მისტიკასაკითხავი

ჰარი პოტერის ჯადოსნური არსებები(ნაწილი 1)

03b1d0c2d37b
კარგი პოსტი ჯადოსნურ არსებებზე უფრი ჰარი პოტერისეული არსებები.
პირველი რიგში. ზოგადათ ჯადოსნურ არსებებზე:
მაგიური ისევე როგორც მაგლური ცხოველები იყოფიან ორ კლასად . ესენია : მტაცებლები და ბალახისმჭამელი ცხოველები.
მტაცებელი ცხოველები

მტაცებელ ცხოველებს უწევთ თავისი საჭმლის მოპოვება ბრძოლის მეშვეობით. ისინი ჭამენ ხორცს ხოლო როგორც მოგეხსენებათ იგი არც ხეებზე იზრდება და არც მიწიდან ამოდის. მის მოსაპოვებლად მტაცებელ ცხოველებს გააჩნიათ ბასრი ბრჭყალები და კბილები . არსებობენ განსაკუთრებული მტაცებლები რომლებსაც არც ერთი გააჩნიათ და არც მეორე . მათ აქვთ უნიკალური იარაღები როგორც ნესტარი , მარწუხები , შხამიანი ნერწყვი და ა.შ. მტაცებელი ცხოველები არიან მონიშნული სამინისტროს მიერ X-ებით.

X-ებით მონიშვნის სისტემა

ეს სისტემა არის სამინისტროს ერთადერთი საშუალება რომ გაარჩიოს მართლაც რომ საშიში მტაცებელი ნაკლებად საშიშისგან. სუსტ ბალახისმჭამელ ცხოველებს მინიჭებული აქვთ ერთი X ხოლო , საშიშ დაუოკებელ და ძნელად გასამკლავებელ ცხოველებს როგორც დრაკონი ან ბასილისკოა ხუთი X. ამავე კატეგორიაში შედიან მაქციებიც და ნუნდებიც (ჩვეულებრივი ნუნდები თორემ ველურებს ათასი გრიფინდორელიც კი ვერ მოერევა) . ასევე ძლიერი მტაცებლები არიან ბასილისკო აკრომანტულა, მანტიკორა, ტროლი, ბოგარტი, ცეცხლაკუდა,

მეორერიგში გავეცნოთ პატარა ამონარიდს წიგნიდან ,,ჯადოსნური არსებები სად ვიპივოთ ისინი”

d13b000b4fc3
რა არის სიტყვა “მხეცი’’
ახსნა სიტყვისა “მხეცი” სწავლულებში მუდამ განსჯის საგანი იყო.ვისაც ახალი დაწყებული აქვს მაგიური
ცხოველების შესწავლა ჩათვლის რომ ეს არის ადვილი რადგან იგი არ არ ჰქონია პატივი მთლიანად შეესწავლა
მაგიური სამყარო.მაგრამ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა მაშინ როდესაც ჩვენ განვიხილავთ სამი ტიპის
ცხოველებს.
მაქცია თავისი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ადამიანის სახით ატარებს.მაგრამ თვეში ერთხელ ისინი იქცევიან
საშინელ ცხოველებათ, რომლებიც მოწყურებულები არიან ადამიანის სისხლს.
კენტავრის წეს-ჩვეულებები არ ჰგავს ადამიანისას: მათ უყვართ ტყეში სიბნელეში და სიმშვიდეში ცხოვრება,
ისინი მოშორებულები არიან ადამიანთა მოდგმას და რაც მთავარია გააჩნიათ მათთვის შესაფერისი გონება.
ტროლს გააჩნია ადამიანის მსგავსი გარეგნობა, ასევე მათ შეუძლიათ შეისწავლონ რამოდენიმე ადვილი სიტყვა,
მაგრამ ისინი ყველაზე სულელ ცალრქიან ცხენზეც კი სულელები არიან და არ არიან დაჯილდოვებული
არანაირი მაგიური ძალით გარდა საოცარი ძალისა.
ახლა დავსვათ კითხვა: ზემოთ მოცემული არსებებიდან რომელი არის “მხეცი” და რომელს აქვს უფლება
მართოს მაგიური სამყარო.
წინა განხილვა იმისა თუ რომელ არსებას უნდა ეწოდებოდეს “მხეცი” გამოირჩეოდნენ დიდი
წინდაუხედულობით.
ბარდოკ მულდონი – 1429-1490 წლები. მაგიური საბჭოს თავმჯდომარე 1448-დან 1450 წლამდე. თავისი
მოღვაწეობისას მულდონმა შექმნა პროექტი, რომლის მიხედვით მაგიური სამყაროს ნებისმიერი წევრი
რომელსაც ორ ფეხზე სიარული შეეძლო უნდა ჩათვლილიყო მაგიურ “არსებად” და არა “მხეცად”. მან მოიწვია
ყველა ვინც კი შედიოდა მის მიერ წარმოდგენილი მაგიური “არსების” განამრტების ფარგლებში, რათა
ჯადოქრებთან ერთად განეხილათ და მიეღოთ კანონები.
თუმცა მისდა გასაკვირად ყრილობაზე გამოცხადებულმა გობლინებმა თან მოიყვანეს სხვა ორფეხა არსებებიც:
ტროლი, პიქსი, ფერია მაგრამ ამ არსებებმა დარბაზი დაარბიეს და პროექტიც დაიხურა.
“ვერაფერს ვერ გაიგებდი იმ ხმაურში. ალქაჯები გამწარებით გაჰკიოდნენ,კორნელიუსის ფერიებმა და ელფებმა
იქაურობა ნაგავსაყრელს დაამსგავსეს.ეს მაშინ ხდებოდა როდესაც საწყალი ჯადოქრები მათი უფლებების
დაცვას ცდილობდნენ.ამ ხმაურში ტროლებიც შეწუხდნენ და იქაურობის დანგრევა დაიწყეს. ბარდოკი სხდომის
დასამშვიდებლათ ადგა მაგრამ ფეხი დაუცდა და ნეხვში ჩაეფლო და გამწარებული გავარდა სასამართლოდან”.
როგორც ვხედავთ ის რომ რაიმე ცხოველს გააჩნია ორი ფეხი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას აქვს უფლება მიიღოს
მონაწილეობა მმართველობაში. აღშფოთებულმა ბარდოკმა უარი თქვა სხდომის გაგრძელებაზე.
ბარდოკის მიმდებარი მადამ ელფირდა კლაგი,ცდილობდა შეეცვალა სიტყვა “ არსების” მნიშვნელობა.ამის
შემდეგ მან გამოსცა კანონი რომლის საფუძველზეც “ არსებად” იწოდებოდა ის ცხოველი რომელსაც შეეძლო
ლაპარაკი ადამიანურ ენაზე.ყველას ვისაც შეეძლო ლაპარაკი მიწვეულნი იქნენ შემდეგ სხდომაზე. და იგივე
პორბლემები. გობლინებს ისევ არ მოსწონდათ მათი უფლებები.სხდომაზე ის ტროლებიც იყვნენ მოწვეულები
რომლებსც გობლინებისგან ესწავლათ რამოდენიმე ფრაზა.ამის გარდა მოვიდა დიდი დელეგაცია სულებისა
(რომლებიც მალდონის სხდომაზე არ იყვნენ) ისინი უკმაყოფილოები იყვნენ იმით რომ სამინისტრო
ყურადღებას არ აქცევდა გარდაცვლილებს და მხოლოდ ცოცხლებს უგდებდა ყურს.კენტევრები რომლებიც
მალდუნის დებულებით “მხეცებად” იყვნენ გამოცხადებულები, მოიწვიეს როგორც “არსებები”. ისინი არ
დაეთანხმნენ იმას, რომ წყლის ალები(ან სირინოზები)გაერიცხათ საბჭოდან რადგან მათ წყლიდან ამოსვლის
შემდეგ არავისთან არ შეეძლოს საუბარი გარდა ერთმანეთისა.
1811 წლამდე არავის არ შეეძლო დაეყო მაგიური არსებები კლასებად, მაგრამ გროგან სტამპმა(სახელი ზუსტად
არ ვიცი) გამოსცა დეკრეტი რომლის თანახმადაც “არსებად” იწოდებოდა ყველა ცხოველი რომელსაც გააჩნდა
იმდენი ინტელექტი რომ გაერჩია მისი უფლებები.( გამონაკლისს წარმოადგენდნენ მხოლოდ მოჩვენებები
რომლებიც თვლიდნენ, რომ მათი არსებებად წოდება არაცივილური იყო რადგან “მათ უკვე იარსებეს”მგონი
ზუსტად ვთარგმნე.)სტამპმა შექმნა სამი ქვეგანყოფილება მაგიური არსებების კონტროლის ცენტრში,რომელიც
დღესაც არსებობს. “მხეცების” განყოფილება,არსებების განყოფილება და სულების განყოფილება.ტროლების
წარმომადგენლები დაკითხეს გობლინების გარეშე და გაირკვა, რომ მათ არ ესმით არაფერი იმისა რასაც
ელაპარაკებიან,ამიტომ მიუხედავად მათი ორფეხოვნებისა ისინი მაინც “მხეცებად” გამოცხადნენ.სირინოზების
დაკითხვისას მოწვეული ჰყავდათ თარჯიმანი და ისინი გამწესდნენ კლას “არსებებში”.ელფები,გნომები,გ
ბლილები და კორნელიუსის ფერიები გამწესდნენ კლას “მხეცებში” მიუხედავათ მათი ადამიანური
შეხედულებისა.
რა თქმა უნდა ამით ეს საქმე არ იყო ამოწურული.ჩვენ ყველა კარგად ვიცნობთ ისეთ ჯადოქრებს რომლებიც
მოითხოვენ მაგლების “მხეცებად” გამოცხადებას.კენტავრებმა უარი განაცხადეს კლას “არსებებზე” ამიტომ
ისინი კვლავ “მხეცებად” გამოცხადნენ.ერთი წლის შემდგეგ სირინოზებმაც იგივე განცხადება
გაააკეთეს.მიუხედავად იმისა, რომ ჩამოყალიბებული იყო მაგიური ცხოველების კონტროლის დეპარტამენტი
არცერთ კენტავრს არ გამოუყენებია მისი სერვისებით.
ამასთან მაქციები უკვე მრავალი წელია გადადიან არსებებიდან , მხეცებში და პირიქით.
სამინისტროში ჩამოყალიბდა ორგანიზაცია რომელიც მაქციებს ეხმარებოდა ეს ერთგვარი ფონდი
იყო.რამოდენიმე მაღალ ინტელექტიანი ცხოველი გამწესდა კლას “მხეცში” მათი უუნარობით შეეკავებინათ
მტაცებლური ინსტინქტი.
აკრომანტულები და მანტიკორები მიუხედავათ მათი ლაპარაკის უნარისა და ინტელექტის მაღალის დონის
მზად იყვნენ შეეჭამათ ნებისმიერი ახლოს მყოფი ადამიანი.სფინქსი საუბრობდა გამოცანებით და არასწორი
პასუხის შემთხვევაში ძალიან ბრაზდებოდნენ და ხშირად თავს ესხმოდნენ ადამიანებს.
სადაც არ უნდა განვიხილოთ ცხოველების დაყოფის არასრულფასოვნება ჩვენ მაინც ვერ გამოვიტანთ დასკვნას.
ახლა გადავიდეთ იმ საკითხზე რომელიც უამრავ ჯადოქარს აწუხებს:რატომ ვერ ხედავენ მაგლები მაგიურ
ცხოველებს?
“მოკლე??იტყუება და არც წითლდება”
ბევრ ჯადოქარს გაუკვირდება როდესაც გაიგებს, რომ მაგლების უმეტესობამ იცის იმ ცხოველების შესახებ
რომლებსაც ჩვენ ასე მონდომებით ვმალავდით. შუა საუკუნის ცნობებიდან ვიცით გვიამბობს იმის შესახებ, რომ
მაშინ ცნობილი იყო ისეთი ცხოველები რომლებიც დღეს მითად ითვლება.დრაკონი,ცალრქიანი
ცხენი,გრიფონი,ფენიქსი,კენტავ
ი- ეს ყველა ცხოველი იმ პერიოდის თქმულებად ითვლება (მაგლებში),მაგრამ ზოგიერთი მათგანი საშინელი
არაზუსტობითაა აღწერილი.მაგლური ნაწარმოებების შესწავლა გვიჩვენებს, მაგლებმა დაივიწყეს ეს ცხოველები
ან უბრალოთ სხვაში აერიათ.
განვიხილოთ მონუსკრიპტი,რომელიც დაწერილია ბენედიქტის ძმის მიერ, მონუსკრიპტი შემონახულია
ვუსტერშირელი ბერებისგან:
“ერთ დღეს ბაღში რეჰანს ვწყვეტდი,უცებ დავინახე დიდი ქრცვინი რომელიც სხვა ქრცვინებისგან განსხვავებით
შემომახტა მე უბრალოდ დავიყვირე: “მომშორდი აქედან მღრღნელო” ცხვირზე მიკბინა და გაიქცა.ნაკბენი
სერიოზული იყო და სისხლისგან ვიცლებოდი.მე რა თქმა უნდა არ დამიჯერეს და მკითხეს თუ რამდენი ჭიქა
ღვინო მქონდა დალეული ხოლო ჩემი გასივებული და სისხლმდინარი ცხვირის გამო განთავისუფლებული
ვიყავი საღამოს ლოცვისგან.”
ნათელია რომ ჩვენმა მაგლმა მეგობარმა ნახა არა ქრცვინი არამედ უბრალო ბაღის გნომი რომელიც არც ისე გავს
ქრცვინს.არასწორი გაგება იმისა თუ რა ხდება უფრო მეტ უარყოფით შედეგს გამოიღებს.ამ დროისთვის
ჯადოქრების დევნამ პიკს მიაღწია ხოლო ისეთი ცხოველების გამოსახვა როგორიც იყო დარკონი,სფინქსი და
სხვა მაგლებს პანიკაში აგდებდა.
მაგრამ ამ წიგნის მიზანი არის მოგითხროთ ცხოველების შესახებ და არა იმ ბნელი დღეებისა.
ჩვენ გვაინტერესებს ბედი იმ ცხოველებისა რომლებიც იძულებულები იყვნენ დამალულიყვნენ რადგანაც
მაგლებს ეგრძნოთ ის რომ ისეთი რამე როგორიც მაგიაა არ არსებობს.
ჯადოქრების საერთაშორისო ფედერაციამ განიხილა ეს პრობლემა 1692 წლის ცნობილ სხდომაზე.ჩახლართულ
საკითხზე ჯადოქრები საათობით კამათობდნენ ერთმანეთში მაგიურ ცხოველებზე.რამოდენიმე სახეობა
მართლაც შეიძლება დაიმალოს მაგლებისგან.მაგრამ სად უნდა დაიმალონ? რომელი სახეობები უნდა
დაიმალონ? და ზოგიერთ ცხოველს აზრადაც არ მოსდიოდა,რომ მათი ბედი წყდებოდა დანარჩენები კი
შეურეთდნენ გარჩევას(კენტავრები,სირინოზე
ი და გობლინები).
როგორც იქნა მიიღეს გადაწყვეტილება(რომელიც გობლინებმა არ აღიარეს).გადაწყდა,რომ ოცი სახეობა
დრაკონებიდან კვამლისკაცამდე უნდა დამალულიყვნენ მაგლებისგან შორს რათა უკანასკნელები
დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ ეს ცხოველები მხოლოდ მათი ფანტასტიკის ნაყოფი იყო. 1 საუკუნის
განმავლობაში ეს რიცხვი გაიზარდა რადგან ჯადოქრები უფრო და უფრო ხელოვნდებოდნენ დამალვის
ტექნიკაში. ხოლო 1750წ. საერთაშორისო ჯადოქრების კონფერენციას დაემატა სტატია #73 რომელსაც დღეს
დღეობითაც მისდევენ მსოფლიოს ჯადოქრები:
“ყველა ფიზიკური პირი, რომლის დაქვემდებარებაშიცაა რომელიმე მაგიური ცხოველი ან მის ტერიტორიაზეა
აგებს პასუხს აგებენ მათ დაფარვაზე და კონტროლზე.თუ რომელიმე ცხოველი ყურადღებას მიიქცევს ან
დააშავებს მაგლს პასუხისგებაში მიეცემა ფიზიკური პირი”.
გადავიდეთ ჯადოსნურ არსებებზე
440fb234fe58
ჰარი პოტერისეული დრაკონი
დრაკონები ჯადოქრების სამყაროში ერთობ დიდი და საშიში ცხოველები არიან. ისინი ძირითადად უნგრეთში ყავთ. ცნობილია დრაკონების მრავალი ჯიში, მათგან ყველაზე საშიში და ძლიერია ე.წ. უნგრული რქაკუდა.
დრაკონებს ძალიან სქელი ჯავშანი აქვთ, მათ ერთი ჯადოქრის გამთიშველი შელოცა არაფერს ავნებს მინიმუმ აათი ჯადოქარი მაინცაა საჭირო.
დრაკონებთან მუშაობა დიდ ძალისხმევას საჭიროებს, უნდა იყო გამბედავი შეუპოვარი სულით მებრძოლი.
დრაკონები ჯადოქრულ სამყაროში ერთერთი გამორჩეული და იშვიათი ცხოველია, მრავლდებია კვერცხის საშვალებით, მათ ასევე აქვთ ცეცხლის წარმოქმნის და ორგანიზმიდან გარეთ გამოდევნის უნარი, რაც ნესტოებიდან ცეცხლის გამობერვით გამოიხატება.
დრაკონის ყოლა უბრალო ჯადოქრისთვის აკრძალულია. მათი აღრიცხვა გასაიდუმლოებულია.
როგორც ყველას და ყველაფერს დრაკონსაც აქვს სუსტი მხარე და ეს მისი თვალებია. დრაკონები რა თქმა უნდა დაფრინავენ და აფრქვევენ ცეცხლს . განსაკუთრებით აგრესიულები არიან დედა დრაკონები . დრაკონები მოურჯულებლები არიან მაგრამ ადამიანი მაინც ცდილობს ის რამეში გამოიყენოს. მის ორგანოებს გამოიყენებენ შხამცამლებში . ასევე დრაკონები გამოიყენებიან მცველებათ ბანკში .
ბეჭდების ბრძანებელის დრაკონი.
დრაკონები პირველ ეპოქაში შექმნა მორგოთმა. მან დაიმორჩილა რამდენიმე მაია და დრაკონების სხეულში შეასახლა. დრაკონებს ჰქონდა დამოუკიდებლად გამრავლების უნარი. გვიან ეპოქებში მათი წარმოშობის ადგილი გახდა “დამჭკნარი ველი”. ისტორიაში პირველი ცნობილი დრაკონი იყო გლაურუნგი.შუამიწეთში არსებობდნენ სხვადასხვა ტიპის დრაკონები და ისინი ასევე განსხვავდებოდნენ გადაადგილების უნარის მიხედვით: ზოგიერთ მათგანს არ ჰქონდა ფეხები, არც წინა და არც უკანა, (იხ. სკათა) შესაბამისად იგი გადაადგილდებოდა, უფრო სწორად, დაცოცავდა გველივით. ზოგი დადიოდა ოთხ ფეხზე, მსგავსად ხვლიკისა ან სხვა რეპტილიისა. (იხ. გლაურუნგი) დრაკონების მესამე ტიპი სხვებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ გააჩნდა როგორც ფეხები, ისევე ფრთები. ისინი გამოჩდნენ “რისხვის ომში”, რომელიც მიმდინარეობდა პირველი ეპოქის მიწურულს, მაგრამ ამის შემდეგ გაქრნენ. მიუხედავად ამისა ფრთიანი დრაკონების ნაწილი გადარჩა და არსებობდა გვიან ეპოქებში (იხ. სმაუგი). შუამიწეთში ზოგიერთი დრაკონი იყო ცეცხლის მფრქვევი. ასეთ დრაკონებს უწოდებდნენ ურულოკებს. არსებობდნენ ცივი გველებიც , რომელთაც ცეცხლის ფრქვევის უნარი არ გააჩნდათ.ცეცხლის მფრქვევი დრაკონების რიცხვს მიეკუთვნებოდნენ გლაურუნგი და სმაუგი (რომელსაც გლაურუნგისგან განსხვავებით ფრთებიც გააჩნდა). აღსანიშნავია ასევე დრაკონების დამოკიდებულება განძეულობისადმი, განსაკუთრებით ოქროულობისადმი – ეს კარგად ჩანს ბილბოს მოგზაურობის ისტორიაში.მათ ცბიერებას, ძლიერ ფიზიკურ და დაჰიპნოზების ძალას უწოდებდნენ ”დრაკონის ჯადოს”. დრაკონის ჯადოს ქვეშ რომ არ მომხდარიყო ვინმე, ამისათვის არავითარ შემთხვევაში პირდაპირ თვალებში არ უნდა ეცქერათ და ასევე გამოცანებით უნდა დალაპარაკებოდნენ, ისე, რომ ინფორმაცია, რომელსაც ფლობდნენ სრულად არ გაეცათ… ამის გამო დრაკონი ბრაზდებოდა და იბნეოდა. ცნობილია ასევე, რომ ჯუჯებისათვის გამოჭედილ შვიდი ბეჭდისგან ოთხი იყო განადგურებული ცეცხლის-ფრქვეველი დრაკონის ცეცხლით. მაგრამ ძალაუფლების ბეჭდებისა და მთავარი ბეჭდის გასანადგურებლად მათი ცეცხლის ძალა არ კმაროდა. გლაურუნგი – ”დიდი გველი” და მატყუარა, ცეცხლის-მფრქვეველი და მიწაზე მცოცავი დრაკონი. იგი იყო დიდი ძალაუფლების მქონე და ცბიერი. მას გააჩნდა დიდი ჰიპნოტიკური ძალა, რომლითაც ის ზემოქმედებდა ყველა ცოცხალ არსებაზე, რა თქმა უნდა ის ასევე ძლიერი იყო ფიზიკურადაც, თუმცა ძირითადად ცბიერებას იყენებდა ბოროტი მიზნებისათვის. ასეთი გზით ის აღწევდა უფრო დიდ დამანგრეველ შედეგებს, ვიდრე ფიზიკური ძლიერებით… მაგალითად, ასე მან გაანადგურა ელფების ციხესიმაგრე ნარგოთრონდი. მან გააუბედურა და თვითმკვლელობამდე მიიყვანა შუამიწეთის ყველა დროის უდიდესი გმირი – ტურინ ტურამბარი და მთელი მისი ოჯახი… გლაურუნგს ეძახდნენ უხუცესთაგან უხუცესს. იგი იყო პირველი დრაკონი, რომელიც შექმნა მორგოთმა. ანგბანდში იყო მისი საპყრობილე. პირველი დიდი ომი, რომელშიც იგი გამოჩნდა, იგი დაგორ ბრაგოლახი. ანკალაგონი – ფრთიანი დრაკონებიდან ერთ-ერთი უძლიერესი. იგი შექმნა მორგოთმა პირველ ეპოქაში, რისხვის ომისათვის, რომელიც ვალართა წინააღმდეგ მიმდინარეობდა. მან გააგზავნა ანკალაგონი ანგბანდიდან, რათა თავისი მტრები გაენადგურებინა. ისეთი ძლევამოსილი იყო ეს დრაკონი, რომ მას წინ თვით ვალართა მეუფეც კი ვერ აღუდგა. მხოლოდ ეარენდილი, ნახევრად-ელფების შთამომავალი, ელდართა და ედაინთა უფლისწული, დაეშვა ციდან თავის გემზე ვინგილოთზე და შეება ბრძოლაში ამ უძლეველ დრაკონთან. ისინი მთელი დღე იბრძოდნენ, სანამ ეარენდილმა არ დაამარცხა ანკალაგონი.
არდას ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი ბრძოლა ეარენდილისა და ანკალაგონისა იყო.ჯადოქარ გენდალფის თქმით, ანკალაგონის მიერ გამოფრქვეული ცეცხლი იმდენად მწველი და ძლიერი იყო, რომ თავისუფლად შეეძლო გაენადგურებინა ყველა ძალაუფლების ბეჭედი, გარდა მთავარისა. სკათა – იგი ასევე ცნობილია, როგორც სკათა გველი. ბინადრობდა რუხ მთებში, ისევე როგორც ყველა ჩრდილო დრაკონი. სკათას შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. იგი განგმირა ფრაგმარის შვილმა ფრამმა (ეორლ ახალგაზრდას წინაპარმა). სკათას დაღუპვის შემდეგ, მის მიერ დაგროვებულმა სიმდიდრემ გამოიწვია ეოთეოდის ხალხსა და მესაკუთრე, თავმოყვარე ჯუჯებს შორის დიდი განხეთილება, რომელიც მოგვიანებით ომში გადაიზარდა. ჯუჯები მიიჩნევდნენ რომ ის განძეული, რომელსაც ადრე დრაკონი დარაჯობდა მათ ეკუთვნოდათ… ომში ფრამი დაიღუპა. მიუხედავად იმისა რომ ეს ომი დასრულდა, ეოთოდმა განძეულის ნაწილის ჩაგდება შეძლო. მათ ჩამოიტანეს ეს სიმდიდრე როჰანში, რომელშიც საბოლოოდ დასახლდნენ. საყვირი, რომელიც ეოვინმა მერი ბრენდიბაკს აჩუქა, სწორედ რომ იმ განძეულიდან იყო, რომელსაც დრაკონი სკათა იცავდა. სმაუგი – ოქროს სმაუგი იყო შუამიწეთის მესამე ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი დრაკონი. იგი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 2770 წელს თავს დაესხა ქალაქ დეილს და გაანადგურა იგი. შემდეგ მიადგა ეულ მთას, საიდანაც გააძევა ჯუჯები და დაეუფლა მათ განძეულს. მაშინდელი ჯუჯათა მეფე იყო თრორი, რომელიც დრაკონის თავდასხმის დროს თავის შვილთან თრაინთან ერთად გამოიქცა საიდუმლო კარიდან (მაშინ, როდესაც სმაუგმა გაანადგურა მთაში 2 შესასვლელი – მთავარი და სხვა საიდუმლო შესასვლელი). თრორმა გაქცევის შემდეგ დაუტოვა საიდუმლო კარის გასაღები თავის მემკვიდრე თრაინ II-ს. ასე დარჩა ოქროს სმაუგი ეული მთის პატრონად 170 წლის განმავლობაში.მესამე ეპოქის 2845 წელს, როდესაც გაირკვა, რომ დოლ-გულდურში დამალული ნეკრომანტი იგივე საურონი აღმოჩნდა და ამას პირდაპირი კავშირი ქონდა სმაუგთან, ჯადოქარმა გენდალფ რუხმა მიიღო თრაინისგან საიდუმლო კარის გასაღები და ეული მთის რუკა და გადაწყვიტა 2940 წელს მთისქვეშა სამეფოს ერთადერთი მემკვიდრის თორინ მუხისფარისა და მისი მხლებელი ჯუჯების სალაშქროდ წაყვანა, რათა დრაკონი გაენადგურებინათ და მთისქვეშა სამეფოს მემკვიდრეს ტახტი დაებრუნებინა. ლაშქრობაში დიდი წვლილი შეიტანა ჰობიტმა ბილბო ბეგინსმა. სწორედ ჰობიტთან საუბრის შემდეგ დრაკონმა დატოვა თავისი სამფლობელო და სასტიკად გაბოროტებულმა ცეცხლში ჩაახშო პატარა ტბის ქალაქი ესგაროთი.სმაუგი განგმირა ესგაროთის ერთმა მცხოვრებმა, მშვილდოსანმა ბარდმა, რომელმაც პირდაპირ სუსტ წერტილში (რომელიც მის მკერდზე მდებარეობდა) სტყორცნა ცეცხლიანი ისარი დრაკონს და ეს უკანასნელიც განგმირული ჩავარდა გრძელ ტბაში.
76b3c20922db
თესტრალი
თესტრალი ფრთიანი ცხენის ჯიშის ცხოველია, რომელსაც ჩონჩხის სხეული, ქვეწარმავლის სახე და ღამურის მსგავსი ფრთები აქვს. ისინი იშვიათი არსებები არიან და მაგიის სამინისტროს აზრით საშიშნიც. თესტრალებზე მცდარი წარმოდგენა აქვს ბევრ ჯადოქარს, რადგან მას ხშირად უიღბლობის და აგრესიული ცხოველის სტატუსს აწერენ იმის გამო რომ თესტრალებს მხოლოდ ისინი ხედავენ ვისაც სიკვდილი უნახავს. მათი კლასიფიკაციიდან გამომდინარე (XXXX) მხოლოდ გამოცდილ ჯადოქარს შეუძლია მათი გამკლავება. თესტრალების მოშინაურება მაგიის სამინისტროს თანხმობის გარეშე არალეგალურია, განსაკუთრებით მათთვის ვინც მაგლებით დასახლებულ ადგილას ცხოვრობს. (Aსეთ შემთხვევაში ჯადოქარმა ხშირად უნდა გაუკეთოს თავის ფრთებიან ცხოველს დეილუზიონირების შელოცვა, მე მგონი შელოცვა არასწორად დავწერე არ შეიმჩნიოთ რა…)
თესტრალებს ბევრი ჯადოქრისთვის გამაღიზიანებელი გარეგნობა აქვს. კერძოთ ისინი, ვინც ხედავენ მათ ხშირად აღწერენ თესტრალებს როგორც ავის მომასწავებელ და შემზარავ არსებებს. ეს პირველი შტაბეჭდილება მხოლოდ იმის ბრალი არაა რომ მათ უზარმაზარი თითქოს ძვლებისგან აგებული სხეული აქვთ, არამედ მათი დრაკონისმაგვარი სახიდან და ელვარე თვალებიდან.
თესტრალები ერთი შეხედვით მოსაწყენი და მონოტონური არსებები არიან, მაგრამ რუბეუს ჰაგრიდის ნათქვამის მიხედვით, ისინი საშინლად ჭკვიანები არიან. და მართლაც, მოშინაურებული თესტრალი საკმარისად ჭკვიანია იმისთვის რომ გაიგოს თუ სად სურს პატრონს გადაადგილება.
თესტრალებს ბნელი გარემო უყვართ. მათი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი არის ტყე. ერთმანეთთან ყურებისწამღები ხმებით და უცნაური ყვირილით კონტაქტობენ, რომელიც ცოტა არ იყოს მონსტრ-ჩიტის ხმას უფრო გავს. ისინი ლოიალური არსებები არიან და შეუძლიათ ერთმანეთისგან განასხვავონ მტერი და მეგობარი. ისინი თავს ესხმიან ყველას და ყველაფერს რაც მათთვის საშიშროებას წარმოადგენს და თუ თესტრალი მოშინაურებულია, პატრონის მტერსაც არ დააყრის კრგ დღეს.
თესტრალები ხორცისმჭამელი არსებები არიან. პროფესორი გრაბლი ბლენკი ახსენებს რომ ისინი ხშირად ესხმიან თავს მფრინავ არსებებს, მაგალითად ჩიტებს. ამით თესტრალები არა მარტო საჭმლისთვის ნადირობენ, არამედ ფრენაშიც ვარჯიშობენ. ის თესტრალები რომლებიც ჰოგვორტსის შემოგარენში ცხოვრობენ კარგად იკვებებიან და გაწვრთნილებიც არიან. ისინი არასოდეს ესხმიან თავს სხვა ტყეში მობინადრე არსებებს ან სტუდენტებს თუკი ზედმეტად არ შეწუხდებიან.
თესტრალის კუდის ბალანი საკმაოდ ძლიერი და გამოსადეგი მატერიაა რომელსაც კარგად გამოცდილი (და რა თქმა უნდა სიკვდილნანახი) ჯადოქარი ცოდნის შემთხვევაში კარგად გამოიყენებს. საქმე იმაშIა რომ ამ ბალნით ჯადოსნურ ჯოხებს ამზადებდნენ და მსოფლიოშI ყველაზე ძლიერ ჯადოსნური ჯოხში – დიდგულას ჯოხშიც სწორედ თესტრალის კუდის ღერი იყო ჩადებული. თესტალების ყველაზე უჩვეულო უნარი ალბათ მათი იმ ადამიანებისადმი უხილავობაა ვისაც სიკვდილი არ უნახავს (ანუ ვისაც არ უნახავს როგორ მოკვდა ვიღაც, არ გაუანალიზებია და არ გარკვეულა ამ ცნებაში). მათ კარგი ყნოსვა აქვთ განვითარებლი და შეუძლიათ შორი მანძილიდან შეიცნონ სისხლისა და ახალი ხორცის სუნი. მათ გააჩნიათ არაჩვეულებრივი ორიენტაციის უნარი. კერძოთ შეუძლიათ ზუსტად გამოიცნონ სად სურთ მათ პატრონს წასვლა. თუ პატრონი მათ ეტყვის ზუსტად სად სურთ წასვლა, თესტრალები ზუსტად იმ ადგილს მიიყვანენ, ისევე როგორც ბუ აკეთებს ამას თავის წერილებთან. შეუძლიათ ძალიან დიდი წონის ტარება დამატებული საკუთარი წონა. მათ ალბს დამბლდორი ხშირად იყენებდა როცა არ სურდა ან არ შეეძლო გამოეყენებინა აპარაცია, ცოცხი ან სხვა სატრანსპორტო საშუალება. მაგრამ საერთოდ მათ როგორც გადასაადგილებელ საშუალებას იშვიათად იყენებენ. ეს ალბათ მაინც ხალხის ცრურწმენის ბრალია რომ ისინი სიკვდილის მომასწავებელი არსებები არიან.
95cf16265183
გრინდელოუ
აღნაგობა
1)9 საცეცი
2)გრძელი თითები და ბრჭყალები
3)ყვითელი თვალები.
4)მედუზას და რვაფეხას გავს ერთდროულად
გრინდელოუ არის ფერმკრთალი, მწვანე წყალქვეშა ქმნილება, რომელიც ცხოვრობს ჭაობებში და მწვანე წყალმცენარეებით დაფარულ ფსკერზე. მას აქვს მწვანე კბილები, წვეტიანი რქები და ძლიერი და გრძელი თითები. ეს უკანასკნელი მას იმაში სჭირდება, რომ მოეჭიდოს ფსკერს ან წყალმცენარეებს. გრინდელოუები არიან ძლიერები და აგრესიულები ჯადოქრებისა და მაგლების მიმართ. ისინი ცხოვრობენ ჰოგვორტსის ტბაში და 1994 წელს ჩატარებულ სამი ჯადოქრის ტურნირში ერთ-ერთი ყველაზე რთულად გადასალახ დაბრკოლებად ითვლებოდნენ.
ჰარი პოტერის მესამე ნაწილში პროფესორმა რემუს ლუპინმა უთხრა ჰარის, რომ ხერხი, რომლითაც მათ დაამარცებთ არის ის, რომ გაუტეხოთ მას საბრძოლო კვერთხი. მათი არანორმალურად გრძელი თითები ძალიან ძლიერია, მაგრამ მყიფე. არ შეგეშინდეთ, მაგრამ მათ შეუძლიათ შეჭამონ ადამიანი თუ ის ძალიან მოუშლის მათ ნერვებს. მაგრამ ეს ძალიან უკიდურეს შემთხვევაში ხდება, იმიტომ რომ მათ ადამინის ხორცი არ მოსწონთ. მაგრამ ადამინის ხორცისგან განსხვავებით მათ უყვართ თევზები და ზღვის პატარა ქმნილებები.
61b6ce4dd6f4
დემენტორი
დემენტორი ერთ ერთ ყველაზე სასტიკი არსებაა.როულინგის სამყაროში.ისინი თავდაპირველათ იცავდნენ აზკაბანას ციხეს ეს ჯადოქრების ციხეა. ახლა გეტყვით რას საქმიანობდნენ ეს არსებები იქ:მათთვის არ ქონდა აზრი პატიმარი დამნაშავე იყო თუ არა.ისინი ადამიანის დადებითი ემოციებით იკვებებოდნენ დროთა განმავლობაში პატიმარი გიჟდებოდა.აბა როგორია თავი ყველაზე საცოდავი რო გგონია და პატარა კარგი მოგონება არ გაქვს.:) გადავიდეთ უშუალოთ დახასიათებაზე: ეს არსება გვამს გავს შემოსილები არიან შავი ნაჭრით არ უჩანთ სახე არც მიწაზე დადიან.ის თუ მოგიახლოვდა გარშემო ყველაფერი იყინება ბნელდება და სხეულში რაღაცნაირი გრძნობა გეუფლება აი დაახლოებით თითქოს მოითენთე..:) კიდევ მათ აქვს ერთი უნარი რასაც ჯადოქრები დემენტორის კოცნას ეძახიან. ძირითადათ ამ სიამოვნებას სასტიკი დამნაშავეები იღებენ. დემენტორი პატიმარს სულს წოვს. პატიმარი ნაწილობრივ არ კვდება. სხეული ცოცხალია მაგრამ სძინავს დაახლოებით კომაში ჩავარდნილი ადამიანი.გული ტვინი ყველაფერი უმუშავებს მაგრამ სული აღარ არის მის სხეულში. სწორეთ ეს ემუქრებოდა სირიუს ბლექს მაგრამ ვინც ამით დაისჯება ერთი უპირატესობა აქვთ ისინი ნახავენ დემენტორის სახეს. დემენტორი ინფერიუსისგან განსხვავებით დამოუკიდებელი არსება რასაც უნდა იმას გააკეთებს მათ არ ყავთ ვინმე უფროსი. ამის ნათელი მაგალითი კი ის არის რომ ბნელ ბატონს შეუერთდნენ სამწუხაროთ წელი აღარ მახსოვს.და ბოლოს მისგან თავდაცვა:უნდა წარმოთქვათ შელოცვა Expecto Patronum და იფიქროთ ყველაზე კარგი რაც გადაგხდენიათ და ბედნიერი ყოფილხართ თუ შელოცვა კარგათ გამოგივათ თქვენი ჯოხიდან პატრონუსი გამოიჭრება თქვენი მფარველი ცხოველი და განდევნის ყველა დემენტორს თუმცა ამ შელოცვის გაკეთება ბევრ ზრდასრულ ჯადოქარს უჭირს ზოგიც ვერ აკეთებს
78fbb2acedec
ინფერიუსი
ინფერიუსი არის მკვდარი სხეული, გვამი რომელიც იმართება შავი მაგიის შედეგად. იგი გააცოცხლა ბოროტმა ჯადოქარმა შავი მაგიის დახმარებით. ის არ არის ცოცხალი, და იმართება მისი მომჯადოებლლის მიერ როგორც მარიონეტი, თოჯინა.მისი მართვა შეუძლია მხოლოდ მის გამცოცხლებელ კადოქარს ან გრძნეულს. ინფერიუსს არ შეუძლია თავისით ფიქრი.
ინფერიუსის ამოცნობა შეიძლება მხოლოდ თვალებიში ჩამდგარი თეთრი ნისლით. სხვა მხრივ ის ადამიანს გავს ფიზიკურად.
ინფერიუსების შექმნა მაგიის ერთ ერთი განხრით ნეკრომაციის საშვალებით არის შესაძლებელი. ისინი იყვნენ მცველები ვოლდემორის ჰორკრუქსისა რომელიც ზღვის სანაპიროსთან გამოქვაბულში თბის შუაში იმალებიდა. ამ იმფერიუსების ერთედერთი მიზანი ჰორკრუქსის დაცვა იყო და ამისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. როდესაც ჰარიმ ჰორკრუქსის მოხმობა გადაწყვიტა მას სწორედ ინფერიუსი გადაეგობა.
ინფერიუსის ვნება ჩვეულებრივი მაგიით თითქმის შეუძლებელია ისინეი ვერ განიცდიან ვერანაირ ტკივილს და შიშს გარდა ერთისა. მათი საცხოვრებელი ადგილი ნესტიანი და ბნელია ამიტომაც მათ წინააგმდეგ ერთადერთი იარაგი სინათლე და სითბოა.
ინფერიუსი უფრო მოდიფიცირებული და წკვიანია ვიდრე ჩვეულებრივი ზომბი. ჯადოქრულს სამყაროში ინფერიუსად თავის გასაღება საშიშია და ამავე დროს დანაშაულიც და ისჯება აზკაბანში ჩასმით როგორც მანდანგუს ფლეტჩერი.
INFERI-იდ ლათინელები ბერძნული მითოლოგიის ღმერთ ჰადესს მოიხსენიებდნენ. ბერძნები ჯოჯოხეთს სადაც მკვდრები სახლობდნენ.
ვოლდემორი ინფერიუსებს ბევრ რამეში იყენებდა: ჰორკრუქების დაცვაში, ომებში, ხალხის დაშინებაში და სხვა. მან იმდენი ადამიანი დახოცა შეეძლო მთელი არმია შეექმნა. ვოლდემორმა ჯადოქრულ ომებშიც ინფერიუსები გამოიყენა.
5ac3e14e5108
ბოგარტი
ბოგარტი ჯადოსნური არსებაა რომლის ნამდვილი გარეგნობა არავინც იცის ის ცხოვრობს ისეთ ადგილას სადაც ერთი ნათელი სხივი არ არის.და არავინ შეაწუხებს. ხოლო თუ სადმე გადაგეყარათ:) ის მაშინვე იმ არსებათ გადაიქცევა რომლისაც ყველაზე ძლიერ გეშინიათ. ბოგარტი ხშირათ არის მოხსენებული ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვეში როდესაც ლუპინი იყო მასწავლებელი მოსწავლეებს ამ არსებისგან დაცვას ასწავლიდა.მაგ. როცა ნევილმა ნახა ბოგარტი ის სნეიპათ გადაიქცა რონთან რა თქმა უნდა ობობათ ჰარისთან დემენტორათ.ჰერმიონზე კი პროფესორ მაკონაგელათ და ყვიროდა ჩაიჭერიო:))). ამ ცხოველისგან თავი უნდა დაიცვათ შემდეგნაირათ: უნდა წარმოთქვათ შელოცვა რიდიკულუს და რამე სასაცილოზე იფიქროთ მაგ: ნევილმა სნეიპ ბოგარტს რომ შეულოცა რიდიკულუს და თან წარმოიდგინა სნეიპი ბებიამისის ვარდისფერ ქუდში და ჩანთაში სნეიპ ბოგარტი მაშინვე გაქრა.
26f8a501c0af
ბოგარტი რომ არსებობდეს ალბათ მე გამომეცხადებოდა მანქანათ გზაზე გადასვლის შიში მაქ სასტიკათ.

თუ მოგწონთ ამდაგვარი პოსტები გავაგრძელებ თუ არადა შევწყვეტ

წყარო: azkaban.ge

მსგავსი ამბები

Back to top button