საკითხავისამხედროსურათები

არბალეტი და გრძელი მშვილდი

c2896ab04886
სრულიადში ნახავთ არბალეტზე და გრძელ მშვილდზე ინფორმაციას

არბალეტი
275d589d9946
არბალეტი (სამალი, კონდახიანი მშვილდი) _ მსროლელი იარაღის სახეობა, მექანიკური მშვილდ-ისარი.
არბალეტი, როგორც წესი, ჩვეულებრივ მშვილდ-ისარს ბევრად ჯობნის სიზუსტესა და დარტყმის ძალაში, მაგრამ სამაგიეროდ ჩამორჩება ამ უკანასკნელს სროლის რადიუსში და სისწრაფეში. მშვილდით სროლის დახელოვნებას დიდი დრო სჭირდება, ხოლო არბალეტი შეიძლება რამდენიმე დღეში საფუძვლიანად აითვისო. არბალეტს სპეციალური ისრები, ბოლტები ესაჭიროება, რომელიც მშვილდის ისარზე მოკლეა, მაგრამ უფრო მტკიცე და მძიმეა. ომში იყენებდნენ როგორც ჩვეულებრივ ხელით სასროლ არბალეტს, ასევე მძიმე, უზარმაზარ არბალეტებს, რომელიც რომაული ბალისტის მსგავსი იყო.

არბალეტის მთავარი ნაწილი კოვზია, რომელშიც მაგრდება ისრის გამშვები მექანიზმი. კოვზის წინ ამოჭრილი იყო ისრის ჩასადები ღარი, ხოლო უკანა ნაწილი კონდახს წარმოადგენდა. არბალეტის ლარის დაჭიმვა ძალიან რთულია, ამიტომ ხშირად მისი ბოლო დახვეული იყო ხის ნაწილზე, რომელიც კონდახის ბოლოს მაგრდებოდა და ჯარისკაცს შეეძლო სახელურებით დაეტრიალებინა და მოეჭიმა ლარი. როდესაც მეომარი სასხლეტს გამოკრავდა მთელი ძალით დაჭიმული ლარი სწრაფად გაიშლებოდა და ისარი საშინელი ძალით გაიჭრებოდა სამიზნისკენ.

e1b9182289e8
არბალეტის პირველი მოდელი ძვ.წ V საუკუნეში კუნძულ სიცილიაზე მდებარე ბერძნულ ქალაქ სირაკუზში შეიქმნა. ამ იარაღს “გასტროფეტი” ეწოდებოდა. ძვ.წ II საუკუნეში არბალეტები შეიქმნა ჩინეთშიც. ამ იარაღმა დიდი როლი შეასრულა ჩინელების ჰუნებთან ომში ხანის დინასტიის პერიოდში. რომაულ პერიოდში არბალეტი თავიდა დავიწყებას მიეცა, მაგრამ ახ.წ IV საუკუნიდან უკვე დაიწყეს მისი გამოყენება როგორც თვითონ რომაელებმა, ასევე ბარბაროსებმაც. ახ.წ VI საუკუნეში ბიზანტიელებიც და არაბებიც, რომლებიც ცხენდაცხენ იბრძოდნენ მას მშვილდ-ისარს ამჯობინებდნენ. არბალეტის მსროლელებს იმიტომაც არ ანიჭებდნენ უპირატესობას, რომ მათ არ შეეძლოთ ხელჩართულ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება. ჯვაროსნული ომებისას არბალეტის ხმარება უფრო რეგულარულად დაიწყეს. XIII საუკუნის ლივონიის ქრონიკის მიხედვით არბალეტს აქტიურად იყენებდნენ გერმანელები ლივონიის დაპყრობის პერიოდში. ჩინეთის არმიაში არბალეტიანთა რაზმები XI-XII საუკუნეში მიიღეს და მე-XIX საუკუნემდე არ დაუშლიათ. ჩინური არბალეტები უფრო სუსტი იყო და ისრებს ისეთი ძალით არ ისროდა, როგორითაც ევროპული, მაგრამ სამაგიეროდ უფრო მარტივად და სწრაფად იტენებოდა.

არბალეტებს დიდი წარმატებით იყენებდნენ ესპანელი და პორტუგალიელი მოგზაურები და კონკისტადორები XVI საუკუნეში. ერნანდო კორტესმა თავისი რაზმი სწორედ არბალეტებით და არკებუზებით შეაიარაღა და ინდიელებს ისე შეუტია. აცტეკები შეაძრწუნა ამ საშინელი იარაღის ძალამ, რომელიც მათი მშვილდ-ისრის ისარზე ბევრად სწრაფად და ძლიერად მიჰქროდა და მტერს მომაკვდინებელ დარტყმას აყენებდა.

034ad7300d1e

მეთორმეტე საუკუნეში არბალეტი ძალიან გამოყენებად იარაღად იქცა, რასაც საშინლად დიდი მსხვერპლი მოჰყვა. არბალეტის ისრით დაჭრილი იშვიათად თუ ვინმე ცოცხლად გადარჩებოდა. რომის პაპი ისე შეაძრწუნა ქრისტიანთა შორის ომებში ასეთმა სისხლისღვრამ, რომ მან ამ იარაღის გამოყენება მხოლოდ ურწმუნოებთან ბრძოლაში დაუშვა, ხოლო კათოლიკეთა შორის აკრძალა. მიუხედავად ამისა რიჩარდ I ლომგულმა გადაწყვიტა არბალეტების გამოყენება საფრანგეთის მეფის, ფილიპე II-ს წინააღმდეგ ომში. ამის შემდეგ ეს იარაღი კვლავ პოპულარული გახდა და მას აღარავინ კრძალავდა. პირისპირ შეხვედრაში არბალეტი პირველად ასწლიანი ომისას დამარცხდა ინგლისურ გრძელ მშვილდთან ბრძოლაში. ინგლისელი მშვილდოსნები გაწაფულები იყვნენ ისრის სროლაში და ფრანგ და გენუელ არბალეტოსნებს საშინელი დღე დააყარეს, თუმცა ფრანგულმა არბალეტმა ბევრი ინგლისელი ცხენოსანი იმსხვერპლა, რადგან ადვილად ხვრეტდა აბჯარს.

გრძელი მშვილდი
39d97ff6a790
გრძელი მშვილდი (ინგლ.longbow) ადამიანის სიმაღლის ან უფრო მაღალი იყო. იყენებდნენ ინგლისის არმიაში.მისი წყალობით ინგლისელებმა ბევრ ბრძოლაში შეძლეს გამარჯვება,ფრანგების წინააღმდეგ 100 წლიან ომში.გრძელი მშვილდი მას შემდეგ გახდა პოპულარული,როცა ინგლისი უელსთან და შოტლანდიასთან ბრძოლებში დამარცხდა.ინგლისელმა მეფეებმა გადაწყვიტეს შეიარაღებაში შემოეტანათ დიდი რაოდენობით ისეთი მშვილდები, როგორსაც თავად უელსელები იყენებდნენ, ეგრეთწოდებული ლონგბოუს ტიპის, რადგან ღირსეული წინააღმდეგობა გაეწიათ უელსელი და შოტლანდიელი შუბოსნებისთვის. მთავარი როლი გრძელმა მშვილდმა 100 წლიან ომში საფრანგეთთან პუატიეს,კრესის და აზენკურის ბრძოლებში ითამაშა.

9cf1ff83d0e5
1982 წელს მყვინთავებმა ამოიტანეს 1545 წელს ჩაძირული ინგლისური გემიდან “mary rose” დან ამოიტანეს 137 გრძელი მშვილდი,რომელიც დაეხმარა ექსპერტებს კარგად შეესწავლად შუასაუკუნეების ეს იარაღი. ინგლისური მშვილდი ძირითადად ურთხმელის ხისგან მზადდებოდა,მაგრამ გამოიყენებოდა ასევე სხვა ჯიშის ხეები (იფანი,მუხა,თხილი),თუმცა ეს მშვილდები ნაკლებად ეფექტური იყო ვიდრე ურთხმელის.

გრძელი მშვილდის სიგრძე იყო 1,7 მეტრიდან 2,1 მეტრამდე. მშვილდს არ ჰქონდა ისრის დასამაგრებელი, ამიტომ ისარი მეომარს თითებს შორის უნდა დაეკავებინა და ისე უნდა ესროლა.
ინგლისური მშვილდის ისარი ძალიან მძიმე იყო, და 60-80 გრამს იწონიდა.თითოეულ ბატალიონს 400-800 ათასამდე ისარი ჰქონდა. გემ “mary rose”-ზე აღმოაჩინეს 3500-მდე ისარი,რომელთა სიგრძეც 61-81 სანტიმეტრს შეადგენდა.ისრები მზადდებოდა იფნის ან ალვის ხისგან.ისარს უკან ბატის ბუმბული ქონდა მიმაგრებული რომლის სიგრძე 17-25 სანტიმეტრი იყო.ისრის ბოლოში მქონე ღრმული,რომელიც ძუაზე უნდა გამოგედო იყო 5-6 მილიმეტრი.

ისრის სროლის მანძილი შეადგენდა 165-230 მეტრამდე.

020086db72d4
ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება სადაც ინგლისმა გრძელი მშვილდები გამოიყენა არის აზენკურის ბრძოლა,სადაც ინგლისმა 100 წლიანი ომის დროს ერთ-ერთ ბრძოლაში საფრანგეთი დაამარცხა.
ფრანგების ჯარში ძირითადათ რაინდები და მძიმედ აღჭურვილი ქვეითები იყვნენ.ხოლო ინგლისის ჯარის ძირითადი ნაწილი მშვილდოსნებისგან შედგებოდა, რომლებიც გრძელ მშვილდებს ხმარობდნენ.

ინგლისელი ისტორიკოსის ანა კურის ანალიზის მიხედვით ფრანგებს 12 000 , ხოლო ინგლისელებს 9 000 მეომარი ყავდათ.
დანაკარგები კი ასეთია:ფრანგებმა დაკარგეს 4000-10 000მდე მეომარი ხოლო ინგლისელებმა 1 600 მდე მეომარი. აქედან კარგად ჩანს რამდენად ეფექტური მოქმედება შეეძლო გრძელ მშვილდს.
e1be962da555

ამ პოსტის გაკეთებაში მომეხმარა lukulusi

მსგავსი ამბები

Back to top button