მისტიკასაკითხავიუცნაური

უცნაური ისტორიები

მინდა გავაგრძელო ჩემი ოდესღაც დაწყებული საქმე…საიტის გაუცნაურება :) უცნაური ისტორიებით…სუსტი გულის მქონეებმა არ დააჭირონ გაგრძელებას…

1.ნაბიჯების ხმა ბინაში

ერთი გოგონა ყვება: “ეს ჩემს ბიძაშვილს შეემთხვა,როდესაც 14 წლის იყო,სახლში მარტო დარჩენა მოუწია.უკვე დაწვა დასაძინებლად,როდესაც შემოსასვლელში ძაღლმა ყეფა დაიწყო,შემდეგ მის საწოლთან მოვიდა,დაჯდა და სადღაც შემოსასვლელში დაიწყო ყურება.

ბიძაშვილი თავიდან ვერ მიხვდა,რას სჭირდა ძაღლს…2 წუთის შემდეგ კი ყველაფერი დაიწყო..

ბინაში ვიღაცამ სირბილი დაიწყო,თან ფეხის ხმით რომ ვიმსჯელოთ,დაბალი უნდა ყოფილიყო.აქეთ იქით დარბოდა…ერთი კუთხიდან მეორეში…ერთი ოთახიდან მეორეში.ყველაზე საშინელება იყო,როდესაც ეს “ვიღაც” მისკენ გამოექანა…ბიძაშვილმა თავზე საბანი გადაიფარა…ცივი ოფლით იღვრებოდა…”რაღაცა” მიუახლოვდა საწოლს,ცოტახნით შეჩერდა…მერე გაერიდა…რამოდენიმე საათი კიდევ დარბოდა და საბოლოოოდ დაწყნარდა…”

2. ნუ იმკითხავებთ
“ყოველთვის მიზიდავდა მკითხაობა,ბებიის ისტორიებს ბოროტ ძალებზე გულისყურით ვუსმენდი,თუმცა არ მჯეროდა.

ყველაფერი 2006 წლის 16 დეკემბერს მოხდა.მე და ჩემს ქმარს ტყავების მაღაზია გვქონდა,მე იქ ვმუშაობდი.ორი პავილიონის იქეთ,გოგონა მუშაობდა და სულ კარტებზე მკითხაობდა,მე ყოველთვის უარს ვეუბნებოდი…იმ დილას მან შესძლო ჩემი დარწმუნება,როგორ?არ ვიცი!როგორც აღმოჩნდა კარტზე უნდა დავმჯდარიყავი,რომ ჩემი აურა გადასცემოდა მას.

დაიწყო კარტის გაწყობა,უყურებს და ხმას არ იღებს….დიდი თვალებით,ლამისაა იტიროს.მე ვკითხე,თუ რა ხდებოდა? მან მიპასუხა : “ახლოსაა სიკვდილი,ძალიან ახლოს…აი დღეს…არა აი ამ წუთას…ელოდე….!!!” მე ამაყად ავდექი სკამიდან და არ მივაქციე მის სიტყვებს ყურადღება.

გავედი მოსაწევად.ქმარს რომ დავურეკე,რაღაც უხასიათოდ იყო.ცოტახანში მაღაზიასთან მოვიდა…რამოდენიმე საათის შემდგომ კი ჩემს თვალწინ მატარებელს შეუვარდა…!!!ხელებში ჩამაკვდა…არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ გადავიტანე..
გუშინ წინ მგონი ღამით ჩემთან მოვიდა,ვიგრძენი როგორ დაწვა ვიღაც ჩემზე და ვერ ვინძრეოდი…ყველა ლოცვა წავიკითხე რაც ვიცოდი-არ მიშველა..ლამინატზე გავიგე ფეხის ხმა,რომელიც გასასვლელისკენ მიდიოდა,ვიღაც გავიდა და კარი მოხურა.მე შუქი ავანთე,მაგრამ არაფერი საეჭვო არ იყო.

წუხელ კი თითქოს ვიღაცის სუნთქვა ვიგრძენი სახეზე!!მე არ მეშინია,პირიქით,მინდა მისი ნახვა და არა მარტო სიზმრებში….
უკვე 23ის ვარ და ძალიან მენატრება ჩემი ქმარი :( არ ვიცი თუ დაკავშირებულია ეს მკითხაობასთან,მაგრამ დავიფიცე,რომ აღარასოდეს ვიმკითხავებ…და თქვენ არ გირჩევთ…”

3. რა იყო ეს?

“ჩემთან ერთ უბანში ჩემი დაქალი ცხოვრობს.საღამოს ეზოში ჩავედი,რომ დამეძახა მისთვის..ის მეორე სართულზე ცხოვრობს.ხოდა,სამი ოთახი აქვს,ის სადაც აივანია,კარებთან არის დიდი სარკე.იმ დღეს მასთან სახლში არავინ იყო.მე მას ვეძახი,რომ ჩამოვიდეს.ვხედავ სარკესთან ვიღაც დგას და თმას ივარცხნის,თეთრ სამოსში… და ამ დროს ის სხვა ოთახიდან იხედება და მეუბნება რომ ახლავე ჩამოვა!!!როდესაც მას ეს ისტორია მოვუყევი,შოკში იყო…ნამდვილად არ მომეჩვენა…რა შეიძლებოდა რომ ეს ყოფილიყო?”

4. როგორ კინაღამ არ გავყიდე სული

“ძალიან გავერთე სულის გაყიდვის თემით და 3 თვის შემდეგ “ავენთე” სურვილით(ძალიან მინდოდა დამემტკიცებინა,რომ შემეძლო).არანაირი რიტუალი არ ჩამირარებია,უბრალოდ ცდა მინდოდა.
ღამის 2 საათზე,კატა გავუშვი,ჩაი დავლიე და ფანჯარა ღია დავტოვე,რომ კატას შეეძლო უკან დაბრუნება.

3 საათისთვის დავწექი და მესმის ხმა : ” გაყიდე სული,მიიღე რაც გინდა,აისრულე სურვილები…გაყიდე…გაყიდე!!”…სხეული პარალიზებული გამიხდა.ვწევარ და ვერ ვინძრევი.ნახევრად მძინავს,ვერანაირი ლოცვა ვერ გავიხსენე…და ამ დროს კატა გამოჩნდა…აჯაგრული შემომახტა და შორეულ კუთხეში დაიწყო ყურება. ამ დროს შევძელი განძრევა და 3სართულიანი გინება დავიწყე…ხმა ჩაწყნარდა…დილამდე კატას ვამშვიდებდი.ჩემი გინება არავის ესმოდა,იმის მიუხედავად რომ,ჩემს ოთახში ასევე ძმას ეძინა…ეს მოხდა ამა წლის 15 სექტემბერს…”

საინტერესოა ხომ?შესაძლოა გავაგრძელო კიდეც…გააჩნია ხასიათს :) მადლობთ რომ წაიკითხეთ…

BY ნაწკა

პ.ს. ვინ ეს მოიპაროს და წყარო არ მიუთითოს ….( დანარჩენი იცით ;) )

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close