არქივი

აღდგომის კუნძული

9066cbe1b0cf
აღდგომის კუნძული მდებარეობს წყნარ ოკეანეში, ჩილედან 3600 კილომეტრის დაშორებით. იგი ითვლება ყველაზე შორეულ დასახლებულ კუნძულად
აღდგომის კუნძული არის ვულკანური წარმოშობის კუნძული, წყნარ ოკეანეში, ჩილედან 3600 კილომეტრის დაშორებით, სამოცდასამი კვადრატული მილი ზომაში, 3 მძინარე ვულკანით, კუნძულის უძველესი სახელი Te Pito o Te Henua რომელიც ვერ ვთარგმნე. ეს კუნძული ჰოლანდიელმა კაპიტანმა იაკობ როგევენმა აღმოაჩინა, აღდგომის კვირას, 5 აპრილს, 1722 წელს. ამიტომ ეწოდა კუნძულს აღდგომის კუნძული.

b838734476d9

ევროპელთაგან პირველად, აღდგომის კუნძულზე (რაპანუი) ნიდერლანდელმა მეზღვაურებმა დადგეს ფეხი და სწორედ მათგან გახდა ცნობილი, რომ იქ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ შავკანიანი, წითელკანიანი და თეთრკანიანი ადამიანები.

107dfb4576e1

კუნძულს უჩვეულო ქვის ქანდაკებები ამშვენებს, რომლებსაც ადგილობრივები მოაის ეძახიან. მათი სიმაღლე 4-დან 10 მეტრამდეა და ზოგიერთის წონა 90 ტონას აღწევს. ქანდაკებებს დიდი თავი, წამოწეული ნიკაპი და გრძელი ყურები აქვთ. ზოგიერთ მათგანს წითელი ქვის ქუდი ახურავს და ადგილობრივების აზრით, ისინი ტომის ბელადები უნდა ყოფილიყვნენ. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ქანდაკებას არა აქვს ფეხები…
3dbfdc3a75d0

კუნძულის მოსახლეობა ეთაყვანება ღვთაებას, რომელსაც მაკ-მაკის ეძახიან. რაპანუიზე აღმოჩენილი ხის ფირფიტების უმრავლესობა, რომელზეც წარწერები იყო, ევროპელებმა დაწვეს, მაგრამ ზოგიერთი ფირფიტა ცეცხლს გადაურჩა და მათზე წარწერები შესრულებულია ჯერ მარჯვნიდან მარცხნივ, შემდეგ კი პირიქით – მარცხნიდან მარჯვნივ. მათი მნიშვნელობა დღემდე ამოუცნობია.
აბორიგენებმა მოგზაურ ჯეიმს კუკს უამბეს, რომ პირველი ადამიანი კუნძულზე ბელადმა ხოტუ მატუამ მიიყვანა და მას შემდეგ იქ 22 თაობა გაიზარდა. მათი ვარაუდით, ისინი ინდოეთიდან, ეგვიპტიდან, კავკასიიდან, სკანდინავიიდან და ატლანტიდიდან უნდა ყოფილიყვნენ.

54f034a223cf

ზოგიერთი მკვლევარი კუნძულის მოსახლეობად პერუელებს მიიჩნევს, რადგანაც იქ პერუსთვის დამახასიათებელი პირამიდებია აღმოჩენილი. პერუელთა (ისინი ტიკის ანუ – მზის შვილს ეთაყვანებოდნენ) ლეგენდებში აღწერილია, როგორ მოვიდნენ ჩრდილოეთიდან თეთრი ადამიანები და მთებში გიგანტური პირამიდების მშენებლობა დაიწყეს, მოგვიანებით კი ტბა ტიტიკაკას გამო ინკებთან კონფლიქტი მოუვიდათ და ბელად კონ-ტიკისთან ერთად გაუჩინარდნენ.

232cb7a05dd5

ამ მოსაზრების დასამტკიცებლად, მკვლევარმა ჰეიერდალმა მეგობრებთან ერთად სწორედ ისეთი ნავი ააგო, როგორიც პერუს მოსახლეობას ჰქონდა და 1947 წლის 28 აპრილს იმავე მარშრუტით გაემგზავრა, რომელიც წესით, ჩრდილოელ თეთრ ადამიანებს უნდა გაევლოთ. “პონ-ტიკი” დანიშნულების ადგილზე 7 აგვისტოს მივიდა. ჰეიერდალი საკუთარ მოსაზრებას არ ღალატობს და მიაჩნია, რომ ძველ პერუელებსაც შეეძლოთ 4300 საზღვაო მილის (დაახლოებით, 8000 კმ) გავლა და კუნძულზე დასახლება. ჰეიერდალისა და სხვა მკვლევრების მოსაზრება (მათ მიაჩნიათ, რომ კუნძულზე აზიური წარმოშობის ხალხი დასახლდა) დაუსაბუთებელია და უამრავ ამოუხსნელ ამოცანას შობს.

წყარო: მე და Ambebi.Ge
npfgp

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button