მისტიკასაკითხავიუცნაური

მისტიური ამბების სამყაროში

6e91b3bc9505

რამდენიმე მისტიური ამბავი, რომლებმაც მათი განსაკუთრებულობის გამო მოიპოვეს პოპულარობა, ახსნა კი დღემდე ვერ მოუძებნეს

8b17e50fbcf0

1. 1930 წელს ინდოეთის დედაქალაქ დელიში მცხოვრებმა გოგონამ შანტი დევამ მშობლებს უთხრა, რომ წარსულში ის ცხოვრობდა ქალაქში , რომელსაც მუტრა ერქვა [ამჟამად ცნობილია როგორც მატურა . ისე რა შუაშია და, ინდუისტური ღმერთის კრიშნას დაბადების ადგილად ითვლება]. მას ორი შვილი ჰყავდა და მესამეზე მშობიარობისას გარდაიცვალა. მისი სახელი წინა ცხოვრებაში ლუდგი იყო. რადგანაც ბავშვი ამას გამუდმებით იმეორებდა, მშობლები დაინტერესდნენ და გამოძიება დაიწყეს. მათ აღმოაჩინეს რომ ქალაქ მუტრაში სულ ახლახანს გარდაცვლილიყო ქალი სახელად ლუდგი. როდესაც შანტი წაიყვანეს ამ ქალაქში, მან უცებ ადგილობრივ დიალექტზე დაიწყო საუბარი და ამოიცნო მისი წინა ცხოვრების ქმარი და შვილები. ეს არ იკმარა და 24 ისეთი ფაქტი ჩამოთვალა თავისი ცხოვრებიდან, რაც მხოლოდ ოჯახის წევრებმა იცოდნენ.

b31e08774657
2. 2008 წელს არგენტინელმა ხოსე ალვარესმა გაზეთ “El Tribuno”-ს შემდეგი რამ მოუყვა:

– მეგობრები დილით სათევზაოდ წავედით სალტას პროვინციაში. სანამ თევზაობას დავიწყებდით, ვიჯექით , ვსაუბრობდით და ვხუმრობდით. მე მობილური ამოვიღე, კამერა ჩავრთე და გარემოს გადაღება დავიწყე. ამ დროს უცნაური ხმა შემოგვესმა, თითქოს ვიღაც ქვებს გვესროდა. გავიხედეთ იქითა მხარეს, საიდანაც ხმა მოდიოდა და ვნახეთ, რომ ბალახი მოძრაობდა. ვიფიქრეთ ძაღლი გვეპარება-თქო, მაგრამ უცებ გნომის მაგვარი ფიგურა ამოიზარდა, რამაც გვარიანად დაგვაფრთხო.

მსგავსი არსება სხვა მაცხოვრებლებმაც შენიშნეს და ის ქალაქი შიშმა მოიცვა.

ეს კი ვიდეო, რომელიც ხოსემ გადაიღო:

– ეს ხუმრობა არ არის, დღემდე გვეშინია გარეთ გასვლის, ისევე როგორც სხვებს. ერთ-ერთ ჩვენგანს კი ისე შეეშინდა, რომ საავადმყოფოში წაყვანა მოგვიწია.

ამ ფაქტით სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ. ბრიტანულმა გაზეთმა “The Sun” სტატიაც გამოაქვეყნა ამის შესახებ.

dc8f85b772d4
3. ოვერთაუნის თაღოვანი ხიდი მდებარეობს შოტლანდიაში, სოფელ მილტონში. აგებულია 1859 წელს. ეს ხიდი ცნობილი გახდა იმით, რომ გაუგებარი მიზეზების გამო აქ მოსულ ძაღლებს თვითმკვლელობის სურვილი უჩნდებათ. პირველად ეს 50-იან და 60-იან წლებში შენიშნეს: ძირითადად გრძელცხვირიანი ძაღლები ხტებოდნენ 15 მეტრი სიმაღლიდან. თუკი მოხდებოდა საოცრება და გადარჩებოდნენ, ისევ ადიოდნენ მაღლა და ხტებოდნენ. რაც უფრო მისტიურ ელფერს აძლევს ამ ყველაფერს, არის ის რომ გადმოხტომის ადგილი მუდამ ერთი და იგივეა: ხიდის მარჯვენა მხარეს ბოლო ორ მოაჯირს შორის ადგილი.
თუმცა ყველაფერი ამით არ ამოწურულა: 1994 წელს მამაკაცმა ამ ადგილიდან საკუთარი ბავშვი მოისროლა დაბლა, თან ამტკიცებდა, ეს ანტიქრისტეაო. მოგვიანებით, თავად გადმოხტა იმავე ადგილიდან და თავი მოიკლა. ზოგი ამბობს რომ ეს დაწყევლილი ადგილია, პარანორმალური მოვლენების მკვლევარებს კი მიაჩნიათ რომ ხიდი ორი სამყაროს კვეთაზეა: ცოცხლების (ჩვენი) და გარდაცვლილების.

96fb0dca4c26
4. 1873 წელს ჯეიმს უორსონმა გადაწყვიტა ბედი ეცადა, რამდენ ხანში დაფარავდა 20 მილიან (32 კმ) ტრეკს ქალაქ ლიმინგტონიდან ქოვენთრიმდე (ინგლისი). ის დიდი ხნის განმავლობაში იკვეხნიდა, რომ ძლიერი და ნავარჯიშევი ფეხები ჰქონდა და როდესაც მეგობრებმა ამის დამტკიცება მოსთხოვეს, იძულებული გახდა დათანხმდებოდა. ჯეიმსი ძუნძულით მიდიოდა, ორი მეგობარი კი – ჰამერსონ ბერნსი და ბარამ უაისი – ცხენშებმული ეტლით მიყვებოდნენ უკან. ჯეიმსი შიგადაშიგ მობრუნდებოდა ხოლმე და ესაუბრებოდა მათ. უცებ ის წაბორძიკდა და დაცემამდე გულისგამგმირავად დაიყვირა.

უაისი მოგვიანებით იხსენებდა:

– ეს იყო ყველაზე საშინელი ხმა, რაც კი ოდესმე გამეგონა.

საოცარი ისაა, რომ ჯეიმსი არ დაცემულა – შუა მინდორში ის უკვალოდ გაქრა. უაისს თან ჰქონდა ფოტოაპარატი და სურათები გადაიღო თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. სველ ბალახზე ჯეიმსის ნაფეხურები იყო, შემდეგ კი უეცრად წყდებოდა. პოლიციაში საქმე აღიძრა, მეძებარი ძაღლებიც მოიყვანეს, ანალიზები აიღეს, მაგრამ უშედეგოდ. ჯეიმსი იმ ამბის შემდეგ აღარავის უნახავს. [რატომღაც ძმები ვაჩოვსკების “ანიმატრიცა” გამახსენდა, ეპიზოდი “World Record” : D]

ფართო საზოგადოებას ეს ამბავი გააცნო ჟურნალისტმა ამბროს ბირსმა, რომელიც 1913 წლის ოქტომბერში უკვალოდ გაუჩინარდა.

5dddd6354376
5. 1855 წლის 8-9 თებერვალს, ღამით ინგლისის ქალაქ დევონში მაგარი თოვლის შემდეგ მოულოდნელად უცნაური ანაბეჭდები გაჩნდა, რომელიც ჩლიქებს ჩამოგავდა. სიგანეში დაახლოებით 4-6 სმ იყო, სიგრძეში კი 20 სმ-მდე. ნაკვალევი მთელ ქალაქს გასდევდა და დაახლოებით 160 კმ-ის მანძილზე უწყვეტად გრძელდებოდა. ამასთან, ხაზი ძირითად შემთხვევაში სწორად, პირდაპირ მიდიოდა. მიუყვებოდა სახლებს, მდინარეებს, თივის ძნებს, შიგადაშიგ სახლის სახურავზეც ადიოდა. რამდენიმე ადგილობრივი მოსახლე ამბობდა, რომ მათ უცნაური არსება დაინახეს, რომელიც ეშმაკს ჩამოგავდა. გულადი მამაკაცები შეიკრიბნენ, იარაღი აისხეს და მხეცზე სანადიროდ გაეშურნენ , თუმცა წარუმატებლად – მის კვალს ვერ მიაგნეს. მსგავსი შემთხვევა მეორედ განმეორდა 2009 წლის 12 მარტს. სურათზე სწორედ შარშანდელ ნაკვალევს ხედავთ. მოვლენას სიმბოლურად “ეშმაკის ნაკვალევი” [Devil’s Footprints] უწოდეს

e05cac642a64
6. 1907 წელს ჰაიტელი ქალი ფელიცია ფელიქს-მენტორი გარდაიცვალა. თუმცა მანამდე მას უცნაური დაავადება შეეყარა, რომელიც ადგილობრივების რწმენით, ადამიანს სიკვდილის შემდეგ ზომბად აქცევს. 1936 წელს გლეხებმა დაინახეს თითქმის შიშველი, დახეულ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი , რომელიც ერთ-ერთი ფერმისკენ მიისწრაფვოდა და იძახდა, რომ ეს ფერმა მამამისს ეკუთვნოდა. დაკვირვების შედეგად მასში ჰაიტელებმა 29 წლის წინ გარდაცვლილი ფელიცია ამოიცნეს, მათ შორის მისმა ქმარმაც. ფელიციას ჯანმრთელობა მკვეთრად ჰქონდა შერყეული და სუსტად იყო, ამიტომ სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმი ამგვარად აღწერს მის ქცევებს:

– ზოგჯერ ის უაზროდ იწყებდა სიცილს და ეს სიცილი იყო ყოვლად უემოციო.. საკუთარ თავზე ხან პირველ პირში საუბრობდა, ხან მესამე პირში. აბსოლუტურად დაკარგული ჰქონდა დროის შეგრძნება და ინდიფერენტული იყო ყველაფრის მიმართ, რაც მის გარშემო ხდებოდა.

აღსანიშნავია რომ ფელიციას სიცოცხლეში კოჭლობა აწუხებდა, რადგან ფეხი ჰქონდა მოტეხილი. რენტგენის ანალიზმა კი აჩვენა რომ ფეხი ჯანმრთელი იყო.

To Be Continued ..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close