მისტიკასაკითხავისასარგებლო

რატომ გვჯერა… ნაწ.I (უცხოპლანეტელები)

72fe4563d7a9
რატომ გვჯერა უცხოპლანეტელების? მათი არსებობა ძნელი წარმოსადგენია…

ამო – ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. მრავალი წლების განმავლობაში გვაჯერებენ რომ დედამიწას სტუმრობს სხვა პლანეტის მცხოვრები და ეს არა მარტო სამჯერ ან ოთხჯერ ხდება, არამედ ხშირად ათობით ან ასობით. მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტი ისაა, რომ ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ნახეს უცხოპლანეტელთა ხომალდი, უმრავლეს შემთხვევაში სხვადასხვანაირად წარმოგვიდგენენ და გვიხატავენ ამ ხომალდებს. ადამიანები ყვებიან, რომ ხალხს იჭერენ უცხოპლანეტელები, აჰყავთ ხომალდში, უნერგავენ ჩიპებს ან მსგავს რაღაცეებს, აცნობენ საკუთარ გეგმებს და ა.შ. მთავარი დარკოლება კი ის არის, რომ მათი ისტორიები იმდენად დამაჯერებელია, რომ თითქმის შეუძლებელია მათი ტყუილში დადანაშაულება, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ კარგი ნივთმტკიცებები. ნივთმტკიცებების მაგივრად ჩვენ გვაქვს მხოლოდ მრავალი მრავალი ისტორია. ჯერ კიდევ 1993 წლისთვის დაახლოებით 15 მილიონმა ადამიანმა შეატყობინა შესაბამის ჯგუფებს, რომ მათ ნახეს ამო და მას შემდეგ მათი რაოდენობა იზრდება. ადამიანები ყვებიან რომ მათ დაინახეს რაღაც ნათება ან მსგავსი რამ და ის არის სხვა პლანეტის მკვიდრის ხომალდი, მაგრამ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო რაიმე კომეტა, თვითმფრინავი, ან შეიძლება სიგარეტის ნამწვავიც კი. ეს ხომ ისეთი მარტივია, წამიერად შექმნა ისტორია, რომელიც არც კი გადაგხდენია, მაგრამ ეს დაგეხმარება სახელი გაითქვა.

717296a61f85

ამ ყველაფრის შემდეგ გაგიჩნდებათ კითხვა, ხომ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც აშკარად ასახავს უცხოპლანეტელების ჩვენ პლანეტაზე “ვოიაჟს”. მაგალითად Crop circle (სიმინდის წრეები). ეს სახელი იმიტომ აქვს მინიჭებული, რომ უცხოპლანეტელებს “აბრალებენ” სიმინდის ყანებზე უცნაური წრეებით ნახატების შექმნას. ამას ხშირად აღიქვამენ, როგორც უცხოპლანეტები იეროგლიფები ან გამაფრთხილებელი ნიშნები, სამწუხაროდ მათ ვერც ხი წარმოუდგენათ, თუ რა ადვილია ყანაში მსგავსი რამის გაკეთება და თან ამ საქმისთვის სულ ორი ადამიანია საჭირო. აგიხსნით თუ როგორ ხდება ეს. საჭიროა ერთი ადამიანი ჩადგეს სავარაუდო წრის შუაგულში და მეორე ადამიანს მისჩეს თოკი, თუ ადამიანს, რომელსაც ხელში თოკი აქვს ხელთ, ერთ და იგივე დისტანციაზე ეჭირება თოკი დაშორებული ამ თოკის დახმარებით გათელავს სიმინდს, თითქმის იდეალური წრე შეიქმნება.

შესაბამისად არ გაძნელდება მრავალი წრისაგან შექმნა ნახატი. მეცნიერები და ამო-ს მკვლევარები ამგვარ ნათქვამზე გიპასუხებენ, რომ თუ ეს ნახატი ადამანის მიერაა შექმნილი რატომ არ იტყვის ამას. ამის მარტივი მიზეზი არსებობს, ეს ხომ ვანდალიზმია, რაც კანონით ისჯება. რა შეიძლება კიდევ იყოს მტკიცებულება, რომელიც აზუსტებს უცხოპლანეტელების არსებობას, რა თქმა უნდა სურათები, რომელიც შეუძლებელია იყოს ყალბი მტკიცებულება ზოგიერთი მეცნიერის თალსაზრისით, მაგრამ დღესდღეობით არსებობს უამრავი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც, თითქმის შეუძლებელს გახდის რაიმე ხარვეზის პოვნას, ანუ თუ მეცნიერები დარწმუნებით გვეტყვიან, რომ ესა თუ ის ფოტო ნამდვილია, რა თქმა უნდა გაგვჩნდება კითხვა, ნუთუ არ შეიძლება მისი გაყალბება, რაზეც ნამდვილად დადებით პასუხს მივიღებთ და ამით მეცნიერებს ჩვენს დარწმუნებაში ხელს შევუშლით.

b75688c11616
მაგალითად ეს სურათი არის გაკეთებული კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით.
d3aee596e316

96f9fd8ac7cc
ეს ორი სურათი კი მეცნიერების თქმით ნამდვილია. განსხვავების პოვნა კი არც ისე ადვილია ამ სურათებს შორის.
მიუხედავად ამისა მაინც დავიწყებთ მტკიცებას, მერე რა რომ სურათებიც არაა კარგი მტკიცებულება, ნუთუ არ არის სასურველი, რომ დედამიწას ესტუმროს სხვა პლანეტის მცხოვრები. კარგით, ამ შემთხვევაში დავფიქრდეთ თუ რამდენად შესაძლებელია ეს. ვიცით, რომ სამყაროში უამრავი გალაქტიკაა და უამრავი პლანეტაა, ხოლო ამ პლანეტების დაახლოებით 13 პროცენტი შესაძლოა ვარგისი იყოს საცხოვრებლად, მაგრამ თუ გამოვთვლით მათი დაშორების საშუალო მანძილს ეს არის 20 სინათლის წელი (9,460,730,472,580.8 კილომეტრი ზუსტად). თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს უცხოპლანეტელები ჩვენზე განვითარებულნი არიან და მათ მოახერხეს ისეთი საფრენი აპარატის აგება, რომელსაც შეუძლია 9000 კმ საათის სიჩქარით იფრინოს, მინიმუმ 500 წელი მაინც დასჭირდება მას აქ მოსაღწევათ. ანუ ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ უცხოპლანეტელები ჩაალაგებენ ბარგს, ჩასხდებიან ხომალდში და იფრენენ 500 წელზე მეტი, რათა მისმა შვილის, შვილის, შვილის, შვილის … შვილმა მოაღწიოს დედამიწაზე და აქ იცხოვროს, დაუჯერებელი არაა მაგრამ შესაძლებელია ჩვენს მოსამსახურედაც, არც თუ ისე ადვილად დასაჯერებელი რამაა დამეთანხმებით.

“განსაკუთრებულ ისტორიას განსაკუთრებული მტკიცებულება სჭირდება” ამბობს კარლ საგანი, ანუ არაა საკმარისი მაჩვენო მხოლოდ ფოტო, რომელიც შეიძლება ცრუ მტკიცებულება იყოს, რათა დავიჯერო რომ უცხოპლანეტელები არსებობენ. შესაძლებელია ეს ადამიანის მახსოვრობილ ბრალიც იყოს, ხშირად ისე არ გვამახსოვრდება ყველაფერი როგორც სინამდვილეში იყო. მაგალითად მოვიყვანოთ ნებისმიერი რკინის ფული, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ. თუ ჩვენ მის დახატვას მოგვთხოვენ, ამ შემთხვევაში ყველა ადამიანს სხვანაირი ნახატი გამოუვა (ეს შეიძლება ხატვის ნიჭზეც იყოს დამოკიდებული). შესაბამისად ეს ყველაფერი შეიძლება მივაწეროთ ჩვენსმეხსიერებას.
თუ გაგიჩნდებათ მაგალითად ისეთი კითხვები, როგორიცაა: უცხოპლანეტელების ხომალდი ხომ ჩამოვარდა დედამიწაზე? ან უცხოპლანეტელებს ამერიკასთან ხომ აქვს კავშირი მაგრამ ისინი ამას გვიმალავენ რადგან სხვა მიზნები აქვთ? მსგავს კითხვებზე მე ასეთ პასუხს გაგცემთ – ეს ყველაფერი აბსურდია, რადგან თუ უცხოპლანეტელი ნებისმიერი გზით გააბავდა დედამიწასთან კავშირს, ეს მთელ მსოფლიოს ეცოდინებოდა, პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ მსგავს ფაქტებს და ასე შემდეგ, თქვენ თვითონაც დამეთანხმებით, რომ სამყაროს სხვა მცხოვრებლების აღმოჩენა ამერიკის, ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის პირადი საიდუმლო არ გახდებოდა.

P.S.სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ კიდევ დავდებ მსგავს პოსტებს ანუ რატომ გვჯერა?

Tornike Chikhladze | შექმენი შენი ემბლემა
100000446329917.1966.1807636220

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close