არქივი

ნადირობის მომზადების პროცესში მიღებული სავალდებულო აკრძალვები ქართულ მითოსში

6ba4a59e4a4c

ქართულ მითოსსა და რელიგიურ წარმოდგენებში ნადირობა “წმინდა საქმედ” არის მიჩნეული, ჯიხვი, ირემი,არჩვი, შველი კი – “წმინდა ნადირად”. ხევსურული მასალის მახედვით, ნადირობას “მხოლოდ ჯიხვზე” ნადირობას უწოდებდნენ, მონადირედ კი მხოლოდ იმ ადამიანს მიიჩნევდნენ, რომელიც ჯიხვებს ხოცავდა, ხოლო, ვინც სხვა ცხოველებზე, დათვზე, მგელზე, მელაზე ნადირობდა, მასზე ხევსურები ამბობდნენ: “ეს ბიჭობა არისო და არა ნადირობაო”.

სანადიროდ წასვლამდე მონადირე გარკვეული სახის აღკვეთებს იცავდა, რასაც მისთვის ხელი უნდა შეეწყო იღბლიან ნადირობაში. სვანური ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, მონადირეს ეკრძალებოდა სანადიროდ წასვლა იმ შემთხვევებში, თუ
1. ოჯახის ან ახლო მაზობელის ქალს “ვიშდა” (დედათაწესი) ჰქონდა.
2. როცა მშობიარობდა ოჯახის ან ახლო მეზობლის ქალი, მშობიარობის შემდეგ არ იყო გასული 40 დღე მაინც.
3. თუ მონადირეს ჰქონდა სასიყვარულო კავშირი ცოლთან, მით უმეტეს სხვა ვინმე ქალთან, ორ-სამ დღეს ვერ წავიდოდა სანადიროდ, მაშინაც ტანი უნდა დაებანა.

ხევსურეთში მონადირეს ეკრძალებოდა მეუღლესთან ურთიერთობა, დედათწესიანი ქალების ნავალზე სიარული. თუ ოჯახის წევრს დედათწესი ჰქონდა ან მშობიარე იყო, მონადირე არც მაშინ წავიდოდა სანადიროდ. გამგზავრების წინ აუცილებელი იყო ტანის დაბანა.

სიწმინდის დაცვის ამგვარი ნორმები დაფიქსირებული იყო რაჭის ტრადიციულ ყოფაშიც. მონადირე სანადიროდ წასვლის წინ ცოლს არ გაეკარებოდა და საერთოდ, ერიდებოდა დედაკაცს, განსაკუთრებით დედათცესისა და ორსულობის დროს.
თუ მონადირეს უწმინდური დედაკაცი ახლოს არ გაეკარებოდა – თოფი შეიკვრისო. ასეთი დედაკაცი მას პურსაც არ გამოუცხობდა, რათა მონადირე არ შეკრულიყო. თუ ოჯახში მასამრელოე ქალი იყო, მონადირე სანადიროდ არ წავიდოდა.

წყარო: მე და ჩემი წიგნი

მსგავსი ამბები

Back to top button