საკითხავისასარგებლოუცნაური

ამოუცნობი ისტორიები

55b1c7d83f43

ახლა კი დავიწყებ პოსტებს ამოუცნობ ისტორიებზე..

გიზის პირამიდებს უკვე დიდი ხანია ქვის ლომი იცავს , რომლის სახეშიც ადვილად შეამჩნევთ ადამიანს, ახლა უკვე ყველამ იცის , რომ მას სფინქსი ჰქვია და აქ არაერთი საუკუნეა დგას,მაგრამ მის შემქმნელზე და შექმნის დროზე არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია.

მოდით , ჯერ გავარკვიოთ რა არსებაა სფინქსი. ბერძნულ მითოლოგიაში სფინქსი ნგერვისა და უიღბლობის დემონია,მას გამოსახავდნენ ქალის სახით და ფრთიანი ლომის ტანით.აზიაში ამ არსებას პურუშამრიგას(ადამიანი-ურჩხული) ეძახიან , ან მანუსიხს (ადამიანი-ლომი).აქ ის ღმერთ ვიშნუს ერთ-ერთი სახეა , რომელიც ქვეყანას განადგურებისგან იცავდა. არაბები სფინქსს აბუ ალ-ხოლს ეძახიან , ითარგმნება როგორც “საშინელებების მამა”.

c0e8dace4549

სფინქსს გაბარიტები , ვინც და რაც არ უნდა იყოს ის , არც თუ პატარა აქვს . სიგრძეში 70 მეტრზე მეტია , სიმაღლეში კი 20. ძალიან გასაკვირია , რომ ის ვერ შეამჩნიეს ისტორიკოსებმა , რომელნიც ეგვიპტის ისტორიას , კერძოდ პირამიდებს იკვლევდნენ.

მაგალითად, გეროდოტმა თავის “ისტორიაში” დეტალურად აღწერა პირამიდები , უზარმაზარ სფინქსზე , რომელიც ამ პირამიდებს იცავდა , არანაირი ჩანაწერი არ აქვს.

როგორ მოხდა , რომ სფინქსი ვერავინ და ვერაფერმა შეამჩნია? ამის შესახებ ჰიპოტეზა ქონდა პლინიუს უფროსს, რომელმაც თქვა , რომ ქანდაკება უბრალოდ ქვიშამ დაფარა და ამიტომ ის ვერავინ დაინახა. სარწმუნოა , რომ ასეც იყო 20 მეტრიანი ქვიშის გროვა სფნიქსის თავზე უბრალო გორაკს მოგაგონებდათ.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს სფინქსი და დამტკიცდა , რომ ის არაერთხელ იყო დაფარული ქვიშით . ინფორმაციებს მისი გაწმენდის შესახებ ამოვიკითხავთ ფარაონ თუთმოს პირველის ისტორიაში : მისი მართვის პერიოდში სფინქსი თითქმის სულ დაფარული იყო ქვიშით, მხოლოდ მისი თავი მოჩანდა . ერთხელაც , ფარაონმა ნახა სიზმარი ,მამამისი ეუბნებოდა , რომ გაეწმინდა სფინქსი და თუთმოსი თუ ამას გააკეთებდა მისი ძალაუფლება ეგვიპტეზე შედარებით ხანგრძლივი იქნებოდა. მთელი წელი მუშაობდნენ მონები , მაგრამ მხოლოდ სფინქსის ნახევარი გაასუფთავეს.

რაღაც განშტოებები სფინქსის ისტორიისა მეცნიერებს შესწავლილი აქვთ და იციან , მაგრამ მათ ჯერ ვერ გაარკვიეს , თუ ვინ შეუკვეთა , ან ვინ ააგო სფინქსი , მაგრამ მის შემკვეთზე არის მოსაზრებები. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს , რომ სფინქსი შეუკვეთა ფარაონ ხეფრენმა . მეცნიერებმა დაადგინეს , რომ ხეფრენის პირამიდაც და სფინქსის ერთიდაიგივე სახის ქვით არის აგებული. ამის გარდა სფინქსთან აღმოაჩინეს ხეფრენის მემორიალი , ამიტომ მეცნიერები ფიქრობენ , რომ ის ხეფრენმა შეუკვეთა.

ეგვიპტოლოგები ფიქრობენ იმის შესახებ თუ ვინ ააგო სფინქსი დღევანდელი დღისთვის. ყველა თეორიას აქვს როგორც დამამტკიცებელი საბუთი , ასევე უარყოფითი მხარეებიც, მაგრამ ერთი რამ , რაც ნამდვილად იციან მეცნიერებმა , არის ის რომ სფინქსი აიგო გაცილებით ადრე , ვიდრე პირამიდები. ყველა ჰიდროლოგი , რომელიც ერთხელ მაინც შეხედავს მათ , გეტყვით რომ სფინქსზე ჰორიზონტალურად “გალესილი” შრეები არის წყლის ეროზიის შედეგი. ეს კი მაშინ იქნებოდა შესაძლებელი , თუ სფინქსი რამდენიმე ათასი წელი გაატარებდა წვიმაში. ეს კი ნაკლებად სარწმუნოა , რადგან იქ წვიმები არც თუ ხშირად იცის.ვარაუდობენ , რომ სფინქსი მოესწრო მსოფლიო წყალდიდობას და თვითმხილველი გახდა ატლანტიდის(თუ ასეთი ისტორიაში არსებობდა) ჩაძირვისა.

სამწუხაროა , მაგრამ სფინქსის ახლანდელი მდგომარეობა სავალალოა : ტანი ძალიან დაზიანებული აქვს , ცხვირიც ჯექსონივით მოძვრა , მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ბუნების ზემოქმედების შედეგი ეს ადამიანის ხელითაცაა გაკეთებული , რაც ყველაზე სამწუხაროა.

სურათები:

fc5e6e49169c

dd86085d1a0a

c031802d6616

a836ebef0638

96c16c8b38d3

ყველა პოსტი

მსგავსი ამბები

Back to top button