TECH & მეცნიერებაგართობა

როგორ დავაფრთხოთ სტუმარი?!

b749e6d4965c

თქვენ თავი მოგაბეზრეს ადამიანებმა? მარტოობა გსურთ საკუთარ სახლში და ამას არ გაცლიან, ყელში ამოგივიდათ განუწყვეტელი სტუმრიანობა ან უბრალოდ ერთი ადამიანი თვალში არ მოგდით და დიდად არ გახარებთ მისი ყოველდღიური ვიზიტები?! მაშინ ეს პოსტი თქვენთვისაა, კარგად წაიკითხეთ, ხელები დაიკაპიწეთ და საქმეს შეუდექით :(

პირველ რიგში რამაც შეიძლება ჯერ კიდევ კარების შემოღებამდე შეაშინოს სტუმარი არის ძაღლის ყეფა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თქვენ სტუმრებთან ერთად არც ძაღლი გიყვართ? არაა პრობლემა, სწორედ თქვენთვის გამოიგონეს მეცნიერებმა ხელოვნური ძაღლი. ის კი აი ასე გამოიყურება

89c7bab525b7
მას ელექტრონული თვალები აქვს, როგორც კი ადამიანი 20 ფეხის ნაბიჯზე უახლოვდება მაშინვე იწყებს ყეფას, თუ უფრო ახლოს მოდიან, ყეფა ძლიერდება და ხშირდება. ასე რომ თქვენს სტუმარს ეგონება სახლში უზარმაზარი ძაღლი გყავთ და თუ გაგიმართლად იმ დღეს მშვიდად განმარტოვდებით.
ხელოვნური ძაღლი შეგიძლიათ შეიძინოთ აქ ბმული

თქვენმა სტუმარმა ვაჟკაცობა გამოიჩინა და არ შეეშინდა ძაღლის ყეფის? რას ვიზამთ, დაე ფანტაზიას ფრთები შევასხათ და სხვა რამ მოვიფიქროთ.

შეგიძლიათ კარებთან ახალი ქეჩა დადოთ, აი მაგალითად ასეთი
8ed3b1fa0c4d
ან კიდევ ასეთი
93c2c745995e
ესენი შეგიძლიათ შეიძინოთ აქ: ბმული

თუ ეს ყველაფერი მან ხუმრობად მიიღო და კისკისით აპირებს კარზე დაკაკუნებას, ასეთი რამ წინასწარ უნდა გქონდეთ მომზადებული
ab0b6e81b9c6
მშვენიერი,მიმზიდველი კარზე დასაკაკუნებელი, შეიძინეთ აქ: ბმული

თუ მაინც დააკაკუნა, უკვე ოდნავ შეშფოთებული იქნება, მაგრამ მაინც ამდენად უკმეხი.. რას ვიზამთ,მოგიწევთ კარის გაღება და სახლში შემოშვება,მაგრამ რა თქმა უნდა აქაც არ მოაკლებთ სიურპრიზებს, მით უმეტეს რომ უკვე მომზადებული გექნებათ ახალი, დივანზე გადასაფარებელი, რომელიც ასე გამოიყურება

ad76f447fc71
ამას სულ რაღაც 24 დოლარად იყიდით აქ: ბმული

ეს ჩვენი გამბედავი სტუმარი მაინც უკმეხად წამოითხლაშა დივანზე? მაშინ მოგვიწევს რაიმე დასალევი შევთავაზოთ, რა თქმა უნდა წინასწარ ჩაფიქრებული გვაქვს, რომ სასმელი აუცილებლად ამ ჭიქაში უნდა ესხას
d5c3b0bfc46b
ამას იყიდით აქ: ბმული

აა, ერთმა ჭიქამ არ დააკმაყოფილა? კი ბატონო, მთელ ბოთლ სასმელს გამოურბენინებ, ოღონდ ასეთს
d2faf1cd77bf

00521116ff33
ასეთი (დამეთანხმებით მეტად მომხიბლავი) ბოთლის ჩასადები შეგიძლიათ აქ იყიდოთ: ბმული

ამ ყველაფრის შემდეგ სტუმარს სავარაუდოდ აბაზანაში გასვლა მოუნდება. ან უბრალოდ ცოტა ხნით შესასვენებლად, ან შეშინებულზე ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ იქ გონია უკეთესი დღე ელის?

feee72d79994
აი ასეთი სააბაზანო ფარდა გესაჭიროებათ, აქ შესაძლებელია ამის ყიდვა: ბმული

არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სტუმარი ზედმეტად გულმაგარია, რადგან მაინც კარგად აიტანა აქამდე ყველაფერი, ასე რომ ტუალეტის ქაღალდს როგორც კი ხელს მოჰკიდებს, სავარაუდოდ ნერვები უმტყუნებს, რატომ?

9a0cc01c732a
ეს არის შესაშინებელი ტუალეტის ქაღალდი, მას შიგნიდან უმაგრდება ელემენტი, როგორიც სურათზეა მოცემული და როგორც კი ჩამოსწევენ გამოსცემს სხვადასხვანაირ ხმებს,რა თქმა უნდა საშინელს :evil: იყიდება აქ: ბმული

აბა წარმატებებს გისურვებთ : ))))

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button