გამოგონებასაკითხავისურათები

ვუპერტალის შეკიდული გზა


ვუპერტალის შეკიდული გზა საზოგადოებრივი ტრანსპორტია გერმანიის ქალაქ ვუპერტალში, რომელსაც თან ერთი საინტერესო და სახალისო ისტორია უკავშირდება

ვუპერტალის შეკიდული გზა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობაა ქალაქ ვუპერტალში, გერმანიაში, რომელიც წარმოადგენს მონორელსიან, ორლიანდაგიან, შეკიდულ სისტემას ესტაკადებზე. მისი საერთო სიგრძეა 13,3 კმ, აქედან 10 კმ გადის მდინარე ვუპერზე, 12 მეტრ სიმაღლეზე, დანარჩენი 3,3 კმ კი – ქალაქის ქუჩებზე, 8 მეტრ სიმაღლეზე.. მატარებლების მაქსიმალური სიჩქარე 69 კმ/სთ-ია. გზა აშენდა 1900 წელს და პუნქციონირება დაიწყო 1901 წელს.. მისი ოფიციალური სახელია – გერმანულად Einschienige Hängebahn System Eugen Langen (ოიგენ ლანგენის მონორელსური შეკიდული გზის სისტემა).

ვუპერტალის შეკიდული გზის ინჟინერი გახლავთ კარლ ოიგენ ლანგენი, რომელმაც მშენებლობა დაიწყო 1898 წელს. 1900 წლის 24 ოქტომბერს გერმანიის იმპერატორმა უილიამ II-მ პირველმა მიიღო მონაწილეობა ერთრელსიანი სარკინიგზო გზის გამოცდაში..კონსტრუქციის აშენებაში დაიხარჯა 16 მილიონი გერმანული გოლდმარკა

ვუპერტალის შეკიდულ გზას გააჩნია 20 სადგური:
Oberbarmen -eastern terminus
Wupperfeld
Werther Brücke
Alter Markt
Adlerbrücke
Loher Brücke
Völklinger Street
Landgericht
Kluse
Hauptbahnhof
Ohligsmühle
Robert-Daum-Platz
Pestalozzistr
Westende
Varresbecker Street
Zoo/Stadion
Sonnborner Straße
Hammerstein
Bruch
Vohwinkel -western terminus

ყველაზე უჩვეულო შემთხვევა გზის არსებობის ისტორიაში მოხდა 1950 წლის 21 ივლისს. ამ დღით ცირკის დირექტორმა Althoff-მა, რეკლამირების მიზნით, გადაწყვიტა მონორელსით გაესეირნებინა სპილო ტუფი.სადგურ Alter Markt-ზე სპილო აიყვანეს ვაგონში. როგორც ჩანს, მგზავრობის იდეა სპილოს არ ხიბლავდა. გამგზავრებიდან ცოტა ხანში, სპილომ კედელი გაანგრია და ვაგონიდან გადავარდა. საბედნიეროდ, იმ დროს, მატარებელი მდინარეზე გადიოდა. ტუფი 5 მ. სიმაღლიდან ჩავარდა მდინარეში და სერიოზულად არ დაშავებულა. ინციდენტის შედეგად, პანიკაში ჩავარდნისგან, რამდენიმე მგზავრმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close