საკითხავისასარგებლო

ვინ გვასწავლა ხელების დაბანა

b73890b5e7aa
არასდროს გიფიქრიათ ხელების დაბანისას ვინ ასწავლა ადამიანს ეს?თუ გიფიქრიათ და პასუხი არ იცით,დააჭირეთ გაგრძელებას…მერწმუნეთ საკმარისზე მეტ ინფორმაციას მიიღებთ.

ac93e31393fe

ეს საინტერესო ადამიანი იყო- იგნაც ზემმელვაისი…რომემლაც 160 წლის წინათ ასწავლა ევროპას ხელების დაბანა.ისტორია დაიწყო როგორც აგატა კრისტის დეტექტივი- 1846 წელს ზემელვაისმა დაიწყო ექიმ კლაინის ასისტირება ვენის ჰოსპიტალში(სხვათაშორის ეს ჰოსპიტალი ამჟამადაც არსებობს)…სადაც ერთიანად ორი სამშობიარო სახლი იყო..პირველ სახლში ბავშვთა სიკვდილიანობის 4% იყო,ხოლო მეორეში- დაახლოებით 20%…სხვადასხვა დღეებში ბავშვთა სიკვდილიანობა ნახევარს აღწევდა!

მეორე სამშობიარო სახლს ცუდი რეპუტაცია ჰქონდა,ამიტომ ქალები იქ მოხვედრას თავს არიდებდნენ,ხანდახან ქუჩაში,ხანდახან კი სახლში მშობიარობით.

1847 წელს ზემელვაისი კარგი მეგობარი,ექიმი- ექიმი იაკობ კოლლეჩკა,რომელიც შემთხვევით დაჭრა სტუდენტმა,როდესაც მკვდრის სხეულს ჭრიდნენ…ზემმელვაისმა შეამჩნია,რომ მის მეგობარს იგივე სიმპტომები ჰქონდა,როგორიც მშობიარე ქალებს იმ “სასიკვდილო სამშობიარო სახლიდან”…მან ასევე მიაქცია ყურადღებას იმას,რომ ზუსტად ამ სახლში იღებენ მშობიარობაში მონაწილეობას იგივე ექიმები,რომლებიც ინფექციურიდან ბრუნდებოდნენ.

ზემმელვაისმა ივარაუდა,რომ მათ ხელებით “სხეულის ნაწილაკები” გადააქვთ,რაც იწვევს მშობიარე ქალებში სიცხეს,ხოლო ახალშობილებში-სიკვდილს.მან შესთავაზა ხელები დაებანათ ქლორის კირში…ამ უბრალო უსაფრთოების ზომამ გამოიწვია მშვენიერი შედეგი- “სასიკვდილო სამშობიარო სახლ”-ში სიკვდილიანობა შემცირდა,ვიდრე პურველ სამშობიარო სახლში-1-2%ით ;)

მაგრამ სამწუხაროდ მეცნიერებისთვის უცნობი იყო დაავადებული ორგანიზმების რაობის თეორია და ამიტომაც დაიწყეს ზემმელვეისის დევნა,მას აბრალებდნენ ანტიმეცნიერულ თაღლითობას.1850 წელს ზემმელვეისმა ვეღარ გაუძლო და ვენიდან გაემგზავრა,ხოლო 1861 წელს გამოვიდა წიგნი,სადაც თავის “ხელების დაბანის” თეორიას იცავდა.

იგი გარდაიცვალა 1865 წელს,ვენაში.5 წლის შემდეგ კი მისი თეორია დაამტკიცა ქირურგმა ჯოზეფ ლისტერმა.რამოდენიმე წლის შემდეგ ინგლისში დაიწყეს ხელების დაბანვის პროპაგანდა(არა.რა თქმა უნდა ხელების დაბანვა დიდი ხნის წინათაც იყო,როგორც რელიგიური ცერემონიალი.და ასევე იმ შემთხვევებში თუ კი ხელები ცხიმიანი ან ძალიან ჭუჭყიანი იყო,იბანდნენ..სხვა შემთხვევაში-არასდროს)..წარმოიდგინეთ,როდესაც ინგლისელმა დედებმა დაიწყეს ხელების დაბანა,ბავშვთა სიკვდილიანობამ საგრძნობლად დაიკლო..
რამოდენიმე წლის წინ ევროპაში და ამერიკაში ასეტი პლაკატები იყო:
827ba096b9f5

იმედი მაქვს დაგაინტერესათ..გმადლობთ წაკითხვისთვის

პ.ს. ვინც ეს პოსტი მოიპაროს და წყარო არ მიაწეროს მოსტყდეს ის თითები :)
BY ნაწკა

მსგავსი ამბები

Back to top button