არქივი

სამი ყველაზე მდიდარი ადამიანი

c55fa2272a6a
მილიარდერები და მათი ისტორიები…
კარლოს სლიმ ჰელუ
კარლოს სლიმ ელუ (Carlos Slim Helú) არის მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედი, რომელიც უმთავრესად ჩართულია სატელეკომუნიკაციო ბიზნესში. ამჟამად იგი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია, რომელმაც გადაასწრო ბილ გეიტსა და უორენ ედვარდ ბაფეტს 2010 წლის ფორბსის მონაცემებით. მისი ქონება შეადგენს 53.5 მილიარდ დოლარს.

0914df6eb2cf

სლიმი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მექსიკისა და მთლიანად ლათინური ამერიკის სატელეკომუნიკაციო ბიზნესში. მის მფლობელობაშია Telmex, Telcel, Amerika Movil და სხვა შვილობილი კომპანიები. მიუხედავად მისი აქტიური ჩარევისა კომპანიების მართვაში, მის კომპანიებს საკუთარი შვილები მართავენ. 2004 წლის ნოემბერში მან სინდიკატ Grupo Carso-ს, კორპორაცია Carso Global Telecom-ის და მათთან ასოცირებული კომპანიების ხელმძღვანელობაზე უარი თქვა და სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფის, სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის და მისი მთავარი კომპანია Telmex-ის და შვილობილი კომპანია America Telecom-ის თავკაცად უფროსი ვაჟი კარლოს სლიმ დომიტი დანიშნა, ხოლო უმცროს შვილებს პატრიკს და მარკო ანტონიოს, გვაროვნული იმპერიის საბაზო საფინანსო სტრუქტურები: America Movil და Grupo Financiero Inbusa გადაულოცა.

9c5a2354bccf

ბილ გეიტსი
უილიამ ბილ გეითსი ( William Henry “Bill” Gates III), კომპანია ”მაიკროსოფტის” ხელმძღვანელი და დამფუძნებელი. მისი პირადი კაპიტალი ,,ფორბსის’’-ის 2008 წლის მონაცემით შეადგენს 58 მილიარდ დოლარს. ”მაიკროსოფტის” წლიური შემოსავალი 2007 წლისათვის 51.2 მოლიარდი დოლარია; დასაქმებულია 78 000 ადამიანი მსოფლიოს 105 ქვეყანაში, სადაც “მაიკროსოფტს” საკუთარი წარმომადგენლობები აქვს.
გეითსი თავის ორ დასთან ერთად ქალაქ სიეტლში გაიზარდა. მამამისი, უილიამ გეითს II, იყო სიეტლის რწმუნებული, ხოლო დედა, მერი გეითსი, სკოლის მასწავლებელი და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მმართველთა წევრი.

2a3dc7a228a3

ბილ გეითსმა ინტერესი კომპიუტერული პროგრამების მიმართ 13 წლის ასაკში გამოამჟღავნა.
1973 წელს ის ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ ძალიან მალე დატოვა სასწავლებელი, რათა მთელი ენერგია ”მაიკროსოფტის” განვითარებისათვის გამოეყენებინა. მან თავისი საქმიანობა 1975 წელს, ბავშობის მეგობარ პოლ ალენთან ერთად დაიწყო.
ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ კომპიუტერი მალე გახდებოდა აუცილებელი ატრიბუტი ყველა სამუშაო მაგიდაზე, ოფისებსა და სახლებში; მათ მთელი შთაგონებით დაიწყეს პერსონალური კომპიუტერის შექმნაზე მუშაობა.
გეიტსის ხელმძღვანელობის პირობებში ”მაიკროსოფტი” ყოველთვის მიისწრაფის იმისკენ, რომ გააუმჯობესოს კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა, რათა უფრო ადვილი იყოს საზოგადოებისთავის მისი გამოყენება.
1999 წელს გეითსმა დაწერა წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, გადაწყვიტოს პრობლემები ახლებური მეთოდით. წიგნი 25 ენაზე 60 ქვეყანაში გამოიცა.

ხანდახან ბილ გეითსი საკუთარ სახლში აწყობს სადილებს. სადილზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დათანხმდება გადაიხადოს 1 000 000 დოლარი მოსაწვევში. მთელი შეგროვილი თანხა კი დიუკის უნივერიტეტში ირიცხება, სადაც მისი მეუღლე მელინდა ფრენჩი სწავლობდა.

6ca64ef782e6

უორენ ბაფეტი
უორენ ედვარდ ბაფეტი (Warren Edward Buffett) ამერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და ფილანტროპი. მეტსახელით ”ომაჰას ორაკული” ან ”ომაჰას უხუცესი”, ბაფეტმა უზარმაზარი სიმდიდრე დააგროვა მომგებიანი ინვესტიციებით, განსაკუთრებით კომპანია ბერკშირ ჰათევეის მეშვეობით, რომელშიც ის 38%-ზე მეტ აქციებს ფლობს.

fdca509eb0cd
მისი ქონება ამჟამად შეფასებულია დაახ. $47 მილიარდად და ფორბსის მიერ მსოფლიოში მესამე უმდიდრეს ადამიანად არის აღიარებული. 2006 წლის ივნისში მან მისი ქონების 85% გადასცა ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს. ეს იყო უდიდესი საქველმოქმედო აქცია აშშ-ის ისტორიაში.

წყარო:wikipedia.org

p.s. “ფორბსის” ბოლო მონაცემებით პირველ ადგილზეა,კარლოს სლიმ ჰელუ 53.5 მილიარდით,მეორეზე ბილ გეიტსი 53.0 მილიარდით და მესამეზე ვორენ ბაფეტი 47.0 მილიარდით

მსგავსი ამბები

Back to top button