გამოგონებასაკითხავი

3D-ს პირველი ნაბიჯები

3d movie audience

ალბათ ბევრი ფიქრობს რომ 3D (3 Dimensions) ახალი ფორმატია, მაგრამ რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს უკვე 100 წლის არის. მე-19 საუკუნის ბოლო წლებში ამ კინოხელოვნების პიონერი უილიამ ფრიზ-გრინი იყო. 3D ფილმის შექმნის პროცესი, მოითხოვდა რომ ის ყოფილიყო წარმოდგენილი ერთდროულად ორი პროექტორით და მაყურებელს უნდა ეყურებინა სტერეოსკოპით.ირველი 3D ფილმი “The Power of Love”, იყო წარდგენილი ლოს-ანჯელესში 1922 წელს, სასტუმრო “ამბასსადორში”. ფილმზე გავრცელებულია ძალიან ცოტა ინფორმაცია, რადგან ორიგინალი დაკარგულია.

მაგრამ მოთხოვნადი და პოპულარული ეს ფორმატი გახდა, როდესაც გამოვიდა ფილმი “Bwana Devil”, 1952 წელს. ეს 3D ტრილერი გახდა კრიტიკოსების მსხვერპლი, გავრცელდა ინფორმაცია რომ გაუგებარი და უაზრო ფილმი იყო.

ზუსტად ერთ წელიწადში Warner Bros.-მა გადაწყვიტა ეცადა ბედი 3D ინდუსტრიაში და გადაიღო ფილმი (“House of Wax”,1953). რეჟისორი იყო ცალი თვალით უსინათლო და ვერ ხედავდა სტერეოეფექტებს.

შემდეგი გახდა “It Came from Outer Spase”, (1953). ფილმი იყო გადაღებული ცივ ომზე და ყველაზე ნაკლები კრიტიკა მიიღო.

ყველაზე წარმატებული იმ წლების მანძილზე იყო ფილმი “Creature From the Black Lagoon” (1954), ეს კლასიკური გადახვევა მონსტრებზე იყო ბევრად წარმატებული და მოთხოვნადი.

50-ნი წლების ბოლოს 3D კინოს მოთხოვნა დავარდა მინიმუმამდე, რადგან ამ ფილმების გადაღება ჯდებოდა ძვირი და ეკრანიდან გამოვარდნილი მონსტრები, კრიტიკოსებმა ჩათვალეს ვულგარულად.
1983 წელს გამოვიდა 3D ფილმი “Jaws”, ეს იყო მისი მესამე ნაწილი და ჩვენ დროშიც ძალიან პოპულარულია ფილმების შემდეგი ნაწილების 3D ფორმატში გადაღება, ალბათ ეს არის ერთ-ერთი გზა მაყურებლის ინტერესის შესანარჩუნებლად. რაც შეეხება ამ ფილმს, ის იყო 5ჯერ ნომინირებული, როგორც “ყველაზე ცუდი ფილმი”.

ეს ფილმები იყო გადაღებული ანაგლიფის ტექნოლოგიებით. ანაგლიფი ეს არის სტერეოეფექტის მეთოდი, რომელიც აორმაგებს გამოსახულებას ფერების მეშვეობით, მარჯვენა და მარცხენა თვალისთვის. ეფექტის მისაღებად იყო გამოყენებული სპეციალური ანაგლიფიური სათვალე, რომელშიც შუშების მაგივრად არის ჩადგმული ფერების ფილტრები, როგორც წესია მარცხენა თვალისთვის წითელი, ხოლო მარჯვენა თვალისთვის ლურჯი ან ცისფერი. სტერეო გამოსახულება არის ორმაგი გამოსახულების კომბინაცია, სადაც წიტელ ზონაში არის მოცემული გამოსახულება მარცხენა თვალისთვის (მარჯვენა თვალი მას ვერ ხედავს, ფერების ფილტრის გულისთის), ლურჯში გამოსახულება კი მარჯვნეა თვალისთვის. გამოდის რომ ცალი თვალი ღებულობს თავის გამოსახულებას, რომელიც დამუშავებულია ფერით.
ანაგლიგფის მეთოდის ყველაზე დიდი ნაკლი არის, ის რომ ვერ გადმოსცემს ფერების სრულ სახეს და ანაგლიფიურ სათვალეში გატარებული 15 წუთის შემდეგ, შეიმჩნევა თავის ტკივილი და ფერების არასრული აღქმა.

ბევრად უფრო სხვა ჟანრი შეემატა სამგანზომილებიან ფილმებს ბოლო 20 წლის განმავლობაში და ამის დამსახურებაა IMAX-ის ახალი ტექნოლოგია. ყველაზე გამოყენებადი იყო დოკუმენტური ფილმებისთვის. უკვე იყო შესაძლებელი უამრავი სასწაულის ნახვა ფილმის მეშვეობით და ეს იყო ბევრად უფრო პროფესიონალურ დონეზე გაკეთებული და ხალხის ინტერესიც მაქსიმუმამდე ავიდა.
IMAX 3D, არის შემოკლებული IMAge MAXimum (გამოსახულების მაქსიმუმი). სამგანზომილებიანი ფილმის გადასაღებად იყო გამოყენებული სპეციალური კამერა, ორმაგი ობიექტივით, რომლებიც 64 მილიმეტრით იყო ერთმანეთისგან დაშორებული (ეს არის საშუალო ზომა ადამიანის თვალებს შორის). კამერაში იყენებენ ორ 70 მლ ფირს, სხვა და სხვა გამოსახულების ჩასაწერად მარჯვენა და მარხენა თვალისთვის. ამ კამერის წონა 113 კილოგრამს შეადგენს, რაც აფერხებს გადაღების პროცესს.
IMAX-ის ყველაზე დიდი ნაკლი მისი ორმაგი ფირია. სჭირდება ეკრანის დიდი კონტროლი, რადგან ეკრანზე ფერების შეცვლის შემთხვევაში სტერეოეფექტი იკარგება. ამიტომ IMAX-ში იყენებენ ვერცხლისფერ ეკრანს.

დღევანდელ დღეს არის უამრავი ტექნოლოგია სამგანზომილებიანი ფილმის გადასაღებად. ყველაზე განთქმულები: Dolby 3D, RealD და RealD XL რომელთაც ადრინდელი პრობლემები არ ეხებათ.

წყარო:  kinosamyaro.com

მსგავსი ამბები

Back to top button