უცნაური

10 ყველაზე უცნაური ატმოსფერული მოვლენა

e73daa933754
ზოგჯერ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ მიმოიხედონ გარშემო და დატკბნენ სამყაროს სილამაზით, რომელიც დროთა განმავლობაში გვაინტრიგებს უცნაური მოვლენებით. გაიცანით ათი ყველაზე უცნაური ატმოსფერული მოვლენა.

მირაჟ ბროკენი, გარცის მთები, გერმანია
a03f1f7c1edf
მირაჟ ბროკენმა მიიღო თავისი სახელწოდება გარცის ერთ-ერთი მწვერვალის გამო. მართალია ეს მოვლენა შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ადგილას და მისი დანახვა თვითმფრინავის ილუმინატორიდანაცაა შესაძლებელია, მაგრამ ის პირველად დააფიქსირეს აქ ჯერ კიდევ 1780 წელს. მოვლენა ჩნდება ატმოსფეროში მზის სხივებით ნისლის არსებობის შემთხვევაში. საგნის ჩრდილი ძევს ცისარტყელის გარსში და ქმნის უცნაური გარეგნობის ილუზიებს, თუკი ოდნავ ქარი დაუბერავს, მაშინ გამოსახულება მოძრაობს. ამ მოვლენაზე შექმნილია უამრავი ლეგენდა და ზღაპარი.

მირაჟი, მესინის სრუტე, იტალია
6146c3421330
1643 წლიდან მოყოლებულია უკვე რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ადამიანები აკვირდებიან უცნაურ ფენომენს სიცილიის ნაპირებზე. ჰორიზონტზე ჩნდება რაღაც უცნაური – მცურავი ქალაქი თავისი იალქნებით და უზარმაზარი ნაგებობებით. ეს არის მირაჟი, რთული ოპტიკური ატმოსფერული მოვლენა, რომელსაც ადამიანები შეყავს სიცრუეში. ადამიანები უკვე დიდიხანია ცდილობენ გაიგონ ასეთი მოვლენების ბუნება. ითვლება, რომ მინერალების და მარილის შემცველობა წყალში აორთქლებისას აყალიბებენ ორთქლის კლუბებს, რომლებსაც რაღაც მანძილის მოშორებით თვლიან ზღაპრულ ობიექტებად. როდესაც მზე ათბობს ოკეანის ზედაპირს იწყება წყლის აორთქლება ამგვარი მოვლენებით.

კატატუმბოს ელვა, ვენესუელა
b4b59afe27f5
თუკი მოგწონთ ელვისა და ჭექა-ქუხილის ნახვა განსაკუთრებით ღამის ცაში, მაშინ გაემგზავრეთ ვენესუელაში, სადაც ხდება დაახლოებით 260 ელჭექი ყოველ წელს. ელჭექის სეზონის პიკი არის ოქტომბერში, როდესაც მდინარე კატატუმბოზე და ტბა მარაკაიბოზე ჩნდება 28-მდე ელვა. ამ რეგიონის ატმოსფეროში და ლანდშაფტში არის რაღაც, რაც ჰაერის ტემპერატურის დაწევისას პროვოცირებს ელჭექის დაგროვებას და ელვის ხშირს გამოჩენას. ყველაზე ძველი ცნობა ამ მოვლენის შესახებ თარიღდება 16-ე საუკუნით. 2010 წელს მოვლენა რამდენიმე თვით უეცრად შეწყდა, ალბათ გვალვის გამო.

თევზის წვიმა, ჰონდურასი
1450595458c4
ყოველწელს მაის-ივნისის პერიოდში პატარა ქალაქ იოროში, ჰონდურასში ხდება უცნაური მოვლენა. უეცრად ამინდი უარესდება, ამოვარდება ძლიერი ქარი წვიმასთან ერთად და ამინდის დაწყნარების შემდეგ ქალაქის მაცხოვრებლები პოულობენ დიდი რაოდენობით მკვდარ თევზს. ეს რეგულარულად ხდება 19 საუკუნიდან. მკვლევართა ჯგუფი National Geographic-იდან თვითონ გახდა ამგვარი შტორმის თვითმხილველი. ის თევზები რომლებიც მათ იპოვეს სულ ყველა იყო ბრმა. გაჩნდა თეორია, რომ თევზი არ ვარდება ციდან წვიმასთან ერთად, არამედ ამოდის მიწისქვეშა მდინარეებიდან. წვიმის წყლის ძლიერი ნაკადები წევენ მიწისქვეშა მდინარეების დონეს მაღლა და თევზი ამოდის ზედაპირზე. ადგილობრივი მოსახლეობა ყოველწელს აღნიშნავს თევზის წვიმის დღეს.

საზამთროს თოვლი, სიერა-ნევადა, აშშ
823e64c46ec6
ყველა დამეთანხმება, რომ თეთრ თოვლს ფერადი თოვლი ჯობს. თოვლს განსხვავებულ ფერს აძლევს 60 სახის სხვადასხვა წყალმცენარე. მეცნიერების აზრით ყველაზე გავრცელებული არის Chlamydomonasnivalis – წყალმცენარეების ტიპი, რომლებიც აფერადებენ თოვლს ვარდისფრად. ისინი მრავლდებიან ატმოსფეროში 3-4 კილომეტრის სიმაღლეზე, სადაც ტემპერატურა არასოდეს არაა მაღალი. ფერადი თოვლი არასოდეს არ დნება მზეზე და ის არამხოლოდ ფერადია, არამედ აქვს საზამთროს სუნი. პირველი ჩანაწერები ამ მოვლენის შესახებ თარიღდება ჯერ კიდევ უძველესი საბერძნეთიდან მოყოლებული და აღწერილია არისტოტელეს ნაწარმოებებში, რომელმაც ვერ ახსნა ამგვარი მოვლენების ბუნება.

ჭუჭყიანი ელჭექი, საკურაძიმა, იაპონია
a7e89240728c
ჭუჭყიანი ელჭექები ხდება მთელ მსოფლიოში, მაგრამ ВВС Earth-ის გუნდის აზრით, ყველაზე საინტერესო არის ის, რომელიც ხდება ვულკან საკურაძიმასთან იაპონიაში. ასეთი ელჭექის წარმოსაქმნელად საჭიროა სპეციალური პირობები, მაგალითად ვულკანის ამოფრქვევა, რომლის დროსაც კვამლის კლუბებში ყალიბდება ელჭექი. ქვები, მტვერი და ფერფლი ხვდება ჰაერში და ერთმანეთთან შეხებისას იქმნება მუხტი. ასეთი ელჭექი ნახეს კიდევ ვულკან ეტნას რაიონში და ვულკან ეიაფიადლაიოკიუდლის რაიონში ისლანდიაში.

ცეცხლოვანი სფეროები, მდინარე მეკონგი, ტაილანდი
61408115481d
უკვე ასეულობით წლებია მდინარე მეკონგზე ტაილანდში ხდება უცნაური ატმოსფერული მოვლენა, რომელსაც უწოდებენ ნაგას ცეცხლოვან სფეროებს. წლის ნებისმიერ დროს მდინარის ზედაპირზე ღამით შეიძლება შეამჩნიოთ სფეროები, რომლებიც თვითონ ჩნდებიან და უკვალოდ ქრებიან. ლეგენდის თანახმად, მათ ტოვებს მისტიური გველი ნაგა, რომელიც ცხოვრობს მდინარეში. 2004 წელს მოვლენა საერთოდ არ მომხდარა, ხოლო 2001 წლის ერთ-ერთ ღამეს დათვალეს 3000-მდე სფერო. მეცნიერებმა შეეცადეს რაციონალურად აეხსნათ ფენომენი და მათ ჩათვალეს, რომ მიწიდან თავისუფლდება გაზი, რომელიც თვითონ ალდება.

ჰესდალენის ცეცხლები, ჰესდალენის ხეობა, ნორვეგია
3a0429f8cd70
1981 წელს უცნაური ცეცხლები გაჩნდა ჰესდალენის ხეობის თავზე ნორვეგიაში. ფენომენი არ არის ერთტიპიური, ზოგჯერ ეს არის ცეცხლების ჯგუფი, ზოგჯერ ეს არის ყვითელი-წითელი ან ყვითელი-თეთრი ფერების ერთჯერადი გამოჩენა. ზოგჯერ სინათლე ჩნდება სფეროს სახით, ზოგჯერ ის მოძრაობს, ხოლო ზოგჯერ კი უმოძრაოა. განსაკუთრებით ხშირად ეს მოვლენა ხდება ზამთარში საღამოს 9 საათიდან ღამის 1 საათამდე. გასაკვირი არაა, რომ ის გახდა უფოლოგების დაკვირვების ობიექტი. 1998 წელს შეეცადნენ აეხსნათ და გაეანალიზებინათ ფენომენის ბუნება. ივარაუდეს, რომ ეს არის მზის აქტივობა, ჰაერის ნაწილაკების ურთიერთქმედება, რომელიც იწვევს ელვისა და შავი მინი ხვრელების წარმოქმნას.

მთვარის ცისარტყელა, კოსტა-რიკა
b2ed56988ef0
ღამის ცისარტყელას აქვს თეთრი ფერი. ფენომენი ჩნდება, როდესაც სინათლე მთვარისგან იყოფა ფრაქციებად ატმოსფეროში, როგორც ეს ხდება ჩვეულებრივი ცისარტყელას შემთხვევაში. ძირითადად ასეთი ცისარტყელა ჩნდება სავსემთვარეობისას, როდესაც მთვარე ჰორიზონტის ხაზზე ისე დაბლაა, რომ ჩანჩქერიდან წამოსული წვიმის მტვერი მას ფარავს. ასეთი მოვლენით შეიძლება დატკბე ვიქტორიას, იოსემიტის და კოსტა-რიკის ჩანჩერებზე ყოფნისას.

მფრინავი თეფშების მსგავსი ღრუბლმები, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
69813f974741
ესეთი ღრუბლები ცნობილია როგორც “ამო-ს ღრუბლები”. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს არის უცხოპლანეტელთა ჰორიზონტზე მფრინავი თეფში. ატმოსფერული მოვლენები და გარკვეული პირობები აყალიბებენ ამგვარ ღრუბლებს. ამისათვის აუცილებელია ძლიერი ქარი გორაკებზე, მაღალი ტენიანობა და არაერთგვაროვანი რელიეფი. კეიპთაუნი გარშემორტყმულია გორებით და წყლით, რაც იდეალური ადგილია ამგვარი ღრუბლების ჩამოსაყალიბებლად. ეს ღრუბლები შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ადგილას, უბრალოდ მთავარია ყველა პირობის დაცვა. ღრუბლები ყალიბდება და ქრება მალევე, ზოგჯერ ისე მალე, რომ ჩამოყალიბებასაც ვერ ასწრებს სრულად.

მსგავსი ამბები

Back to top button