უცნაური

მედუზა

4ec2692e970a

გაგრძელება შიგნით

მედუზა-(მედუსა) ბერძნ. გორგოთაგან ერთ-ერთი და. ადრეული ხანის მითების თანახმად იყო სამი და-ურჩხული. მათ გორგოები ერქვათ. ევრიალო და სთენო უკვდავნი იყვნენ, ხოლო მედუზა მოკვდავი. შემზარავი გარეგნობა ჰქონდათ ამ დებს. მათ თავზე გველები იკლაკნებოდა ხოლო კბილებს შორის ენები ჰქონდათ გამოჩრილი. გორგოთა ხილვისას ყველა მოკვდავი ქვად იქცეოდა.

http://b.pix.ge/y/v5o3o.jpg

როდესაც პერსევსი მეფე პოლიდექტესს გორგო-მედუზას თავი შეჰპირდა ძღვნად, ქალღმერთი ათენა მოევლინა შემწედ. არც მას უყვარდა ეს მედუზა და ამიტომ პერსევსს თავისი ფარი აჩუქა. სარკესავით ბზინავდა ფარი. სხვა ღმერთებისგანაც მიიღო პერსევსმა საჭირო აღჭურვილობა და გორგოთა სამყოფელს მიადგა. დებს ეძინათ, იცოდა გმირმა, რომ სახეში არ უნდა შეეხედა მედუზასათვის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იქვე გაქვავდებოდა. ამიტომ ათენას ნაბოძები ფარი იმგვარად მოიმარჯვა, რომ ზედ გორგო არეკლილიყო. გამოფხიზლება არ აცალა, ისე მოჰკვეთა პერსევსმა თავი მედუზას. ურჩხულის უთაო სხეულიდან ამოცვივდნენ ფრთოსანი ცხენი პეგასოსი და ბუმბერაზი ქრისაორი.
მოგვიანებით მედუზას სახელი დაუკავშირდა ქალღმერთ ათენას. სწორედ მის ეგისს დაამშვენებს პერსევსის მიერ მოკვეთილი მედუზას თავი.
ხელოვნებაში ხშირად წარმოსახავდნენ მედუზას გველებით დახუნძლული თავით და კბილებს შორის გამოჩრილი ენით. ასეთი გამოსახულებანი ნაპოვნია იმ ფარებზე, რომელთაც ჰკიდებდნენ ნაგებობათა კარიბჭეებთან, როგორც უბედობათა განმარიდებელ თილისმებს.

http://b.pix.ge/x/rzs2q.jpg

გორგოს განმარტება: ბერძნულად ქალი-ურჩხული.ჰომეროსთან ერთი გორგოა დასახელებული. ჰესიოდე წარმოგვიდგენს სამს: სთენოს, ევრიალესა და მედუზას. ისინი ფორკისის ასულები და გრაიების დები იყვნენ. ცხოვრობდნენ უკიდურეს დასავლეთში. დები გორგოებიდან მხოლოდ მედუზა იყო მოკვდავი, იგი პერსევსმა მოკლა.

მსგავსი ამბები

Back to top button