საკითხავისამხედროსასარგებლო

ოტო ფონ ბისმარკი-ჭკვიანი პოლიტიკოსი

ddc6de4d2832

ოტო ფონ ბისმარკი-გერმანიის გამაერთიანებელი და პოლიტიკური ხრიკების ოსტატი…

ოტო ედუარდ ლეოპოლდ ბისმარკი, თავადი ფონ ბისმარკ-შენჰაუზენი, გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის იმპერიის დამაარსებელი და პირველი რაიხსკანცლერი. წარმოშობით პომერანელი იუნკერი.

c3167d766b9f

პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა 1847 წელს. 1848 რევოლუციის პერიოდში, როგორც ულტრამონარქისტი, ცდილობდა სისხლში ჩაეხშო ხალხის მასების დემოკრატიული მოძრაობა, იბრძოდა გერმანიის “ქვემოდან” გაერთიანების წინააღმდეგ. 1851-1859 წლებში პრუსიის წარმომადგენელი იყო გერმანიის კავშირის ბუნდესტაგში მაინის ფრანკფურტში. 1859-1862 წლებში პრუსიის ელჩი ჯერ პეტერბურგში, შემდეგ პარიზში.

1862 წლის სექტემბერში დაინიშნა პრუსიის მინისტრ-პრეზიდენტად და საგარეო საქმეთა მინისტრად, უგულებელყო ლანდტაგის საბიუჯეტო უფლებები, გაატარა სამხედრო რეფორმა, რომელმაც განამტკიცა გერმანიის სახელმწიფოებს შორის პრუსიის სამხედრო უპირატესობა, და დაიწყო გამალებული მზადება გერმანიის კავშირიდან ავსტრიის განსადევნად. ბისმარკი დაუფარავად აცხადებდა, რომ გერმანიის გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ “რკინითა და სისხლით”. 1863 იგი რუსეთს შეუთანხმდა პოლონეთში აჯანყებულთა წინააღმდეგ შესაძლო ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ. 1864 დანიასთან ომში პრუსიამ ავსტრიასთან ერთად დაიპყრო შლეზვიგი და ჰოლშტაინი. 1866 პრუსიამ ომი გამოუცხადა ავსტრიას და დაამარცხა იგი სადოვის ბრძოლაში. ამან შესაძლებლობა მისცა ბისმარკს 1867 დაეარსებინა ჩრდილო გერმანიის კავშირი პრუსიის ჰეგემონიით და გამხდარიყო მისი ბუნდესკანცლერი. მოქნილი დიპლომატიური მანევრებით ბისმარკმა შეძლო საფრანგეთის იმპერიის იზოლირება საერთაშორისო ასპარეზზე, რამაც განაპირობა საფრანგეთის მარცხი პრუსიასთან 1870-1871 ომში.
1871 წლის 18 იანვარს ვერსალში ოფიციალურად გამოცხადდა გერმანიის იმპერიის ჩამოყალიბება.

c778abfd7a69

იმპერიის ჩამოყალიბების შემდეგ ბისმარკი, როგორც რაიხსკანცლერი, თითქმის 20 წლის განმავლობაში ფაქტობრივად შეუზღუდავად მართავდა გერმანიას.

73604dfcc15f

ბისმარკის უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკურ ამოცანად მიაჩნდა ჩაეშალა ანტიგერმანული კოალიციების შექმნის ყოველგვარი შესაძლებლობა, არ დაეშვა საფრანგეთის ძლიერების აღორძინება. ამ მიზანს ემსახურებოდა 1873 წელს დადებული რუსეთ-ავსტრია-გერმანიის შეთანხმება. ამავე დროს ბისმარკი ცდილობდა უკიდურესად გაერთულებინა რუსეთის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, დაეპირისპირებინა მისთვის ბალკანეთზე ავსტრია-უნგრეთი, ხოლო ხმელთაშუა ზღვის აუზში – ინგლისი, და “პატიოსანი მაკლერის” ნიღაბს ამოფარებულს, ისევე როგორც 1878 ბერლინის კონგრესზე, მათი წინააღმდეგობები გერმანიის იმპერიის სასარგებლოდ გამოეყენებინა.

15e8fea56918

1879 ბისმარკმა ხელი მოაწერა სამხედრო შეთანხმებას ავსტრია-უნგრეთთან, რომელიც იტალიის შეერთების შემდეგ სამთა კავშირად გადაიქცა. ამავე დროს ბისმარკი 1887 ე. წ. “გადაზღვევის ხელშეკრულებით” ცდილობდა კეთილგანწყობა შეენარჩუნებინა რუსეთთანაც. ამგვარმა რთულმა დიპლომატიურმა მანევრირებამ ბოლოს და ბოლოს უარყოფითი შედეგი გამოიღო – 80-იანი წლების დასასრულს დაიწყო რუსეთ-საფრანგეთის დაახლოება, რაც 1891-1893 მათ შორის სამხედრო კავშირის დადებით დამთავრდა.

43b32fbd73a0

1888 წელს გერმანიის იმპერიის კაიზერი გახდა ვილჰელმ II, იგი აქტიურად ჩაერია პოლიტიკაში რამაც ახალგაზრდა კაიზერსა და მოხუც, პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილ ბისმარკს შორის თავიდანვე უთანხმოება გამოიწვია. განსაკუთრებით დიდი უთანხმოება გამოიწვია ანტისოციალისტურმა კანონპროექტმა, რაც ბისმარკის რაიხსკანცლერის პოსტიდან გადადგომით დამრთავდა (1890 წლის მარტში). “რკინის კანცლერის” ეპოქა დამთავრდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ კიდევ ჰქონდა პოლიტიკური გავლენა.

ოტო ფონ ბისმარკი არის,უდიდესი პოლიტიკოსი და სახელმწიპო მოღვაწე..ის ნათელი მაგალითია,თუ როგორ შეიძლება ქვეყნებით მანიპულირება საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ

წყარო:wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button