მისტიკასაკითხავიუცნაური

ხმები იმ ქვეყნიდან (EVP)

კარადაში ჩართული მაგნიტაფონები დატოვეს, რათა ენახათ თუ შეიძლებოდა “იმქვეყნიური ხმების” ჩაწერა, მედიუმების დახმარების გარეშე. ფირი დაატრიალეს და თავდაპირველად გაიგეს სტევენა, შემდეგ კი ხმები – ჩვეულებრივი ჩურჩული, სავსებით შინაარსიანი ტექსტით. მედიუმმა ატილა ფონ სალაიმ და ფსიქიკური მოვლენების მკვლევარმა რაიმონდ ბსილესმა “ამერიკის საზოგადოების ფსიქიკური მოვლენების კვლევის ჟურნალში”, 1959 წელს, გამოაქვეყნეს ნაშრომი ელექტრონული ხმების ფენომენის აღმოჩენის შესახებ.

იმავე წელს, შვედმა მუსიკოსმა და კინოპროდუსერმა ფრიდრიხ იუგენსონმა ასევე ამცნო მსოფლიოს გარდაცვლილებთან ელექტრონული კონტაქტის შესახებ. დაატრიალა რა უკლუღმა ფირი, რომელზეც ცოტა ხნის წინ ჩიტების სტვენა იყო ჩაწერილი, მან გაიგონა ხმა, რომელიც ნორვეგიულად ჩიტების სტვენის შესახებ ჰყვებოდა. იურგენსონმა გარდაცვლილი დედის ხმა იცნო.
იურგენსონის შრომამ მიიპყრო კონსტანტინე რაუდუვეს ყურადღება, რომელიც რთავდა რა სუფთა ფირებს, იქ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხმებს ისმენდა. 1955 წლიდან გარდაცვალებამდე, 1974 წლამდე, რაუდუვემ ლაბორატორიულ პირობებში გააკეთა ხმის 100 000-ზე მეტი ჩანაწერი, რომელიც თითქოსდა სულებს ეკუთვნოდა. 1971 წელს, მისი გამოკვლევა გადათარგმნილი იქნა ინგლისურ ენაზე და გამოქვეყნდა სახელწოდებით “გარღვევა: გარდაცვლილებთან ელექტრონული ურთიერთობის საოცარი გამოცდილება.”

konstantin raudive

კონსტანტინე რაუდუვე (1909–1974) – ლატვიელი მწერალი, ინტელექტუალი, ფსიქოლოგი. მწერალი და ფილოსოფოსი, ზანტა მაურინას მეუღლე. მთელი ცხოვრება იკვლევდა პარაფსიქოლოგიას და განსაკუთრებით აინტერესებდა – სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. კონსტანტინე მუშაობდა გერმანელ პარაფსიქოლოგ ჰანს ბენდერტან ერთად. მან 1971 წელს გამოაქვეყნა წიგნი იტკ-ს შესახებ

მისი პირველი წიგნი (1968წ)

მისი მეორე წიგნი (1973)

დამატებითი ინფორმაცია

Konstantin Raudive 1909 – 1974

კონსტანტინე რაუდუვე

1985 წლის აგვისტოში, რაუდუვეს გარდაცვალებიდან თითქმის 12 წლის შემდეგ, ლუქსემბურგელი მეგი და ჟიულ ჰარშფიშბა საკუთარ რადიომიმღებს უსმენდნენ, რომელშიც საათი იყო ჩამონტაჟებული. უცებ მუსიკა გაწყვიტა საოცარმა მკვეთრამა ხმამ, შემდეგ კი დაბალმა ხმამ წარმოთქვა: “ლაპარაკობს კონსტანტინე რაუდუვე. მალე ჩემს ხმას ყველგან მოისმენენ.”
ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. იმ დროისათვის ელექტრონული კავშირი უკვე ორმხრივი გახდა. სულები ეზოთერულ და ულტრათანამედროვე ტექნიკურ ინფორმაციას რადიოთი, სატელეფონო ავტომოპასუხით, კომპიუტერული პრინტერებით და სატელევიზიო მიმღებებით ატყობინებდნენ. ამ ახალმა “ველმა” “ინსტრუმენტალური ტრანსკომუნიკაციების” (ითკ) სახელწოდება მიიღო. თუმცა, კითხვა იმის შესახებ, შეუძლიათ თუ არა სულებს ელეტრომაგნიტური სიგნალების წარმოქმნა არამატერიალურ სამყაროში, დასმული არ იქნა.

სული ამბობს: “დამეხმარე” ძველ ეკლესიაში

იტკ საკამათო საკითხია. ნოოსფერული ცოდნის ინსტიტუტის დირექტორი, თავად უილის ჰარმენიც კი სკეპტიკურად არის განწყობილი. შეტყობინებები შეიძლება ხორციელდებოდეს სულ სხვა ადგილას მყოფი ადამიანების მიეერ, ანდა აიხსნას მატერიალური ფენომენებით, რომლებიც უნებურად წარმოექმნებათ ცოცხალ ადამიანებს.
თვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამ სტატიამ სერიალი “დაკარგულები” გამახსენა :) .ამ მეცნიერული კვლევების მიუხედავად, ეს ერთობ საინტერესო საკითხი გააშუქა თავს 2005 წელს გადაღებულ ფილმში “თეთრი ხმაური”, რეისორმა ჯეფრი საქსმა, სადაც მთავარი როლი ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა მაიკლ კიტონმა შეასრულა.

თეთრი ხმაური (ფილმი)

White Noise Trailer (ვიდეო)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close