გამოგონებამისტიკაუცნაური

სოკუშინბუტსუ – იაპონელი ბერების მუმიფიკაცია

148517cc6d21

სოკუშინბუტსუდ გადაქცევა არც ისე მარტივი საქმეა. სოკუშინბუტსუები არიან ისეთი ბუდისტი ბერები, რომლებმაც თავიანთი სხეულის მუმიფიკაციისთვის მძიმე რიტუალი შეასრულეს. თუ რა რიტუალს ეხება საქმე ამას ქვემოთ შეიტყობთ

სოკუშინბუტსუს ტრადიცია უფრო ჩრდილოეთ იაპონიაშია ცნობილი. მას ტანტრულ რიტუალად თვლიან. სოკუშინბუტსუ ერთგვარი გამოცდაა ბუდისტი ბერებისთვის, ისინი საკუთარი სხეულის მართვაზე ხელს იღებენ და სხვანაირ ცხოვრებას ამჯობინებენ, ეს უკანასკნელი კი რამდენიმეწლიან წამებას გულისხმობს.

fd9ee5351f9e

პროცესის პირველ ეტაპზე ბერი დიეტას იწყებს. მან უნდა ჭამოს მხოლოდ სხვადასხვა თესლი და კაკალი. ამასთანავე მკაცრ ფიზიკურ ვარჯიშებს აკეთებს, რათა სხეულს საბოლოოდ მოაცილოს ყოველგვარი ცხიმი. ეს ეტაპი გრძელდება 1000 დღე.

მეორე ეტაპი კი ასეთია, ბერი ჭამს მხოლოდ ფიჭვის ხის ფესვებდა და ქერქს. ამას გარდა იყენებს შხამიან ჩაის, რომელიც ,,urushi”-ს ხის წვენისგან მიიღება (იაპონური ხეა).

თვითონ ხე ასე გამოიყურება ac48d3f526f6
წვენს კი ასე აგროვებენ f843d83f4053
ეს წვენი ჩვეულებრივ ნივთების გასალაქად გამოიყენება, და მომწამვლელი შემადგენლობა აქვს. ასე რომ როცა ბერები ჩაივით სვამენ, იწვევს პირღებინებას და ადამიანი სწრაფად კარგავს სხეულის სითხეს. ეს პროცესიც 1000 დღე გრძელდება.

ამის შემდეგ ბერი უკვე შედიოდა ქვის პატარა სახლში, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი დღეები უნდა გაეტარებინა. ის იკავებდა ლოტოსის პოზას და სიკვდილამდე ასე უნდა მჯდარიყო. თვითონ გამოქვაბული ძალიან პატარა იყო და გარე სამყაროსთან კავშირი ბერს მხოლოდ საჰაერო მილით ჰქონდა. ბუდისტს გვერდზე ედო ზარი, რომელიც ყოველდღე ერთხელ უნდა დაეწკარუნებინა, საჰაერო მილის წყალობით ეს ხმა ხალხს ესმოდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ბერი ჯერ კიდევ ცოცხალია. როცა ზარი აღარ დარეკდა, საჰაერო მილს ამოაძრობდნენ და ქვის საფლავი საბოლოოდ დალუქული ხდებოდა.

192ca735945e

შესაძლოა ბევრ უცხოელს ბერის ასეთი საქციელი სიგიჟედ ჩაეთვალა, მაგრამ ამ საქციელით ბუდისტი თავს ბუდას გვერდზე აყენებდა და ხალხის დიდ პატივისცემას იმსახურებდა.

1aab11b20307
ეს რიტუალი კანონგარეშედ ითვლებოდა და ახლაც ითვლება. ადრე ათასობით ბერმა გააკეთა იგივე რამ, მაგრამ როგორც ჩანს ყველას არ გამოსდიოდა წარმატებით. დაახლოებით 24 მუმია აღმოაჩინეს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ახალი სოკუშინბუტსუ 2010 წელსაც იპოვნეს, თანაც ტოკიოში, რაც იმის მომასწავებელია, რომ ტრადიცია ჯერ კიდევ ცოცხლობს.

90f30d916e5a

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button