ახალი ამბებივიდეოებიუცნაური

ტაბუ (ნაწილი 1)

600x300

ამ პოსტით დავიწყებ ჩემი პოსტების სერიას სახელწოდებით ტაბუ რომელშიც მოგიყვებით სხვადასხვა ქვეყნის უცნაურ და მიუღებელ ტრადიციებზე.

ყველა ქვეყანას აქ თავისი კულტურა, ტრადიციები, დღესასწაულები და ცხოვრების წესები, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა ან ტომი გამოირჩევა სხვადასხვა უცნაური და სასტიკი ტრადიციით რომელიც იმ ქვეყნის ან ეთნიკური ჯგუფის განუყოფელი ნაწილია მათ მიწაზე.

რა აიძულებს ზოგიერთ ტომში ქალს გაიჩინოს თავის სხეულზე ასობით შრამი ბასრი დანისგან? გაიკეთოს ყელზე მრავალი რგოლები რომლის მოხსნის შემთხვევაშიც კისერი მოტყდება? ან მამამ საკუთარი შვილი რაიმე ნაკლის გამო მდინარეში გადააგდოს, ან კაცმა ხელზე გაიკეთოს ხელთათმანი რომელიც სავსეა წითელი ჭიანჭველებით და გაუძლოს აუტანელ ტკივილს? და ეს ყველაფერი – მხოლოდ იმის გამო რომ მათ ღრმა რწმენა გამოხატონ თავისი ტომის ან ტრადიციის მიმართ, ან დაამტკიცონ საკუთარი “ვაჟკაცობა” და არ უღალატონ მათ მიერ არჩეულ ცხოვრების წესს. მაგრამ ბევრი რიტუალი არა მარტო უცნაურია, არამედ სახიფათოცაა…
ამ პოსტის პირველ ნაწილში დავდებ ვიდეოს (და შესაბამისად გითარგმნით) ნიგერიის ერთ-ერთ ტომზე რომელშიც ბავშვებს არაადამიანურად ექცევიან და გასათხოვარი ქალები წელზე ასობით შრამებს იკეთებენ იმისთვის რომ პარტნიორს ის მოეწონოს და იქორწინონ:

ტომში აქვთ ერთი სიტყვა “მინგი” რომელიც მოასწავებს ყველაფერ უბედურებას: ომს, კაცის მკვლელობას, დაავადებას…აგრეთვე ამ სიტყვით აღინიშნება ბავშვი, რომელსაც მაგალითად ზედა კბილი პირველად ამოუვა ვიდრე ქვედა, ან რაიმე ფიზიკური დარღვევა, აგრეთვე ტყუპები, ამ ტომის რწმენით თუ ასეთ ბავშვს არ მოიშორებენ სოფელს უბედურება დაატყდება, ამიტომ, ამ ბავშვებს მდინარეში აგდებენ ან
ბუჩქებში ტოვებენ რომ მოკვდეს. მაგალითად თუ მათ სოფელში ამოვარდა ძლიერი ქარი, ისინი ამას “მინგი ბავშვს” აბრალებენ და მას ეძებენ.
ამავე ტომში, სილამაზედ ითვლება მრავალი შრამი, რომლებიც იწყება კისრიდან ჩამოყვება მთელ ტანზე და ნეკნებზე… თუ ქალს არ აქვს ეს შრამები, მას არ აქვს უფლება გათხოვდეს, და რომც შეეძლოს მაინც არავინ მოიყვანს, იმიტომ, რომ კაცებიც მთავარ სილამაზედ შრამებს თვლიან.

ამით ჩემი პოსტი დასრულდა :) იმედია მოგეწონათ, თუ კი ამ სერიებს გავაგრძელებ, თუ არადა შევწყვიტავ :(

Bab0LaT

http://www.playercentric.com.au/files/1012/5783/9148/Babolat-Logo.jpg

მსგავსი ამბები

Back to top button