უცნაური ტესტი :)
მარტივი და ცოტა არ იყოს სულელური კითხვები, მაგრამ ალბათ საკმარისი იმისათვის რომ შეაფასო ადამიანის შრომისუნარიანობა :papa:
1) რამდენი მოქმედებით შეიძლება მაცივარში მაიმუნის მოთავსება?
პასუხი: 3. გააღებ მაცივარს, შედებ მაიმუნს, დახურავ… :)
2) რამდენი მოქმედებით შეძლებდით თქვენ იმავე მაცივარში დათვის მოთავსებას? :)
პასუხი: 4. გააღებ მაცივარს, გამოიღებ მაიმუნს, მოათავსებ დათვს, დახურავ… :P
3) ტყეში ხანძარია, ყველაფერი იწვის!!! :( რომელი ცხოველი გადარჩება? :)
პასუხი: დათვი, რომელიც მაცივარში დავტოვეთ. :P
ამ სამ ტესტურ კითხვას იყენებდნენ ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში მსურველების სამუშაოზე მისაღებად:)) 1 კითხვაზე პასუხი საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ პიროვნების ლოგიკური აზროვნების უნარი, 2 – პასუხისმგებლიანობა , 3 – სწრაფი გამოსავალის პოვნა.
P.S. იმედია დაუსაქმებელი არავინ დარჩით ;)