ახალი ამბებივიდეოებიუცნაური

გოგონა,რომელსაც სისხლის ცრემლები სდის

7f005fc29c27
Twinkle Dwivedi – ინდოელი,14 წლის გოგონა, რომელმაც დიდი თავსატეხი გაუჩინა მედიცინის სფეროს,რომ არაფერი ვთქვა მის მუშაკებზე. ბევრი ამ გოგოს ეჭვის თვალით უცქერის,მათ შორის ექიმებიც კი. ბევრს მისი სჯერა,ზოგი ამ მოვლენას სტიგმატობას მიაწერს და რელიგიასთან აკავშირებს. ასეა თუ ისე გოგონას ამბავი მთელმა მსოფლიომ შეიტყო და წამყვან არხებზე გავიდა სიუჟეტები. რა არის მისი სხეულის საიდუმლო,რატომ სდის სისხლი,ან საიდან სდის,კითხვებზე პასუხები ჯერჯერობით არ არსებობს

თავად ოჯახის განცხადებით თვინქელს სისხლისდენა 11 წლის ასაკში დაეწყო,მაშინ სკოლაში დადიოდა და ჯერ კიდევ ჩვეულებრივი ბავშვი იყო. მაგრამ სასწავლებელში მის ამბავს გულღიად არ შეხვედრიან,მეტიც, კლასელებმა დაცინვა დაუწყეს,ზედმეტსახელად ამაზრზენს ეძახდნენ, სკოლიდან მალე დაითხოვეს,რადგან ვერავინ ხსნიდა ბავშვს რა სჭირდა,ასე რომ ახლა სახლშია და ვეღარ სწავლობს.

სისხლი სდის ხელებიდან, ფეხებიდან,თვალებიდან,ყურებიდან,ცხვირიდან,თავიდან,კისრიდან, თანაც ისე,რომ არავითარი დაზიანება არ ეტყობა კანს, სისხლი კანის ზედაპირზე ჩნდება,ექიმები კი ამ ფაქტით გაოგნებულები არიან,როგორ შეიძლება სისხლმა გამოაღწიოს კანის გარეთ ყოველგვარი დაზიანების გარეშე?!

e13f23d73b25

ბრიტანელი ექიმი ჯორჯ ბიუქენონი ინდოეთში ჩავიდა პაციენტის გამოსაკვლევად. ჯორჯი აცხადებს, რომ ასეთი რა პირველად ნახა, არც რაიმე გაუგის ამგვარი ავადმყოფობის შესახებ და წარმოდგენაც არ აქვს საიდან მოდის სისხლი.
ბიუქენონმა უფრო ოჯახზე მიიტანა ეჭვი. გოგონა კი აცხადებს,რომ მას არაფერში სჭირდება ავადმყოფობის მოგონება, მას სკოლაში სიარული და ნორმალური ცხოვრება სურს.

ყველაზე მეტად ექიმი ერთმა ფაქტმა დააეჭვა. რეალურად არავის უნახავს სისხლის დენის პროცესი,გარდა თვინქელის დედისა. სურათებიც და ვიდეოებიც მხოლოდ შედეგს ასახავს,მაგრამ როგორ მოსდის,საიდან მოსდის სისხლი ეგ საიდუმლოდ რჩება.

a31d001173bc

2c66e6fe1a07

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button