გასართობივიდეოები

უცნაური ბობსლეი

d5e1dabb1cce
შოტლანდიელი ჯილიან კუკი, სულ რამდენიმე დღეში, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბობსლეისტი ქალი გახდა. სპორტული მიღწევები ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია, სკოტ სპორტსმენს პოპულარობა ერთმა უნებლიე შემთხვევამ მოუტანა.

სენტ-მორიცში, მსოფლიო თასის გათამაშების ერთ-ერთი ეტაპისას, 27 წლის ჯილიან კუკი ბობისთვის სასურველი ინერციის მიცემას ისე ენერგიულად ცდილობდა, რომ მისმა სპორტულმა ამუნიციამ დატვირთვას ვერ გაუძლო და ყველაზე პიკანტურ ადგილზე გაირღვა. ამის გამო, ჯილიანს უხერხულობა სრულიადაც არ უგრძვნია (შესაძლოა, ვერც მიხვდა ამუნიციის “მუხანათობას”). მან პარტნიორ ნიკოლა მინჩელოსთან ერთად, წყნარად გააგრძელა საკუთარი საქმის კეთება და ეტაპი მისთვის საკმაოდ პრესტიჟულ, მე-7 პოზიციაზე დაასრულა.
კაცმა არ იცის, რა გახდა მომხდარის მიზეზი – კომბინიზონის ხარვეზი თუ კუკის მოზრდილი უკანალი (ამაში ფოტოდანაც იოლად დარწმუნდებით), მაგრამ ერთი რამ ფაქტია – ინტერნეტში განთავსებული აღნიშნული კურიოზის ამსახველი ვიდეო ამ დღეებში მილიონზე მეტმა სეირის (თუ ქალის) მოყვარულმა ნახა, რამაც ჯილიან კუკი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბობსლეისტად აქცია.

და ბოლოს იხილეთ ვიდეო.

წყარო: www.worldsport.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close