27 წლის ბრიტანელი მხატვარი კირა რატბონი ფუნჯების მაგივრად იყენებს საბეჭდ მანქანას, რათა შექმნას განსაცვიფრებელი პორტრეტები და ნახატები
ჯერ კიდევ მაშინ, როცა კირა იყო პირველი კურსის სტუდენტი, იყიდა საბეჭდი მანქანა, რომელსაც თავდაპირველად ტექსტების საბეჭდად იყენებდა. ცოტა ხანში კი დაიწყო საბეჭდი მანქანის გამოყენება, როგორც ხატვის ინსტრუმენტისა.
დღეს კირა აღიარებულია როგორც ამ ხელოვნების ავტორი. მის არსენალში შედის 30 საბეჭდი მანქანა , რომლებსაც იყენებს ამ საოცარი ნახატების შესაქმნელად.