გამოგონებასაკითხავისასარგებლო

მომავალი და რობოტები

რობოტი

როგორ გგონიათ რა გველის მომავალში? როგორი იქნება სამყარო მაგალითად 2100 წელს ან თუნდაც უფრო შორეულ მომავალში? მეცნიერება წინ მიიწევს, თექნიკა ვითარდება, სხვადასხვა გასაოცარი გამოგონებებით ვიპყრობთ მწვერვალებს, უკვე შემოვიდა გაყიდვაში ადამიანის მსგავსი რობოტები, ზოგი სახლს ალაგებს, ზოგი ბავშვს უვლის, ჩნდება პირველი ნფრინავი მანქანები, აგებენ ცათამბჯენებს, მაგრამ როგორც ჩანს კაცობრიობამ განვითარების დონით მხოლოდ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ. ეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ მრავალი დღევანდელი ტექნიკის მიღწევების მახასიათებლები ჩვენთვის უცხოა, მაგრამ მალე ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდება.

სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვანაირად აღიქვამენ ამას და სხვადასხვანაირი შეხედულებები აქვთ. მაგალითად ზოგს ჰგონია, რომ მომავალში ძალიან მაღალი შენობები იქნება და ადამიანები უსწრაფესი მანქანებით იფრენენ. ზოგს ჰგონია, რომ ადამიანები და უცხოპლანეტელები ერთად იცხოვრებენ, ზოგს ჰგონია, რომ თავად ადამიანი შეიცვლება მომავალში, რომ ისინი დადაბლდებიან, დიდი ცხვირები და თავები ექნებათ, პატარა ყურები, პატარა ხელები და ფეხები და ყველანაირად მოხერხებულები იმისათვის, რომ აიტანონ მომავლის მძიმე კანონები; როგორიცაა: სიცხე, დაბინძურებული ჰაერი, გაფუჭებული საჭმელი და ა.შ. ზოგი კი საერთოდ ფიქრობს, რომ დედამიწა რამოდენიმე წელიწადში (2012 ს ვგულისხმობ) აღარც იარსებებს. მომავალში რა იქნება არავინ იცის, მაგრამ მეტად საინტერესო მოსასმენია აზრები იმის შესახებ თუ მაინც როგორი იქნება მომავალი?

არც ისე შორსაა ის დრო, როცა ყველგან, ირგვლივ, ადამიანებთან ერთად რობოტები ირბენენ. ისინი ადამიანის ნებისმიერ ბრძანებას დაემორჩილებიან, მაგრამ ამასაც ექნება თავისი საზღვრებიმაგალითად რობოტს თუ ადამიანის მკვლელობას დაავალებ, ის ამას არ შეასრულებს, რადგან ეს ბრძანება ეწინაამღდეგება სხვებს: “ზიანი არ მიაყენოს სხვა ადამიანებს”. და ასევე ბევრი სხვა ამის ანალოგიური.

მოდით ავხსნათ რობოტის არსი: რობოტი (სლავ. რობოტა, მუშაობა) – არის მანქანა რომელსაც განსაზღვრული პროგრამის მიხედვით შეუძლია სხვადასხვა ამოცანის დამოუკიდებლად შესრულება. ტერმინი შემოიტანა ჩეხმა მწერალმა კარელ ჩაპეკმა.

როგორც წესი რობოტის პროგრამულ უზრუნველყოფაში წინასწარაა ჩადებული გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმები, მაგრამ იგი ასევე შეიცავს ხელოვური ინტელექტის ელემენტებსაც, კერძოდ თვითსწავლებად სისტემებს, რომელთაც რა თქმა უნდა აქვთ თავისი შესაძლებლობების საზღვრები.3 წლის წინ იაპონიაში გამოუშვეს რობოტების ახალი ეგზემპლარები, რომლებიც ძალიან გვანან ადამიანებს და დაახლოებით ადამიანისნაირი შესაძლებლობების მიკრო ჩიპით იმუშავებს. მატი შესაძლებლობებეი მაქსიმალურია. ახლახანს გამოიგონეს რობოტის ახალი სახეობა რომელსაც (ძიძა რობოტი) უწოდეს რადგან ის სწორედ რომ ძიძის ფუნქციას ასრულებს მალე ის გაყიდვაშიც გამოვა. მაგალითად “ასიმო” იაპონური რობოტი ფირმა “ჰონდას” მიერ წარმოებული ჰუმანოიდი რობოტი. იგი დიზაინით ძალიან ჰგავს პატარა ადამიანს. ამ რობოტს ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების გარდა ბევრი სხვა მნიშვნელოვანი რამ შეუძლია. ეს მხოლოდ დასაწყისია, ყველაფერი წინაა, მეცნიერება ვითარდება. მაგრამ ჩემი აზრით კაცობრიობამ არასოდეს არ უნდა შექმნას ისეთი რობოტი, რომელიც გადაწყვეტილებებს თავისით მიიღებს. იმიტომ, რომ შესაძლოა მან მომავალში უთხრას ადამიანს: “როცა ღმერთმა შეგქმნათ, ჭანჭიკები რატომ არ მოგამაგრათ? ან საერთოდ ხელს გვიშლით, თქვენ მსოფლიოს მძიმე ტვირთად აწევხართ, აბინძურებთ მას, ხოცავთ და ჭლიტავთ ბუნებას, რაში სჭირდებით ასეთნი მას? რა საჭიროებას წარმოადგენთ თქვენ, ადამიანები?” და სწორედ აქ დაიღუპება მსოფლიო. ;)

წყარო: მე.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close