ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

რუსული რელიგიური კულტი

7711618d6555
რაც არ უნდა გასაკვირი და სასაცილო იყოს, ის ამბავი რასაც ახლა მოგითხრობთ სიმართლეა და თავად ამ რელიგიურ კულტში გაერთიანებული ადამიანები სულაც არ თვლიან სასაცილოდ. ისინი არც მეტი, არც ნაკლები დისნეის მულტფილმის ერთ–ერთ გმირს ეთაყვანებიან. თუ ვის და რატომ, ამას ახლავე შეიტყობთ.

ალბათ გაგიგიათ ძალიან საყვარელი მულტფილმის ჩიპი და დეილის შესახებ, მისი ერთ-ერთი გმირია Gadget Hackwrench, გოგონა თაგვი. ის ლამაზი და საყვარელია, მაგრამ რა შუაშია მასთან რელიგიური კულტი? საქმეც ისაა, რომ მისმა რუსმა ფანებმა ახალი რელიგია შექმნეს. ისინი ლოცულობენ ამ თაგუნიას პოსტერებთან, სადაც წავლენ ყველგან აკრავენ მის წებოვან სტიკერებს, თუ მარადონას ყავს თავისი კულტი, ვითომ გაჯეტს რაღატო არ უნდა ყავდესო, აცხადებენ გაკვირვებული ფანები.

ალბათ საინტერესოა რას ფიქრობს თავისი მღეღნელი ქალღმერთის შესახებ ერთ-ერთი მრევლი: ის ღვთაებრივი წარმოშობისაა, ის არის ყველაზე ხელშეუხებელი და მშვენიერი ღმერთი. რატომ მიყვარს ის? რა სულელური კითხვაა, როგორ შეიძლება ქალღმერთი არ მიყვარდეს? ის არის მკაცრი, საყვარელი, ოპტიმისტი, და მისი დონის ტექნიკური ცოდნა აღემატება ჩვეულებრივი,მოკვდავი ადამიანის შესაძლებლობებს.

ამას გარდა პოპულარულ საიტზე englishrussia.com-ზე გამოჩნდა სტატია, რომელშიც ასახულია გაჯეტის თაყვანისმცემლის ემოციები:

,,რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში, ერთ-ერთ გასართობ საიტზე პატარა სტატია აღმოვაჩინე გაჯეტის შესახებ, აღწერილი იყო, თუ ვინ იყო გაჯეტი და ზოგადად მისი ისტორია. ამ მომენტშივე თითქოს მისი სიყვარული ჩამივარდა გულში. მულტფილმებს დაახლოებით 6-7 წლის ასაკში ვუყურებდი, არ ვიცი მაშინ რას ვფიქრობდი გაჯეტის შესახებ, თვითონ მულტფილმები არც ახლა მაინტერესებს.
სილამაზე, ინტელიგენტურობა, სიკეთე, ყველაფერი ეს შერწყმულია მის სურათში. მულტფილმშიც შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ უკვე მისი იმდენი სურათი არსებობს, სადაც მართლაც რომ იდეალური ქალის სახე აქვს. მე ვუყურებ მას და ვფიქრობ: რა შეიძლება შეიცვალოს მასში? და მივდივარ პასუხამდე- არაფერი. ის იდეალურია! ჩვენს ბინძურ სამყაროში ის ერთადერთი ანგელოზია. მე უამრავი სურათი გადმოვწერე, ვზივარ ხოლმე და ვუყურებ, თვალსაც კი ვერ ვწყვეტ. მე აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანის, ვინც რელიგიური კულტი ჩამოაყალიბა, იმიტომ რომ გაჯეტი ყველას, ჩვენ, გვაძლევს იმედს იმისას, რომ დედამიწაზე სილამაზე უსასრულოა. ის იდეალური გოგონაა, რომელსაც რეალობაში ვერასდროს შევხვდებით. მე შენ მიყვარხარ გაჯეტ. ”

491e7145bc82

378ab2ffaa04

88d3efc3f153

1fcb02ea1d85

24816ce1f33c

2717c2a2a0fc

0d04460295dc

45fc10b0c480

5b8c9f032db6

3cbeb421afed

c628a09b08d8

8af040794605

349908d6d72d

7f4bf27c80bb

86bf650b0f35

b45baa26320b

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close