მისტიკასაკითხავიუცნაური

მოხეტიალე საფლავები

2608fe665d0c

წარმოიდგინეთ,რომ თქვენ წახვედით სასაფლაოზე,რომელიმე ახლობის საფლავის მოსანახულებლად და აღმოაჩინეთ,რომ მისი საფლავი გაქრა…

მოგვიანებით კი მას,სულ სხვა ადგილას პოულობთ.უცნაურია? სხვათაშორის,ასეთი შემთხვევები,საუკუნეების განმავლობაშია ცნობილი….და ვერავინ ხსნის,რატომ “დახეტიალობენ” საფლავები.

XV საუკუნეში ავსტრიის ერთერთი სასაფლაოდან ვინმე შტეტენბერგის საფლავი გაქრა.მოგვიანებით ის სასაფლაოს სხვა ადგილას იყო ნაპოვნი.თანასოფლელებმა გადაწყვიტეს,რომ საწყალი შეტეტენბერგი შავი მაგიით იყო დაკავებული და ამიტომაც მისი ფერფლი მოსვენებას ვერ პოულობს.იგი ამოიღეს საფლავიდან და საზეიმოდ დაწვეს მრავალი ადამიანის თვალწინ.ორმოში ქვები ჩაყარეს და ვერხვის ჯვარი დაადგეს საფლავს.

1928 წელს,ბევრი გაზეტი აუწყებდა უცნაურ შემთხვევაზე როჯერ ხეიზლემის საფლავთან დაკავშირებით,რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუაწლები იყო დამარხული.

როჯერის შვილიშვილი,სერ არტურ ხეიზლემი,რომელიც გავლინ გლენსვილში აღმოჩნდა,გადაწყვიტა ტავისი ბაბუა ენახულებინა.რამოდენიმე წლის წინ,მან უკვე მოინახულა საფლავი და იცოდა სად მდებარეობდა.ასევე ახსოვდა მეზობელი საფლავის ქვა,დიდი ანგელოზით…მან მალევე შეძლო საფლავის პოვნა,ანგელოზიც იცნო..მაგრამ სადაა მისი ბაბუის საფლავი?

საფლავის პოვნაში მას მესაფლავე დაეხმარა…თურმე სამარხი 200 მეტრით იყო დაშორებული მის პირველ სამყოფელს..არანაირი ეჭვი არ იყო- ეს იყო იგივე ბორცვი და იგივე ჯვარი…

სერ არტურმა იფიქრა,რომ ვიღაცამ ჯვარი გადაანაცვლა,ხოლო კუბო ისევ თავის ადგილზე დატოვა.მან უბრძანა ამოეთხარათ ძველი ადგილი,მაგრამ ვერაფერი იპოვეს.ახალი ადგილის ამოთხრისას კი იპოვეს ჩამპალი კუბო და მისი ნარჩენები.ოჯახის ბეჭედი,მნოგრამით,უთუოდ ეკუთვნოდა როჯერს.გარდაცვლილის ძვლები თიხაში ღრმად იყო ჩაფლული და მისი გადატანისთვის ბევრი სამუშაო იყო საჭირო…ვის უნდა დასჭირვებოდა ეს?

კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა უფრო ახლო წარსულში- 1989 წელს,მოხუცმა ფერმერმა ჯო ბერნიმ კანზასიდან(აშშ) თავის ეზოში აღმოაჩინა ბორცვი და გაბზარული საფლავის ქვა.ბერნიმ მასინვე პოლიცია გამოიძახა.შემდგომი გამოკვლევის შედეგად,ცნობილი გახდა რომ საფლავის ქვაზე წარწერა წაიშალა.საფლავის ქვის ქვეშ,ორმოში ნაპოვნი იყო ადამიანის ნარჩენების რომლებიც მიწაში იყო შეზრდილი.ვის ეკუთვნოდა ისინი,ამის დადგენა მაინც ვერ შესძლეს.საფლავი გადაიტანეს სხვა ადგილას.

ჩავთვალოთ,რომ ეს ყველაფერი ხუმარა ხალხის ნამოქმედარია- მაშ როგორ რჩებოდნენ ისინი უხილავნი?ასეთი შრომა მოითხოვს ბევრ ძალას და დროს!

არის კიდევ სხვა ახსნა- მაგები…ან უხილავი შავი არსებები…მაგალითად ტონგას კუნძულებზე ორს-ერთად მარხავენ…ერთის სული,მეორეს დაიჭერ თუ კი ის გადაადგილებას დააპირებს.

აი ასე და ამგვარად :) იმედია წაიკითხეთ დაა მოგეწონათ :) გმადლობთ

BY ნაწკა

პ.ს. ვინც ეს პოსტი მოიპაროს და წყარო არ მიაწეროს ………….

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close