TECH & მეცნიერებაუცნაური

“გიჟი” მესაათე

1b623895a7d5
მთავარია ადამიანი შემოქმედებითი იყოს და ის ამ ნიჭს აუცილებლად გამოიყენებს.ხელოვნების სამყარო უსაზღვროა და ამ უკიდეგანო სივრცეში ისეთ ადამიანებს აღმოაჩენთ რომელთა ნამუშევრები თქვენს აღფრთოვანებას,გაკვირვებას თუ უბრალო პროტესტს გამოიწვევს.დღეს უცნაურ მესაათე როჯერ ვუდზე გიამბობთ,რომელთა ნამუშევრებმა ჩემზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გადავწვიტე თქვენთვისაც მომეთხრო მასზე.

საათის გატეხვა ზოგიერთ კულტურაში ცუდის ნიშანია.თუმცა კანადელი როჯერ ვუდი არ შეუშინდა ამ “ცუდ ნიშნებს” და დაიწყო “კიდურებმოტეხილი” მაღვიძარებისგან ხელოვნების ნიმუშების ქმნა.თუ დააკვირდებით მის ნამუშევრებს შეამჩნევთ საკმაოდ უცნაურ თანაწყობას,მთავარი დეტალი საათია თუმცა მის გვერდით შეხვდებით მრავალ დეტალს,რომლებიც ქმნიან მართლაც შედევრს.

ეს ნამუშევრები ნებისმიერ ინტერიერს მიესადაგება,ის შეიძლება ვიხილოთ როგორც ვიქტორიანული ეპოქის სასახლეებში,ასევე თანამედროვე დარბაზებში.

როჯერი დაიბადა 1942 წელს და ბავშვობიდანვე იწყებს სხვადასხვა საგნების შეგროვებას.ის ახლა ცხოვრობს ტორონტოს გარეუბანში ძველ შენობაში,სადაც აქვს მოწყობილი სახელოსნო აღჭურვილი ძველი მოწყობილობებისგან,მის ფაბრიკაში სიძველეთა სუნი ტრიალებს,ყოველივე ეს კი ქმნის ისეთ გარემოს სადაც როჯერი ისე გრძნობს თავს როგორც თევზი წყალში.

ერთ-ერთი კანადელი ჟურნალისტი რომელიც როჯერს ეწვია სახელოსნოში,ასე აღწერს სიტუაციას:“გარემო სავსეა სხვადასხვა ყუთებითა და მექანიზმებით,კედლები სავსეა სხვადასხვა დეტალებით,აქ ადამიანმა შეიძლება მთელი თვე ათვალიეროს გარემო თუმცა მაინც ვერ მოახდენს ყოველივეს სრულად აღქმას.ამ გარემოს ცენტრში კი როჯერია,იხსნება ყუთები და ჩემს წინ იხატება კონტურები მორიგი ნამუშევრისა.და აი მთავარი დეტალი-საათიც გამოჩნდა,როჯერი ახდენს დეტალთა შეხამებას და მე გაკვირვებული ვრჩები… შეიქმნა რაღაც უნიკალური ნამუშევარი…”

5be8e4bdbbfe

e8ac6ace858e

888b61489662

d67eda408e15

საკუთარ თავს ის “გიჟ მესაათეს” უწოდებს და ალბათ არ ცდება.მან საკუთარ სახელოსნოს სახელად “Klockwerks”(დაამახინჯა რა სიტყვა “Clockworks”) შეურჩია.მისი ნამუშევრები “სტიმ-პანკ” ნაკეთობებთან ახლოსაა,თუმცა ისინი უფრო სიურეალიზმისკენ ისწრაფვიან.-ასიმეტრია,შეუსაბამო საგნების შესაბამისი თანაწყობა.ზოგიერთი დამთვალიერებელი აღნიშნავს,რომ ვუდის ეს “ხაზი” ახლოსაა სიურეალიზმის ისეთი წარმომადგნლების ნახატებთან როგორებიცაა მორის ეშერი და რენე მაგრიტი.

მოკლედ განვიხილე როჯერის ხელოვნება და დანარჩენს მისი ნამუშევრები იტყვიან.

14289485f0ac

26a5f1813e17

df97991fb8de

aed93867eb67

824583fb109e

6825fcec15fa

4b34a60ba7fe

e13eb7ec50b6

863c7da20338

857d3fc89f19

9187aa837fc5

2739a12f80c6

45a776be55c1

3fd54ee70e8d

df652409e914

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button