არქივი

ლაზეთი

ffab02e73cf3

ლაზეთი, იგივე ჭანეთი, უძველესი დროიდანვე დასავლურ-ქართული ტომებით იყო დასახლებული.

54e0caf2e273

ძვ.წ. XI-VIII საუკუნეებში იგი ქართველი ტომების პირველ სახელმწიფოებრივ გაერთიანებაში – კოლხას – შემადგენლობაში შედიოდა, ძვ.წ. VI საუკუნიდან ძლევამოსილი კოლხეთის სამეფოს ნაწილია. I საუკუნეში ეს ტორიტორია რომმა დაიპყრო. იბერიის (ქართლის) სამეფოს ძლიერების ხანაში ლაზეთის ნაწილი ქართლის სამეფოში შევიდა. VII საუკუნეში აღმოსავლეთ ლაზეთს ბიზანტიის იმპერია დაეუფლა.

XIII საუკუნის დამდეგს საქართველომ ბიზანტიის იმპერიას შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ჩამოაჭრა და მისგან ტრაპიზონის ვასალური სამეფო შექმნა. აღმოსავლეთ ლაზეთი მის შემადგენლობაში მოექცა. 1282 წელს ლაზეთი დავით ნარინმა დაიპყრო, ხოლო XIII საუკუნის მიწურულს ის სამცხის მფლობელ ჯაყელთა ხელში გადავიდა. XV საუკუნეში სამცხის მთავარმა ლაზეთი გურიის მთავრს გადასცა, თუმცა მომდევნო პერიოდებში ლაზეთი ამ ორ სამთავროს შორის მუდამ ცილობის საგანს წარმოადგენდა.

53739d5de24d

XVI საუკუნეში ლაზეთი ოსმალეთმა დაიპყრო. მიტაცებული ქვეყანა ოსმალებმა ტრაპიზონის ვილაიეთს მიათვალეს და ხუთ კაზად დაყვეს.

ლაზეთის დაპყრობის შემდეგ თურქებმა ადგილობრივი მოსახლეობის გამაჰმადიანება იწყეს, მაგრამ ხალხი წინ აღუდგა მათ მცდელობას. მაშინ თურქებმა მძიმე გადასახადები დაუწესეს ყველას, ვინც ქრისტიანობას შეინარჩუნებდა და მაჰმადიანობის მიღებაზე უარს იტყოდა. აუტანელი გადასახადებისაგან შევიწროებული მოსახლეობის ნაწილი იძულებული ხდებოდა, მიეღო უცხო რჯული, თუმცა ფარულად აგრძელებდნენ ქრისტიანულ ღვთისმსახურებას. გარეგნულად გამაჰმადიანებული ქართველები თანამემამულეებს ურჩევდნენ არ მიეღოთ ისლამი და თვითონ ეხმარებოდნენ მატერიალურად.

ლაზეთის მოსახლეობა არ ურიგდებოდა გათურქება-გამუსულმანებას და სარწმუნოებრივი დევნის გამო ქართველთა ნაწილი საქართველოს შიდა რეგიონებში იხიზნებოდა. XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე ლაზიის სამიტროპოლიტო კათედრა დროებით გურიაში გადმოუტანიათ და ახლად დაარსებული ცენტრისათვის ლაზეთიდან მოტანილი სახელი – სატრაპელა – უწოდებიათ.

8458125e425c

დღესდღეობით, ლაზეთი თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის.

P.S. ჩემი მე-20 პოსტია ;)

Janikokoko

Im fuckin' noob :*
Back to top button