არქივი

5 რეალური სუპერჯარისკაცი

13f049d0b340

რემბო ძალიან პოპულარული კინო გმირია,რომელიც თითქმის დაუმარცხებლის ასოციაციას ტოვებს ჩვენში,მაგრამ ის მხოლოდ სილვესტერ სტალონეს ფანტაზიის ნაყოფია და რეალური არაფერი არ გააჩნია.მაგრამ როგორც ჩანს არსებობენ ჯარისკაცები,რომელთა ფონზეც რემბო პატარა ბავშვია.

1.იოგენდრა სინგხ იადავ

ეს ახალგაზრდა ადამიანი იყო ჩვეულებრივი რიგითი ჯარისკაცი და ნამდვილად არ ფიქრობდა იმას,რომ გახდებოდა გმირი.1999 წელს ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაიწყო სამხედრო მოქმედებები.ომმა საკმაოდ ფართო მაშტაბი მიიღო და მის ერთ-ერთ ბრძოლაში იოგენდრას გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა.საქმე იმაში მდგომარეობდა,რომ ერთ-ერთი სტრატეგიული სიმაღლე ეკავათ პაკისტანელებს და იქ სამი ბუნკერი ჰქონდათ აშენებული.ინდოეთის სამხედრო შტაბმა გადაწყვიტა ამ მთის აღება,მაგრამ პირდაპირი თავდასხმა დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა,მოიფიქრეს გეგმა რომლის მიხედვითაც მოხალისე ღამით მყინვარების გავლით მარტო აძვრებოდა ამ მთაზე და თოკებს მოამზადებდა დივერსიული ჯგუფისთვის.მოხალისედ შეირჩა იოგენდრა.

დასაყისში ყველაფერი კარგად წავიდა და იოგენდრა მთაზე უპრობლემოდ მოხვდა,მაგრამ პაკისტანელებმა შენიშნეს დივერსიული ჯგუფი და ცეცხლი გაუხსნეს.ბევრი ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა,ხოლო იოგენდრას სამი ჭრილობა ჰქონდა,მაგრამ მან არ მიატოვა მისია და მის შესრულებას შეუდგა მარტო.სანამ დამხმარე ნაწილები მოვიდოდნენ,მან მოწინააღმდეგის ორი ბუნკერის ხელყუმბარით განადგურება შეძლო(მან იქ მყოფი ყველა პაკისტანელი მოკლა)ხოლო მესამე ბუნკერი უკვე მისმა თანამებრძოლებმა გაანადგურეს.
დღეისათვის იოგენდრა ატარებს მედალს განსაკუთრებული ნიშნით,რაც მას ყველასგან გამოარჩევს,ხოლო ეს ნიშანი მედალზე აღნიშნავს დამსახურებს ისეთი საქმისთვის,რომლის შესრულება ფაქტიურად შეუძლებელია.

d6a5111d9370

2.ხმალისმატერებელი ჯეკ ჩერჩილი

ხმალისმატარებელი შეიძლება ჩვენს დროებაში უცნაურია,მაგრამ არსებობდა ჯარისკაცი(მე-2 მსოფლიო ომის დროს) ჯეკ ჩერჩილი,რომელიც ყოველთვის ხმალს ატარებდა,განსაკუთრებით კი ბრძოლის დროს.
ის იყო ბრიტანელი ჯარისკაცი და ერთ-ერთი ბრძოლის დროს სრულიად მარტო დარჩა ბრძოლის ველზე,რადგან ყველა მისი თანამებრძოლი გერმანელებმა გაანადგურეს.ის იწვა ბრძოლის ველზე (და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს) დაიწყო დაკვრა ჰარმონიკაზე.ეს ხმა არ გამოპარვია გერმანელთა მზვერავ გუნდს,მაგრამ მიუხალოვდნენ თუ არა ისინი ჯეკს, ჯეკმა ისინი ყველა თავისი ხმლით დახოცა,შემდეგ კი 42 გერმანელი ჯარისკაცი ტყვედ ჩაიგდო და თან ჰაუბიცაც წააყოლა ხელს.(ცოტა გასაკვირია)
მაგრამ ამის მერე დაიწყო მისი უბედობა.ის ორჯერ ტყვედ ჩავარდა,მაგრამ ორივეჯერ გაპარვა მოახერხა,მორეჯერ გაპარვის მერე ის ამერიკელებს ჩაუვარდა ხელში,რომლებმაც ის სახლში დაბრუნეს,მხოლოდ იმიტომ რომ ომი უკვე დამთავრებული იყო.

4300ccdffb7c

3.ოუდი მერფი

ეს ჯარისკაცი მსახურობდა საფრანგეთის სამხრეთში 1944 წელს.მის სახელთანაა დაკავშირებული დიდებული გამარჯვება გერმანელთა წინააღმდეგ,ბრძოლაში მერფიმ გაანადგურა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის რამოდენიმე ბატარეა,იმსხვერპლა საკმაოდ ბევრი გერმანელი ჯარისკაცი და თავის ანგარიშს ორი სნიპერიც მიათვალა.დამსახურებისთვის ის ოცმეთაურად დანიშნეს.ნახევარი წლის მერე ის გადაიყვანეს ფრონტის უფრო რთულ ნაწილში და ჩააბარეს ბატლიონი,სადაც დარჩენილიყო 19 ჯარისკაცი 128-დან.მის დაქვემდებარებაში იყო ასევე ორი ტანკი,ტუმცა გერმანელებმა მათი განადგურება ადვილად შეძლეს ბრძოლის დროს,მერფი ხედავდა,რომ ბრძოლას აგებდა და დროის მოგების მიზნით მან დაიკავა ტანკი,რომელიც გერმანელებმა წუთების წინ ააფეთქეს,ტანკში ჯერ კიდევ მუშაობდა ტყვიამფრქვევი და ჭურვსატყორცნი მერფი შეუსვენებლივ ისრიდა სანამ ტყვიები არ გაუთავდა(აღსანიშნავია,რომ ტანკს ცეცხლი ეკიდა ზუსტად ისე როგორც კინოებში ხდება ხოლმე)მერფიმ შეძლო გერმანელების შეკავება და მისიანების უსაფრთხო უკან დახევა უზრუნველყო.
ასეთი გმირობის შემდეგ მერფიმ მიიღო თითქმის ყველა ჯილდო რაც კი ფრანგულ არმიაში არსებობდა.

55876467756a

4.ელვინ იორკი

ის მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.ამერიკელთა 17კაციანი ჯგუფი რომელთა რიცხვშიც ელვინიც შედიოდა მოხვდა ჩასაფრებაში.გერმანელებმა 9 კაცი მყისიერად გაანადგურეს,დანარჩენები გაიქცნენ,მაგრამ ელვინი არ შეშინდა და დარჩა ბრძოლის ველზე. მან თავისი ავტომატით ოცი გერმანელი მოკლა.გერმანელთა მეთაურმა 5 კაციანი ჯგუფი გაგზავნა მის ცოცხლად მისაყვანად,მაგრამ ელვინმა ისინიც დახოცა.საქმე იქეთკენ წავიდა,რომ ელვინმა შეძლო გერმანელთა 133 კაციანი დაჯგუფების შეშინება და მათი ტყვედ აყვანა,მის დასახმარებლად მოსულ ამერიკელებს ელვინმა 133 გერმანელი ტყვე დაახვედრა.

84757b705b55

5.სიმო ხაიკა ”ეშმაკის პირადი ქილერი”

რამდენადაც გავიგე ეს ჯარისკაცი ფინელი იყო და სსსრკ ფინეთის დაპირისპირებაში საკმაოდ დიდი სამხედრო როლი ითამაშა.ომის პირველი 100 დღის განამვლობაში მან 542 ჯარისკაცი მოკლა სნაიპერული შაშხანიდან, 150 კი ავტომატიდან. მთლიანობაში მან მოკლა 705 ჯარისკაცი სნაიპერებიც კი,რომლებიც მისი ლიკვიდაციისთვის იყვნენ სპეციალურად გაგზავნილი.
ბედის ირონიით ეს უბადლო სნაიპერი ტყვიის ნამსხვრევმა მოკლა სრულიად შემთხვევით.

703befb9d0c0

მსგავსი ამბები

Back to top button