არქივი

ამოუცნობი ისტორიები(ნაწ.2)

7e40cf716285

ჩემი დღევანდელი თემა იქნება ტუტანხამონის მკვლელობა.

უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიის დახმარებით , შეიქმნა მისი სურათი , რომლიდანაც მკაცრად გვიყურებს. მოწყენილი, თაფლისფერი თვალებით , სავსე ტუჩები . . რაღაცისგან დამწუხრებულია , ფარაონის შვილი ასეთი დამწუხრებული რატომ უნდა იყოს? შეიძლება ეს უსულო მანქანების ფანტაზიაა და მეტი არაფერი , ან იქნებ ტუტანხამონმა გაიგო თავისი მოსალოდნელი სიკვდილის შესახებ?!

როცა მისი დაბადებიდან 9 წელი იყო გასული , მისი მამა – ეხნატონი გარდაიცვალა და ტუტანხამონს ტახტი დაუტოვა. ხოლო , როდესაც მას 18 წელი შეუსრულდა, თვითონაც გარდაიცვალა. უცბად , ყველასთვის მოულოდნელად , მხოლოდ მას არ გაჰკვირვებია , ვისაც მისი სიკვდილი სურდა. (თუ მოკლეს იგი და ამის დასადასტურებელი ბევრი თეორიაა).

8eb564fdb64c

ვინ , ან რამ მოკლა იგი? რა გახდა ახალგაზრდა ფარაონის სიკვდილის მიზეზი , საიდან მოვიდა უბედურება? ახლა , სამი ათასი წლის მერე რამის დამტკიცება არ შეიძლება , მაგრამ გვაქვს ჰიპოტეზები “ოქროს” ფარაონის სიკვდილის შესახებ. ეს ჰიპოტეზები , კი მისი საფლავის გამოკვლევის შედეგად გამოთქვეს , მაგრამ საინტერესოა , რომ მეცნიერებმა ბევრი სხვადასხვა ვერსია წამოაყენეს.

აქამდე ყველა თვლიდა , რომ ტუტანხამონი მოკლეს: ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმით. იმაზეც კი , თუ ვინ მოკლა ფარაონი მეცნიერების მოსაზრებები გაიყო. ყველა “პრეტენდენტი” მაქსიმალურად იყო მიახლოებული მასთან. ტუტანხამონის ახალგაზრდა ცოლს – ანხესენამონს თავისი ქმარი ძალიან უყვარდა და ძალიან წუხდა მისი სიკვდილის შესახებ. მან თავისი ხელით დადო ყვავილების ბუკეტი ქმრის საფლავზე. თან მას არანაირი მოტივი არ ჰქონია ქმრის მკვლელობისათვის , პირიქით ტუტანხამონის სიკვდილის შემდეგ მას მოუწია გაყოლოდა ცოლად იმას , ვინც არ უყვარდა – რომელი გოგოსთვისაა ეს მისაღები?

ფარაონის ხაზინადარი მაიაც იყო ეჭვმიტანილების სიაში , მაგრამ არც მას ჰქონდა რაიმე მოტივი ფარაონის მკვლელობისთვის. რათქმაუნდა ისინი ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ და მაიას შეეძლო მისი მოკვლა , მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

მესამე ეჭვმიტანილი არის მხედართმთავარი ხორემხები , რომელიც ასევე მოტივის არქონის გამო აღარ მიიჩნიეს მთავარ ეჭვმიტანილად. პრინციპში მოტივი იყო : ხორემხებს შეიძლებოდა ნდომოდა ფარაონად გახდომა და ამისთვის მას ჯარიც ჰყავდა. მას რო ნდომოდა ფარაონობა, ახალი ფარაონის გამოჩენისთანავე თავის გეგმას სისრულეში მოიყვანდა , მაგრამ მან არ შეიცვალა თანამდებობა.

მთავარი ეჭვმიტანილი ტუტანხამონის მკველობისა არის აი , რომელიც მართავდა ეგვიპტეს, სანამ ფარაონი წამოიზრდებოდა. მას შეიძლებოდა ნდომოდა ტუტანხამონის სიკვდილი , რადგან თუ ფარაონი მოკვდებოდა, ის დაქორწინდებოდა ანხესენამონზე და ავტომატურად გახდებოდა ფარაონი. სარკოფაგზე დახატულ ნახატებზე გამოსახულია აი , რომელიც კრძალავს ტუტანხამონს , ეს კი იმის მანიშნებელია , რომ ის შემდეგი ფარაონი იქნებოდა (ეგვიპტეში გარდაცვლილ ფარაონს მარხავს ის , ვინც შემდეგი ფარაონი იქნება ) .

რატომ თვლიან მეცნიერები , რომ ტუტანხამონი მოკლეს? – იმიტომ , რომ მისი თავის ქალის ნაწილი არის ჩავარდნილი და ეს შეიძლება , მხოლოდ რაიმე საგნის თავში ჩარტყმით.

მაშინ , რატომ არ უშველა თავს ტუტანხამონმა , როცა მას რამეს ურტყამდნენ . საქმე იმაშია , რომ ტუტანხამონი იტანჯებოდა სინდრომით , რომელიც არ აძლევდა მას კისრის შემობრუნების საშუალებას (ანუ მას არ შეეძლო კისრის მობრუნება , ტანის მობრუნების გარეშე). ამას საპირისპირო მხარეც აქვს , თუ ტუტანხამონი მართლაც იტანჯებოდა ამ სინდრომით , მაშინ ის უბრალოდ უკან გადავარდებოდა და თავს დაარტყამდა.

რამდენიმე წლის შემდეგ ეს თეორიები ნაგავს გაატანეს , როცა გამოცხადდა , რომ ტუტანხამონი მალარიით გარდაიცვალა. ამის შესახებ ყველას ამცნეს ეგვიპტოლოგებმა , რომლებმაც ჩაატარეს მუმიის დნმ(DNA) _ის ანალიზი. მათ ასევე განაცხადეს , რომ ტუტანხამონი სხვა ბევრი დაავადებით იტანჯებოდა. მაგ: მას ძალიან მყიფე სახსრები ჰქონდა. ვისაც მისი ისტორია აინტერესებდა , ალბათ არაერთხელ უნდახავს მისი სურათები , სადაც მას ჯოხით ხელში გამოსახავდნენ. რატომ უნდა გამოსახო ახალგაზრდა ადამიანი ჯოხით ხელში , თუ მას რაღაც არ აწუხებს? ეგვიპტოლოგები თუ მართლები არიან , ის სიარულისას ტკივილს განიცდიდა.

როგორი ავადმყოფი” შეიძლება თქვათ , მაგრამ რატომ უნდა იყოს ეგვიპტის ფარაონი ავადმყოფი , ის ხომ აქტიურ ცხოვრებას უნდა ეწეოდეს? აქ ერთი ფაქტია , შეიძლება ის იმიტომ იყო ასეთი ავადმყოფი , რომ მამამისმა ეხნატონმა ცოლად თავისი ღვიძლი და ნეფერტიტი მოიყვანა და მან გააჩინა ტუტანხამონი . შვილმაც მამამისის მსგავსად თავისი ღვიძლი და მოიყვანა ცოლად და შეიძლება ამიტომაც გარდაეცვალა ორივე ქალიშვილი.

ზოგმა მეცნიერმა ამ ყველაფერს კარგად მოუსმინა , ხაზი გადაუსვეს და ამაყად განაცხადეს , რომ ტუტანხამონი ფეხების დამტვრევით გარდაიცვალა , რომელსაც გართულებები მოჰყვა . მაგრამ გაურკვეველია , ასეთი რა გართულება უნდა მოჰყვეს ძვალში ბზარს , რომ სიკდილი გამოიწვიოს.

ჰოლანდიელებმა ხომ საერთოდ ყველაფერზე უარი თქვეს და თავისას მიაწვნენ , მათ მოიფიქრეს , რომ ფარაონი ზედმეტი წონისგან მოკვდა , რაც ალბათ ნაკლებად სავარაუდოა . როგორ უნდა გარდაიცვალოს 18 წლის ახალგაზრდა ზედმეტი წონით , როდესაც ის აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა და ეტლით ნადირობდა?

ზოგმა მეცნიერმა კი ტუტანხამონის ამ გართობაზეც “პრეტენზიები” გამოთქვა , შეიძლება როცა ნადირობდა გადმოვარდა და მაშინ გარდაიცვალაო? მაგრამ აქაც ისმის “მაგრამ” . თუ ასეა რატომ არ აღენიშნება მას რაიმე მოტეხილობა ზურგის არეში?

ასე და ამგვარად , ვერავინ , ვერანაირად , ზუსტად ვერ დაადგინა თუ როგორ გარდაიცვალა ჩვენი ფარაონი , თუმცა ალბათ ჩვენი თაფლისთვალება ყმაწვილი ვინმეს ხელს უშლიდა . . .

სურათები:
78e997af8e7a

377f8b53435a

1cab0314ed6f

b922a021a25d

1f9c5c5f9568

ყველა პოსტი

მსგავსი ამბები

Back to top button