უცნაური

ლეგენდა თუ სინამდვილე – Bigfoot

7eb3b6551184

მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპულ პრესაში სულ უფრო ხშირად იბეჭდებოდა ინფორმაცია უცნაური არსების შესახებ. ზოგიერთი მათგანი უცნობ არსებას “თოვლის კაცად” მოიხსენიებდა, სხვები კი მთის მცხოვრებლებს დაესესხნენ სიტყვა “იეტს” რაც ნიშნავს “არსებას, რომელიც ქვებს შორის ცხოვრობს”.

9b3a7aa1e398

3bbedebfa734

მსგავსი შეტყობინებები ძირითადად ჰიმალაებიდან მოდიოდა, მათი ავტორები კი იყვნენ ალპინისტები, რომლებიც ევერესტის დასაპყრობად მიეშურებოდნენ, უბრალოდ თავგადასველბის მაძიებლები და ექპედიციაში მონაწილე მეცნიერები. მოკლედ იეტი ბევრს უნახავს და მის შესახებ ბევრი ტყუილ-მართალი დადის. მაგრამ კიდევ უფრო ბევრ ადამიანს მისი კვალი აღმოუჩენია. თუმცა უამრავი მოსაზრების და მონაყოლის ჯაჭვი უტყუარ ფაქტს არასოდეს ეფუძნებოდა, რისი მიზეზიც ის იყო, რომ თოვლის კაცთან შეხვედრა ყოველთვის მოულოდნელად ხდებოდა. მთის მცხოვრებლებს ამ არსების იმ უბრალო მიზეზის გამო ეშინოდათ, რომ მათ თითქოს უბედურება მოჰქონდათ. ამიტომ იეტის დანახვისთანავე თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ. ინგლისელმა ერიკ შიპტონმა 1951 წელს ჰიმალაებში ყოფნის დროს იეტის ახალ ნაკვალევს ფოტო გადაუღო. მთის ხალხმა, რომელიც მას თან ახლდა, განაცხადა რომ ნაფეხურები იეტს ეკუთვნოდა. დიდი მითქმა-მოთქმის შემდეგ გადაწყდა, რომ ჩატარებულიყო ექსპედიცია იეტის მოსაძებნად. პიროვნება რომელმაც ექსპედიციის ორგანიზება ითავა იმ დროს მუშაობდა “დეილი მირორში” და საკმაოდ გავლენიანი ადამიანიც იყო. საჭირო გახდა შესაფერისი კანდიდატურის მოძებნა, რათა ექპედიციის მოვლენები ისე გაეშუქებინა, გაზეთის ყველა ნომერი გაყიდულიყო. არჩევანი გააკეთეს რალფ იზარდზე, რომელმაც მშვენივრად გაართვა თავი საქმეს. ექსპედიცია 5 თვე გაგრძელდა. მართალია იეტის პოვნა ვერ შეძლეს, მაგრამ ლონდონში საკმაოდ საინტერესო მასალები ჩაიტანეს და დაასკვენს, რომ ჰიმალაის მიუვალი ადგილები უხილავი ცხოველის არსებობისთვის შესანიშნავ პირობებს ქმნიდა. იზარდმა დაწერა წიგნი “თოვლის კაცის კვალდაკვალ”, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ბესტსელერად იქცა.

ერიკ შიპტონი

7ec9d6dd60bd

60d7815db499

42f2f136bbfa

ლეგენდა იეტიზე

იეტის შესახებ ბუდიზმის გავრცელების დროიდან არის ცნობილი. ტიბეტელტა რწმენით, ჰიმალაის მთების ზედა კალთებზე სულები და დემონები ბინადრობენ, ხოლო ქვემოთ- იეტი. იგი ამოუცნობი არსებააა, სულია და ამიტომ მისის დანახვა ყველას არ შეუძლია. მასზე ლეგენდაც არსებობს: ჰიმალაის მთებში, მონასტერი დგას, იქამდე ყველა ადამიანი ვერ მიაღწევს. ზოგიერთი შეეცადა მისვლას, მაგრამ ცოცხალი აღარ დაბრუნებულა. მონასტერი მისტიკურია. მშობლები შვილებს აფრთხილებენ, იქით არ წავიდნენ, რადგან მონასტერში უკვდავი ლამა ცხოვრობს, რომელიც იშვიათად თუ ვინმეს უნახავს. ვისაც უნახავს, ასაკოვან მოხუც ადამინად აღწერენ, ზოგი კი – ბეწვით შემოსილ გიგანტად.

თურმე ერთ დროს ამ მიდამოებში იგი იაკებს მწყემსავდა. მთის წვერში რაღაც მბრწყინავ საგანს მოჰკრა თვალი, დაინტერესდა რა იყო და ძებნისას მიტოვებულ მონასტერ მიადგა. როგორც კი მონასტრის კარი შეაღო, ხმა შემოესმა, ამ მონასტრის უკვდავი მსახური უნდა გახდე, შენ ამის ძალა მოგეცემაო. იგი ოჯახში აღარასოდეს დაბრუნებულა, მთაში დარჩა და მონასტერში დასახლდა. შიგნით საჭმელი და წიგნები დახვდა. წიგნების წაკითხვისას სიბრძნე შეიმცნა და დილას ურჩხულის მსგავს არსებად იქცა, გაიზარდა და იეტად გადაიქცა.

დიდი ხნის წინ ჰიმალაის ორი ქვეყნის იმპერატორმა დაახლოება გადაწყვიტა და შვილები დააქორწინა. ახალდაქორწინებულთა ამალას, რომელიც სამეფო ძვირფასეულობით სიძის ქვეყანაში მიემართებოდა, თავს ყაჩაღები დაესხნენ, ძვირფასეულობა და პატარძალი გაიტაცეს. გზად ურჩხულისმაგვარი არსება შეხვდათ. ერთ-ერთმა დაიძახა: “ეს იეტია!”. ყველა შიშისგან გაშეშდა, იეტმა კი პრინცესა გადაარჩინა. ამასობაში იმპერატორის ჯარიც მოვიდა და გამტაცებლად იეტი მიიჩნიეს, მასზე ნადირობა დაიწყეს იეტი ძვლივს გადაურცა მათ და მას შემდეგ ადამიანებთან ურთიერთობას გაურბის.

913c7bf89f79

ულამაზესი ჰიმალაი

1357004d0c84

c97d3aaaa00b

09858ad2a296

fb4945896da0

009eea41c584

შვეიცარიელმა გეოლოგმა, დოქტორმა ფრანსუა დე ლაუმ, 1920 წელს, ვენესუელისა და კოლუმბიის ჯუნგლებში ექსპედიცია მოაწყო. ექსპედიციის მონაწილეებმა მოკლეს ერთი მაიმუნის მსგავსი არსება, მეორემ კი დამალვა მოახერხა. მათ მას ფოტო გადაუღეს, ხოლო როცა ეს სურათი ევროპის ზოოლოგებმა შეისწავლეს, მრავალმა მათგანმა განაცხადა, რომ ეს არსება, ყველაფრის გათვალისწინებით, ობობისმაგვარი მაიმუნი იყო, ოღონდ უფრო მასიური და ძლიერი.

დიდი ტერფების მქონე არსება ფირზე იქნა გადაღებული. შეტყობინებები მსგავსი ადამიანი-მხეცების შესახებ, რომლებსაც ბიგფუტები (დიდფეხები) (ეს არსება არის მაიმუნის მსგავსი ორ ფეხზე მოსიარულე, რომელიც იწონის 230 კილოგრამს (დაახლოებით), და როგორც მოწმეები ახასიათებენ მას ფარავს მუქი ყავისფერი ბანჯგვლები.რატომ დაერქვა “BigFoot”-ი? (დიდ ფეხა), ნაკვალევი რომელსაც ეს არსება ტოვებს საკმაოდ დიდია ( ზოგი მკვლევარი ამტკიცებს რომ ნაკვალევი რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში გვხვდება) შეარქვეს მრავლად მოდიოდა ჩრდილოეთ ამერიკიდან. ასე, 1967 წლის 20 ოქტომბერს, ფერმერები როჯერ პატერსონი და ბობ ჯიმლინი ცხენებით ჩრდილო კალიფორნიაში მიემგზავრებოდნენ, როდესაც უეცრად მათი ცხენები დაბნეულები უშველებელი გორილას მსგავსი არსების წინაშე გაქვავდნენ. მას ზემოთკენ შევიწტოვებული თავი, მუქი ფერის ბეწვი და ჩამოკიდებული მკერდი ჰქონდა. პატერსონმა მას 16 მილიმეტრიან კინოფირზე რამოდენიმე კადრი გადაუღო. სკეპტიკოსებმა ცათვალეს, რომ ეს ურჩხული ადამიანია, რომელიც გორილას ტყავში იყო გადაცმული,. თუმცა ცნობილი ანთროპოლოგი, ვაშინგტონის შტატის უნივერსიტეტის პროფესირო, გროვერ კრანცტი დარწმუნებულია, რომ ფირზე გადაღებულია ცოცხალი დიდფეხა, რომლის მამოძრავებული სისტემა ადამიანისაგან განსხვავებულია.

Grover Krantz (გროვერ კანტცი)

f51c5b416a79

ინფორმაცია მის შესახებ შეგიძლია იხილო ამ ბმულზე (ინგლისური)

9ab78af2725d

9df98cfd4cb2

641d230d6003

e243b5c4bbb8

დღეისათვის დარეგისტრირებულია უკვე რამოდენიმე ასეული შემტხვევა, როდესაც ადამიანები დიდფეხებს ხედავდნენ. მათ, როგორც წესი აღწერენ, როგორც მაიმუნისმაგვარ, ადამიანის მსგავს არსებას, რომელტა სიმაღლე 1,8- დან 3,3 მეტრამდეა, რომელტაც გრძელი ხელები, მუქი ფერის ბალანი, დამრეცი შუბლი, განიერი ბრტყელი ცხვირი და დიდი ტერფები აქვთ, რომელბიც 4, 5 ან სამთითა ნაკვალევს ტოვებენ. პროფესორი კრანცტი თვლის, რომ დიფეხა დიდი ხნის წინ გადაშენებული გიგანტური პრიმატის – გიგანტოპითეკისგან წარმოიშვა, რომელიც, შესაძლოა, ადამიანთა მოდგმის მაიმუნის მსგავსი წარმომადგენელი იყო.

ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ თოვლის კაცის, ანუ იეტი (იეტი არის მითოლოგიური თოვლის კაცი, რომელიც ბინადრობს პაკისტანისა და ნეპალის ჰიმალაების რეგიონში. სამეცნიერო საზოგადოება ფართოდ განიხილავს მას როგორც ლეგენდას. ის რჩება ყველაზე ცნობილ არსებად Bigfoot_თან ერთად. ის არის მაღალი ორფეხა არსება გრძელი თმით, რომელიც ტანსაცმელს არ ატარებს. მას ჰქონდა საინტერესო თვისება თმის ფერის შეცვლისა.), ჰიმალაიში, შესაძლოა გიგანტოპითეკისგან წარმოშობილიყო. ადგილობრივი თქმულების ტანახმად, ის მთის ფერდონბების ქვედა ნაწილში ბინადრობს და დათოვლილ ხეობებში საკვების საძებრად დაეხეტება. იეტის ნაკვალევის ფოტოებმა, რომლებიც 1951 წელს გადაიღეს, ნათლად აჩვენა რომ ადამიანისგან განსხვავებით, იეტის ტერფის მეორე თითი მეტად გრძელი და ფართო აქვს.

3456194aaf4e

1959 წელს ნეპალში ჩატარებულმა ექპედიციამ ტალახში თითქოსდა იეტის ნაკვალევი და ექსკრემენტები აღმოაჩინა, რომლებიც ადრე უცნობ ჰელმინტებს შეიცავდა. იმდენად, რამდენადაც ძუძუმწოვართა თითოეულ სახეობას საკუთარი პარაზიტები გააჩნია, ექსპერტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ იმ მთებში უცნობი ცხოველი ბინადრობს.

ჩინეთიდან კი 1977 წელს ველური ადამიანის შესახებ შეტყობინებები მთელს მსოფლიოს მოედო. ტყისმჭრელი შეხვდა გაბურძგნულ, წითური ბალნით დაფარულ ურჩხულს, რომელიც ორ ფეხზე გადაადგილდებოდა. გაკეთდა მსგავსი არსებების ბალნის ნიმუშების რენტგენული ანალიზი, რატა მათში ქიმიურ ნივთიერებათა შედარებითი შემცველობა დაედგინათ. მიღებული რაოდენობრივი მონაცემები არ ემთხვევა არცერთ მაჩვენებელს, რომელიც ნებისმიერი ცნობილი, ჩინეთში მობინადრე ცხიოველისთვისაა დამახასიათებელი. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ველური ადამიანი – ორანგუტანის განსაკუტრებული სახეობაა (რომელიც ჩინეთში ოფიციალურად გადაშEნებულად ითვლება), ან, შესაძლოა, გიგანტოპითეკის სხვა შთამომავალია.

იეტის ექპედიციები – სტატიები გაზეთებიდან (ინგლისური)

1981 წლის მაისში, სამმა ახალგაზრდამ სამხრეთ უელსის მთაგორიან მიდამოებში ასევე დაინახეს გაბურძგნული ცხოველი (ბიგფუტი), რომელიც მეორე მის მსგავს არსებასთან ერთად ტყეში გაუჩინარდა. პალეონტოლოგები ამტკიცებენ, რომ 10000 წლის წინ მცხოვრები პირველყოფილი ადამიანები, შესაძლოა, ჩვენი ძალიან შორეული წინაპრების Hoto erectus-ის (გამართულად მოსიარულე ადამიანi) ახლო ნათესავები ჯერ კიდევ ბინადრობენ მელბურნის ჩრდილოეთ რაიონებში.

რუსული Bigfoot-ი (ზოოლოგი Viktor Rogov) (ინგლისური)

ტყეებში სალაშქროდ გასულებს რამდენჯერ გინახიათ უცნაური(ზომით) ნაკვალევები, ან რამდენი კბილი და ძვალია ნაპონი, რომელიც არცერთ ცხოველს არ მიესადაგება. მიუხედავად იმისა რომ არსებობს ეჭვი ტყეში მცხოვრები ადამიანის მსგავსი არსებების შესახებ არასდროს ისინი არ დაუჭერიათ, არცერთის გარდაცვილი ნეშტი არ გვინახია არასდროს მანქანას არ გაუტანია არც ერთი მათგანი არც მონადირებს მოუკლიათ. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს პირადად არ გვინახია ასეთი რამ მაგრამ გვინახავ მისტერიული ფოტოები და ფილმები, მეცნიერები მაინც ვერ უარყოფენ რომ არ არსებობს Bigfoot-ის ან ჩრდილო ამერიკის Loch Ness Monster-ის ნაირი არსებები.

40a2db27f2b0

95956ed7d16a

Bigfoot – საქართველო

ამერიკული მონსტრი – სიმართლე თუ ლეგენდა?

მსგავსი ამბები

Back to top button