მიტოვებული საბჭოთა ნაგებობები 2
ამ პოსტში საუბარია საბჭოთა ორ უზამაზარ ბაზაზე,რომლებიც თავის დროში შიშის ზარს ცემდნენ ევროპას და მის მოკავშირე ამერიკას,მაგრამ ბედის ირონიით დღეისათვის ისინი სანაგვედ იქცნენ
1.მიტოვებული გამშვები შახტა ,,დვინა”. 50-იან წლებში საბჭოთა კავშირში მთავრობის ცვლილებას მოყვა ახალი ბაზების მშენებლობა დამატებითი თავდაცვის მიზნით(თუმცა ამ დროს ხომ ხრუშოვი მოვიდა ქვეყნის სათავეში.მან სტალინი შეცვალა ხოლო სტალინისგან მიღებულ ქვეყანას არა მგონია დასჭირებოდა ასეთი მასიური სარაკეტო კომპლექსები,რომლებიც შემდგომში უფუნქციოდ დარჩენისთვის იყო განწირული) ეს კომპლექსი აშენდა М.К. Янгель ხელმძღვანელობით ასევე მას დაევალა შეექმანა ოტამური ბომბი,რომელსაც 2000კმ-ზე ფრენა შეეძლებოდა.
2 წელი დაიხარჯა,რათა ორივე მოთხოვნა შესრულებულიყო,საბოლოოდ საბჭოელებმა მიიღეს ახალი ატომური ბაზა,ატომური ბომბით Р-12.70-იანი წლების ბოლოს დაიწყო Р-12 ატომური ბომბების ჩამოწერა და მათი გატანა ბაზიდან,მაგრამ მას შემდეგ რაც ამერიკა-სსრკს შორის დაიდო ხელშეკრულება საშუალო სიშორის ატომური იარაღის შემცირების შესახებ,მხოლოდღა 149 ცალი Р-12 ტიპის ბომბიღა გადარჩა,რომლის ბოლო ქობინი 1990 წლის 23 მაის გაანადგურეს ბრესტის სალიკვიდაციო ბაზაზე.ბაზა დღეისათვის სავალალო მდგომარეობაში და ვერანაირად ვერ მოგაგონებთ საბჭოთა სიძლიერეს.
2.უპატრონოდ მიტოვებული ზესაიდუმლო ჰაერსაწინააღმდეგო ბაზა.სამწუხაროდ ამ ბაზაზე ინფორმაციის მოპოვება ვერ შევძელი სურათებიც მოყვარულის მიერაა გადაღებული,მაგრამ სურათებიც და იარაღების ჩამონათვალიც კმარა,რომ მიხვდეთ თუ რა დიდი მნიშვნელობის ბაზაა უპატრონოდ დარჩენილი.სურათების ავტორი გაოგნებული საუბრობს C 300 ტიპის რაკეტებზე,რომლებიც საბრძოლო მდგომარეობშია მოყვანილი(ეს რაკეტები რუსეთმა საქართველოს წიინაღმდეგ წარმატებით გამიყენა აგვისტოს ომში და ამ რეკეტებითვე ემუქრებოდა ის ევროპას თუ პოლონეთი დასთანხმდებოდა თავის ტერიტორიაზე ანტი სარაკეტო ბაზის განლაგებას.)
ამ ბაზაზე ასევე უპატრონოდ ყრია ,,батюшки” უნივერსალური რადარები,ერთი მათგანი გადასაზიდან იყო გამზადებული ხოლო მეორე კი მუშა მდგომარეობაში იყო დამაგრებული მობილურ სადგამზე,ოპერატიული მოხმარებისთვის.
ბაზაზე ასვე ბევრია სარადარო სისტემა Родины РЛС Каста-2-2…