კულტურა

სკანერი‚ რომელიც თითების ანაბეჭდებს 6 მეტრის მანძილზე ამოიცნობს

47299ec8d3b9

ამერიკულმა კომპანია „IDair“­-მა‚ რომელიც სამხედრო და სპეცსამსახურებს თითების ანაბეჭდების დისტანციური სკანერებით ამარაგებს‚ განაცხადა‚ რომ მის ახალ მოწყობილობას შეუძლია სკანირების დისტანცია ექვს მეტრამდე გაზარდოს.

 

კომპანია ოპტიკურ სკანერებს – „AlRPrint“­-ს 2011 წლიდან ყიდის‚ რომლებსაც ზუსტად შეუძლიათ ადამიანის თითების ანაბეჭდების ამოცნობა ორი მეტრის მანძილზე. სკანერის ყველაზე მარტივი მოდელი ერთ თითზე 2 ათასი დოლარი ღირს.

 

ამჟამად ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები სკანერებს ავღანეთში და სხვა ქვეყნებში იყენებენ‚ მათ შეუძლიათ შეამოწმონ პიროვნება‚ იმ შემთხვვაშიც კი‚ როდესაც ისინი განსაზღვრულ მანძილზე‚ მათგან კედლის იქით იმყოფებიან.

 

თითების ანაბეჭდების თანამედროვე დისტანციური სკანერები აღჭურვილი არიან პოლარიზებული სინათლის წყაროებით და კამერებით‚ რომლებიც იჭერენ სხვადასხვა პოლარიზაციის სინათლეს (გამოსახულება‚ ჩვეულებრივ‚ ხილულ დიაპაზონში არ იქნებოდა ისე მკვეთრი). თითების ბორცვები ჰოლარიზებულ სინათლეს ირეკლავენ‚ ხოლო ჩაღრმავებული – ვერტიკალურად პოლარიზებულს. თითის დაბრუნებულ ანარეკლს კომპიუტერული პროგრამა ამუშავებს‚ რომელიც ააგებს თითის ანაბეჭდს და ადარებს მას ბაზის მონაცემების.

 

პრინციპში‚ ტექნოლოგია შეიძლება სხვა მიზნებისთვისაც გამოვიყენოთ. მაგალითად‚ მოსახერხებელია‚ გავაღოთ კარი ბინაში‚ უბრალოდ სახლში მისვლისას ხელის აწევით‚ იგივე შეიძლება გაკეთდეს ავტომობილებთან და უსაფრთხოების სხვა სისტემებთან. დისტანციური სკანერი შეიძლება გამოვიყენოთ მომავლის ბიომეტრიული საგადასახადო სისტემისთვის. „IDair“­-ის შემქმნელები იმ დროზე ოცნებობენ‚ როდესაც ჩვენ შევძლებთ მაღაზიაში ნავაჭრის საფასური ხელის აქნევით გადავიხადოთ.

 

მეორე მხრივ‚ მთელი რიგი პრობლემები შეიძლება წარმოიშვას. ცნობილია‚ რომ ხელის თითების ანაბეჭდების მიხედვით იდენტიფიკაცია არ იძლევა საიმედოობის საკმარის დონეს‚ ასე რომ‚ ამ მეთოდის გამოყენება ზოგჯერ არც შეიძლება‚ მაგალითად‚ მას ჯერჯერობით ვერ გამოიყენებენ საბანკო დაწესებულებები. კარის საკეტისთვის კი ასეთის სკანერის გამოყენება ნამდვილად მოხერხებულია‚ მაგრამ სასურველია‚ მასთან ერთად დაცვის დამატებითი საშუალებების გამოყენებაც. კომერციული კომპანიებისთვის კი დამატებითი დაცვის საშუალებების გამოყენება აუცილებელია. ეს შეიძლება იყოს პიროვნებათა ამოცნობა ანდა თვალის ფერადი გარსის სკანირება.

 

ამას გარდა‚ თითების ანაბეჭდების დისტანციური სკანირება ქმნის ახალ შესაძლებლობებს ბოროტმოქმედებისათვის‚ რომლებიც ორგანიზებას უწევენ ადამიანებზე მასობრივ თვალთვალს და პიროვნებათა გაყალბებით არიან დაკავებულნი. თითების ანაბეჭდების მანძილზე გადაღება მათ მნიშვნელოვნად  უადვილებთ ამოცანას.

წყარო:  http://markup.ge

მსგავსი ამბები

Back to top button