გამოგონებავიდეოებისურათები

ვოკალოიდი (vocaloid)

ვოკალოიდი ამ ბოლო დროს მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული. ზოგიერთს შეიძლება მასზე  რაიმეც  გსმენიათ.  ვიდეოები   და  ინფორმაცია ნახეთ სრულიადში.

ვოკალოიდი არის პროგრამა, რომელიც   Yamaha Corporation-მა გამოუშვა 2004 წელს. იგი არის  ხმის  სინთეზატორი. მასში შეგიძლიათ დაწეროთ მელოდია, სიტყვები და გამოუშვათ სიმღერა. პროგრამა  გათვალისწინებულია  პროფესიონალი მუსიკოსებისთვის  და უბრალოდ კომპიუტერის  მოყვარულთათვის.  დღესდღეობით  შემუშავებულია ინგლისური,  იაპონური და ჩინური  ვერსიები. ვოკალოიდის სიმღერები  ისეთი პოპულარული გახდა,  რომ მომხმარებლებმა  ალბომებიც კი  გამოუშვეს.  ვოკალოიდები იყიდებიან, როგორც  “მომღერლები ყუთში”.

პირველი ვოკალოიდები ლეონი და ლოლა (Leon and Lola), გამოუშვა სტუდიო Zero-G-მ 2004 წლის 3 მარტს.

შემდეგ იგივე სტუდიომ გამოუშვა მირიამი (Miriam)

შემდეგ გამოუშვეს მეიკო და კაიტო (Meiko, Kaito)

მეიკო ^

კაიტო ^

ვოკალოიდები მეორედ გამოუშვეს  2007 წლის 29 ივნისს. (კერძოდ ამ დღეს გამოუშვეს Sweet Ann-ი)

მეორე თაობის ვოკალოიდები (გამოშვების თარიღის მიხედვით)

ჰაცუნე მიკუ (Miku Hatsune)

ას ასევე ეძახიან ვირტუალური სამყაროს დედოფალს, დივას. გამოუშვა Crypton Future Media-მ, გაახმოვანა Saki Fujita-მ. მისი  სახელი ნიშნავს ითარგმნება, როგორც “პირველლი ხმა მომავლიდან” Hatsu (პირველი), Ne (ხმა),და Miku (მომავალი). სანამ  მიკუ  გამოვიდოდა, ვოკალოიდი უბრალოდ პროგრამა იყო, მის დღევანდელ პოპულარობაში დიდი წვლილი   შეიტანა  იაპონურმა  youtube-ის მაგვარმა საიტმა Nico Nico Douga-მ, რადგან გამოსვლისთანავე  მომხმარებლებმა დაიწყეს თავიანთი შექმნილი სიმღერების დადება.  პოპულარულ სიმღერებზე  იქმნებოდა 2 და 3  განზომილებიანი  ვიდეოები, რემიქსები…   ერთად ერთი  ცუდი  რამ ამ  ვოკალოიდში ისაა,  რომ იგი ვერ მღერის კარგი ინგლისურით, თუ მაინც და მაინც ამღერებს მას ექნება (საყვარელი)  იაპონური  აქცენტი.

პირველი ვიდეო, ანუ როგორ შეიქმნა ვოკალოიდი






რინი და ლენი კაგამინეები (Rin/Len Kagamine) ეს არის ვოკალოიდ 2 ის მეორე პროექტი, გამოუშვეს 2007 წლის 27 დეკემბერს. ლენი ბიჭია რინი გოგო. სახელები, რომ ვთარგმნოთ Kagami (სარკე) და Ne (ხმა). ე.ი ესენი არიან სარკის 2 მხარე. რინი (მარკვენა) ლენი (მარცხენა). შეკვრაში შედის ორი ხმა. ორივე გაახმოვანა Shimoda Asami-მ.

გაკუპო კამუი (Gakupo Kamui) არის განსხვავებული  ვოკალოიდი. მის პროგრამას ოფიციალურად გაქპოიდი ჰქვია იგი  გახმოვანებულია იაპონელი  მომღერლის Gackt-ის მიერ.  გაკუპო დახატა პოპულარულმა მანგაკამ კენტარო მიურამ (Kentarou Miura). ამ  ვოკალოიდის  კამოშვებამდე  ზრდასრული  მამაკაცის  ხმა  მხოლოდ კაიტოს ჰქონდა, ასევე მისი ხმა ერთ-ერთი ყველაზე “ხარისხიანია”.

მეგურინე ლუკა (Luka Megurine) მოევლინა ქვეყანას 2009 წლის 30 იანვარს. მისი სახელი შეიცავს Meguri (მიმოქცევა, ირგვლივ) and Ne (ხმა), ხოლო ლუკა ასევე დაკავშირებულია იაპონურ სიტყვა “nagare”-სთან (დინება) და “ka” (სიმღერა) ან “ka” (სურნელი). ანუ გვეუბნება “სიმღერა ყველას ისევე, როგორც სურნელი ვრცელდება”. წინა ვოკალოიდებისგან განსხვავებით ლუკა მღერის იაპონურად და ინგლისურად. მისი იაპონური სიტყვათა მარაგი არაფრად ჩამოუვარდება წინა ვოკალოიდებს, მაგრამ ინგლისურში მხოლოდ ხშირად გამოყენებადი სიტყვები იცის. ასევე მას არ აცვია სკოლის ფორმა წინა ვოკალოიდებისგან განსხვავებით.

გუმი (Gumi) არის მეგპოიდის ოფიციალური მასკოტი. იგი “დაიბადა” 2009 წლის 25 ივნისს. გუმის ხმაზე  სიმღერა ყველაზე ადვილად ასაწყობია და მისი ითვლება, რომ მას ყველაზე რეალისტიკური ხმა აქვს.

ეს ვიდეო არის გუმის და მიკუს დუეტი

SF-A2 მიკი (SF-A2 miki), დაიბადა 2009 წლის 4 დეკემბერს. გაახმოვანა მიკი ფურუკავამ (Miki Furukawa). ამ ვოკალოიდმა მომხმარებლებს შორის აღშფოთება გამოიწვია, რადგან იგი წინა ვოკალოიდებს გავდა, შეიძლება ითქვას, რომ მიკი არის მეორე თაობის ვოკალოიდების შერწყმა.

იუკი კააი (Yuki Kaai), არის “უმცროსკლასელი”, ქვეყანას მოევლინა 2009 წლის  დეკემბერს. იგი გაახმოვანეს რამოდენიმე  დაწყებითი  სკოლის  მოსწავლემ.  შექმნილია, რათა გაახმოვანოს საბავშვო სიმღერები.

კიოტერუ ჰიამა (Kiyoteru Hiyama), “დაიბადა” 2009 წლის 4 დეკემბერს. აქვს ყველაზე ნაზი ხმა კაც ვოკალოიდებს შორის. გამოიყურება, როგორც მასწავლებელი

ლილი (Lily), მოევლინა ქვეყანას 2010 წლის 25 აგვისტოს,თუმცა მანამდეც გამოჩნდა CD “anim.o.v.e. 01” ის გარეკანზე. იგი გაახმოვანა ჯგუფ m.o.v.e. ის ვოკალისტმა იური მასუდამ (Yuri Masuda). მომხმარებლები ლილის ხმას პირველი თაობის ვოკალოიდ მეიკოს ხმას ადარებენ. ლილი არის ერთ-ერთი ყველაზე ძნელად გამოსაყენებადი ვოკალოიდი, რადგან მისი ხმა შედარებით უხეშია წინა ვოკალოიდებთან შედარებით.

ლილი CD “anim.o.v.e. 01” ის გარეკანზე

მოკლედ ძლივს მოვრჩი რა, ვინც წაიკითხა ან ყველაფერს უყურა მაგრები ხართ ;) ეხლა კიდე ცოტა ხნით ხელებს დავასვენებ…

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close