მისტიკასაკითხავიუცნაური

რატომ გვჯერა… ნაწ.II (სულებთან მოსაუბრეები)

705b4b331c1a

რატომ გვჯერა სულებთან მოსაუბრეების? ნუთუ იმიტომ, რომ სულების არსებობის გვწამს…

პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ვიცი თუ რაოდენ ბევრი ფანი ჰყავს ამ საიტზე სპირიტიზმს, შესაბამისად ამ პოსტის მერე ატყდება კრიტიკა, ამიტომ მე კრიტიკას არ შევუშინდები და პირიქით ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის სასიამოვნოა.

მეორე რიგში კი გეტყვით, რომ შეიძლება ბევრ ამ სფეროს მოყვარულზე ნაკლები ვიცოდე სპირიტიზმის შესახებ, ასერომ გთხოვთ შეცდომები მაპატიოთ და შემისწოროთ და არ დაიწყოთ ტყუილუბრალოდ ჩხუბი ამის გამო.

ffac11a2546a

თემას დავიწყებ ერთ-ერთი პირველი სპირიტიზმის მიმდევრებისგან, ესენი იყვნენ დები ფოქსები. დებმა ფოქსებმა ამ სფეროში მოღვაწეობა დაიწყეს 1848 წელს და ისინი იფიცებოდნენ, რომ შეეძლოთ მკვდრების სულებთან კონტაქტი. მათი კონტაქტი შემოიფარგლებოდა მარტივი შეკითხვების დასმით რომელზეც პასუხი იყო ან კი ან არა, შესაბამისად დები ამბობდნენ, რომ მაგიდაზე ერთი დაკაკუნება ნიშნავდა კის ხოლო ორი არას. კითხვის დასმის დროს მათ და იმ ადამიანს, რომლებსაც სურდათ სულებთან დაკავშირება ხელები ჩაკიდული ჰქონდათ, შესაბამისად შეუძლებელი იყო, რომ გოგონებს დაეკაკუნებინათ მაგიდაზე. სწორედ ეს დები მოგზაურობდნენ ქვეყანაში და ატარებდნენ სეანსებს, რითიც დიდძალ ფულს ძალავდნენ სულებთან საუბრის მსურველებს. მათ 40 წელი იმოგზაურეს და დიდი ქონება მოაგროვეს, რის შემდეგაც მარგარეტ ფოქსმა (ერთ-ერთმა დამ) გამოაცხადა, რომ სინამდვილეში ისინი კი არ უკავშირდებოდნენ ამ სულებს, არამედ ხალხს ატყუებდნენ, ეს კი მათ იმის დახმარებით შეძლეს, რომ ფეხის უჩვეულო მოძრაობით გამოსცემდნენ კაკუნის მსგავს ხმას, რომელიც ისმოდა მუხლთან ახლოს, რაც ძნელს ხდიდა გაერჩიათ ხალს ეს კაკუნი მაგიდიდან მოდიოდა თუ მაგიდის ქვევიდან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით. ყველაზე დიდი ტრაგედია კი ის არის, რომ მიუხედავად ამ საჯარო გამოცხადებისა, ხალს კვლავ ჯეროდა სულებთან მოსაუბრე ადამიანების არსებობის, რადგან დების შემდეგ მომრავლდნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ შეეძლოთ სულებთან ლაპარაკი, ამის შემდეგ სპირიტიზმი მოდაში შემოვიდა და გავრცელდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ ასე დაიწყო სულებთან მოლაპარაკეების გავრცელება.

bebfe80eaf19

დები ფოქსების შემდეგ 1854 წლისთვის უკვე თავს იჩენენ ძმები დევენპორტები. დღევანდელ დღეს მათი წარმოდგენა შეიძლება ნებისმიერი ილუზიონისტის გამოსვლას მიამგვანო, მაგრამ იმ დროისთვის ხალხი მათ სულების გამოძახებას აბრალებდა. მათი ყველაზე ცნობილი წარმოდგენა იყო მუსიკალური ყუთი. ძმებს ყუთში აბავდნენ და კეტავდნენ სხვადასხვა ინსტრუმენტებთან ერთად, კარის მიხურვის თანავე კი ყუთებიდან მუსიკა გამოდიოდა. მას შემდეგ რაც ისინი დაამთავრებდნენ მუსიკის შესრულებას კარს უღებდნენ და ისინი იგივე პოზაში იყვნენ დაბმულები. ხალს კი ეგონა, რომ ისინი სულებს იძახებდნენ და მათ ავალებდნენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას. მათ წარმოდგენას ფარდა ახადა ერთ-ერთმა სკეპტიკოსმა, რომელმაც ვიოლინოს უკანა ნაწილზე ჩუმად წაუსვა მელანი. მას შემდეგ კი რაც წარმოდგენა დამთავრდა ხალხმა დაინახა, რომ ერთ-ერთი ძმის მხარი მელანით იყო დასვრილი, რამაც ფარდა ახადა მათ საიდუმლოს, რის გამოც ხალხმა მოითხოვა ფულის დაბრუნება და შემდეგ მათ სასამართლოში უჩივლა.

კიდევ ერთი დაკავშირებული ადამიანი სპირიტიზმთან გახლავთ უილიამ მამლერი, ცნობილი სულების ფოტოგრაფი. მისი პირველი ფოტო იყო საკუთარი სურათი, რომლის თავზეც თეთრად ჩანს მისი გარდაცვლილი ბიძაშვილი. ამ ფოტოს შემდეგ იგი ცნობილი გახდა და მას ხშირად აკითხავდნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ სულებთან ფოტოების გადაღება. ძირითადად მათი მოთხოვნა იყო სურათების გადაღება ომში დაღუპულ ნათესავებთან ერთად. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სურათია მერი ტოდ ლინკოლნის ფოტო მის გარდაცვლილ ქმარ აბრაამ ლინკოლნთან ერთად.

b2ce1863d3bc

ასევე არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ სურათის გადაღება არა ნათესავის სულთან არამედ ნებისმიერ სხვა სულთან, შესაბამისად სურათებზე ჩნდებოდა ისეთი ადამიანების სულები, რომლებზეც მსურველებს ხშირად წარმოდგენაც არ ჰქონდათ, მაგრამ მამლერის ეს საქმე მას შემდეგ ჩაიშალა, რაც რამდენიმე ფოტოზე აღბეჭდილი სულების ნამდვილი ანალოგები, ანუ ბოსტონის ცოცხალი მცხოვრებლები იპოვნეს, რომლებიც სულებად იყვნენ გასაღებული ფოტოებზე. (სამწუხაროდ იმის შესახებ ვერ მოვიძიე ინფორმაცია თუ როგორ ამზადებდა ამ ფოტოებს და თქვენ თუ იცით გთხოვთ კომენტარებში დაწეროთ). ასევე ამ დროისთვის გავრცელდა ფიტოები ადამიანებისა, რომლებიც თითქოსდა ჰაერში დაფრინავდნენ, ამას ძალიან მარტივი ახსნა მოეძებნება. ადამიანი სურათს იღებდა ახტომისას და ცდილობდა, რაც შეიძლება გაუნძრევლად ყოფილიყვნენ. თუ მათ გაუმართლებდათ, გამოდიოდათ ნამდვილად უცნაური სურათები თუ არა და ძალიან სასაცილო და აზლაზნულ ფოტოს მივიღებდით.

ასევე არსებობს ადამიანი, რომლის მიერ ჩატარებულ სპირიტიზმს საქვეყნოდ ფარდა არ ახდილა, ამის მარტივი მიზეზი არსებობს, მას არც ჩაუტარებია საქვეყნოდ სპირიტიზმი. დანიელ დუგლასი სახლში აკითხავდა მხოლოდ იმ ხალხს, რომლებსაც უკვე სჯეროდათ სულების და მათ გასულელებას მარტივად ახერხებდა. მისი ერთ-ერთი ცნობილი ილუზია იყო აკორდეონი გალიაში. იგი გალისის მსგავს რკინის კონსტრუქციაში ჩაკედავდა აკორდეონს, რის შემდეგაც ისმოდა მელოდიები. ამის ახსნა კი მას შემდეგ მოხერხდა, რაც მის სახლში აღმოაჩინეს ძალიან პატარა პირის გარმონები. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ იგი ულვაებში მალავდა ამ გარმონებს, რაშიც ხელს უწყობდა სიბნელე და ასრულებდა მხოლოდ ორ მარტივ ნაწარმოებს, რომლის დაკვრაც ამ პირის გარმონებზე შეიძლებოდა. მისი კარიერა მას შემდეგ მთავრდება, რაც მან ერთ-ერთი სეანსის დროს მდიდარ ქალს შეატყობინა, რომ მის მეუღლეს სურდა, რომ იგი სწორედ ამ სპირიტიზმის მიმდევარს გაჰყოლოდა. ქალიც მარტივად დათანხმდა და ასე შეძლო გამდიდრება დანიელ დუგლასმა.

ასეთი კრახით დამთავრდა უმრავლესი სულებთან მოლაპარაკის ტყუილი, მაგრამ დღესდღეობითაც არსებობს ადამიანთა დიდ რაოდენობა, რომლებიც ცდილობენ სულებთან დაკავშირებას და აქტიური მიმდევრები არიან სპირიტიზმის.

P.S. იმედია მოგეწონათ და თუ რამე შემეშალა მაპატიეთ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close