საკითხავისამხედრო

ვიკინგი თუ სპარტელი

b86f5d82eb50
მათი დაპირისპირება შეუდარებელი სანახაობა იქნებოდა…
მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი მეომრები არიან სპარტელები და ვიკინგები. ისინი გამოირჩეოდნენ საკუთარი სიმამაცითა და ბრძოლის განსაკუთრებული სიყვარულით. ვიკინგებ ცხოვრობდნენ თანამედროვე სკანდინავიის ტერიტორიაზე. ისინი თავს ირჩენდნენ მეკობრეობათ, რადგან ისინი იყვნენ მეორე და შემდეგი შვილები და ეს ყო მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შეხვდათ ქონება მათ მამამისისგან. ვიკინგები ძირითადად ებრძოდნენ ინგლისს, ასევე ისინი უტევდნენ ევროპას და აარსებდნენ კოლონიებს. მეცნერების აზრით სწორედ ისინი იყვნენ პირველნი, რომლებმაც აღმოაჩინეს ამერიკის კონტინენტი, მაგრამ ნაპირზე გადასვლა ვერ მოახერხეს. მათთვის ყველაზე დიდი პატივი იყო ბრძოლის ველზე დაცემა, ეს მათთვის ნიშნავდა, რომ ისინი თავიანთ ღმერთ ოდინთან მოხვდებოდნენ. ასევე მათ ეშინოდათ ზღვაში ღრმად შესვლის, რადგან ეგონათ რომ დედამიწის კიდესთან მივიდოდნენ და იქედან გადავარდებოდნენ.

სპარტელები იყვნენ ქალაქ სპარტას მცხოვრებლნი, რომლებიც სინამდვილეში ამ მიწის აბორიგენი მოსახლეები არ იყვნენ, მიუხედავად სიმცირისა მათი კარგი გაწვრთნილობით მოახერხეს უფრო დიდი რაოდენობიის ხალხის დამარცხება. მათი მთავარი დევიზი იყო: ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია, ანუ ისინი თავს არ ზოგავდნენ და 7 წლის ასაკიდან ვარჯიშობდნენ, რაც მათ უდიდეს ფიზიკურ სიძლიერეს ანიჭებდათ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სპარტელები ევროპაში ძვ.წ. IV-V საუკუნებში ცხოვრობდნენ ხოლო ვიკინგები კი ახ.წ. VIII საუკუნეში. მათი ერთდროულად ცხოვრება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, და მათი შერკინება რომ მომხდარიყო ალბათ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საოცარი და სისხლიანი ბრძოლის მომსწრეები გავხდებოდით.

7b8483e307ec
დღევანდელ პირობებში თითქმის შეუძლებელია იმის დადგენა თუ ვინ მოიგებდა ბრძოლას, მაგრამ გადავხედოთ მათ იარაღებს და საბრძოლო სტრატეგიებს, იქნებ ეს მაინც დაგვეხმაროს არჩევანის გაკეთებაში:
ვიკინგებს, რომლებიც განთქმულნი იყვნენ თავიანთი სიძლიერით და ბრძოლის კარგი ცოდნით ჰქონდათ 3 ძირითადი იაღაღი. ესენია ხმალი, ნაჯახი და შუბი.

სპარტელების ძირითადი იაღაღები კი იყვნენ ფარი შუბი და მოკლე ხმალი. მათ შეეძლოთ ამ იარაღების კომბინაციით დიდი დარტყმა მიეყენებინათ მტერთა რაზმისთვის.
მეომრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ხმალი, რადგან იგი მის სტატუსს გამოხატავდა – რაც უფრო კარგი მებრძოლი იყო ვიკინგი მით უფრო უკეთესი ხმალი ჰქონდა მას. ხმლის სიგრძე იყო დაახლოებით 70-80 სანტიმეტრი, მას ჰქონდა მდიდრულად მოპირკეთებული ტარი და ორი პირი. ვიკინგებისთვის ხმალი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ სახელებსაც არქმევდნენ.
ვიკინგებისგან განსხვავებით სპარტელების ხმლები იყო მოკლე. მათი ზომა დაახლოებით 40-50 სანტიმეტრი გახლდათ, ამიტომ ისინი ახლო ბრძოლისას იყო გამოსადეგი. ხმლის ტარი იყო ძირითადად ბრინჯაოსგან დამზადებული. ხმალი კი მთლიანობაში დაახლოებით 1 კილოგრამს იწონიდა.

a4493a098801

ვიკინგების ფარი იყო მრგვალი და ძირითადად ხისგან გაკეთებული. იგი გარშემოკრული იყო რკინით და ასევე შუაგულში ჰქონდა მეტალის დიდი რაოდენობა. ფარის დიამეტრი იყო 1 მეტრი და იგი ფარავდა მეომას მხრიდან მენჯამდე. ასევე მათი ფარი ხშირად იყო მოხატული სხვადასხვა ფერებში.
სპარტელების ფარი კი იყო მასიური და მისი წონა 10 კილოგრამი გახლდათ.ეს იყო ყველაზე დიდი და ყველზე მძიმე ფარი ისტორიაში. მათთვის ეს მასიური ფარი ძალიან საჭირო იყო როგორც თავდაცვისთვის, ისე თავდასხმისთვის. ფარი ახერხებდა მათი თითქმის მთელი ტანის დაფარვას და ასევე მებრძოლის მოქნეულ ამ ფარს იგივე ძალა ჰქონდა, როგორიც მანქანის დაჯახებას და იწვევდა მოწინააღმდეგის სიკვდილს. სპარტელები თავიანთ არებს ძირითადად ახატავდნენ ცხოველებს. ერთ-ერთმა სპარტელმა როდესაც ფარს ჩვეულებრივი ზომის ბუზი დაახატა, თქვა, რომ ისე ახლოს მივალ მტერთან რომ მას ეს ბუზი ლომის ხელა ეგონებაო.

მართალია ხმალი ერთ-ერთი წამყვანი იარაღი იყო ბრძოლაში, მაგრამ სპარტაში იგი უკანა პლანზე გადასწია შუბმა, რადგან მათ ხელში შუბი უფრო სასიკვდილო იყო. მებრძოლის შუბის სიგრძე 3 მეტრს აღწევდა. სპარტელები შუბს იყენებდნენ ერთ-ერთ წყობაში, რომლის დროსაც ისინი ფარებს ერთ მწკრივზე ჩააწყობდნენ და შუბებს წინ გაიწვდიდნენ, რაც მათ პირდაპირ მოძრაობაში ეხმარებოდათ.

არანაკლებ საშიში იყო შუბი ვიკინგების ხელში. ვიკინგების შუბი მოიცავდა 50 სანტიმეტრის სიგრძის შუბის თავს, რომელიც დამაგრებული იყო გრძელ ხის კოხზე. შუბი ვიკინგებისთვის ძალიან გამოსადეგარი იყო შორი დისტანციის ბრძოლებში და ასევე შეეძლოთ მათი სროლა.
სპარტელების სამოსი ძირითადად წარმოადგენდა მუზარადს და მოსასხამს, ანუ მათ სხეულ არანაირი მეტალის ან მსგავსი მატერიალით არ იყო დაფარული, რადგან ისინი თავიანთ ფარებს ძალიან ენდობოდნენ და მათთვის ბრძოლაში ფარის დაკარგვა სივდილის ტოლფასი იყო.
მათგან განსხვავებით ვიკინგები შემოსილნი იყვნენ თხელი აბჯრით, რომელზეც დამაგრებული იყო ცხხოველის სქელი ბეწვი, რათა მათ სიცივისგან თავი დაეცვათ. ასევე არსებობდა ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ვიკინგების მუზარადებს ჰქონდათ რქები, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა.

მოკლედ სპარტელებიც და ვიკინგებიც იყვნენ არაჩვეულებრივი მეომრები, საოცარი ფიზიკური ძალითა და სიმამაცით. მათ კარგად იცოდნენ ბრძოლა და საკუთარი არსებობის პერიოდში პლანეტის ყველაზე კარგი მეომრები იყვნენ. მათ ჰქონდათ მძლავრი და სასიკვდილო იარაღები, მაგრამ ამ ინფორმაციების შემდეგაც ყველას გვრჩება კითხვა:
866e4439601a

P.S. მადლობა ყველას ვინც წაიკითხეთ და იმედია მოგეწონათ

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close