცირე ინფორმაცია რისი მოწოდებაც მე შევძელი, ვთვლი რომ არ დარჩებით უკმაყოფილო არ აიბზუებთ ცხვირს… აიბზუებთ და კისერიც გიტეხიათ
:thanks:

Irish Music by Wooden Monkey

0c3734cd2dbd

მსგავსი ამბები

Back to top button