გასართობისაკითხავისასარგებლო

რა იქნებოდა…

194777075503

მთვარე მხოლოდ იმისთვის არ არის რომ ღამე ანათოს…

ეს პოსტი პირველი იქნება ჩემ ახალ პოსტების სერიებში – “რა იქნებოდა…”.

უმრავლესობისთვის მთვარე მხოლოდ მრგვალი ბრჭყვიალა “რაღაცაა” რომელის მთავარი დანიშნულება რომანტიკული გარემოს შექმნაა, თუმცა მთვარე გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ ღამის ცის დეკორაცია.

დედამიწის გაჩენიდან 30 მილიონი წლის შემდეგ დედამიწას დაახლოვებით მისი ზომის პლანეტა დაეჯახა, ეს მოვლენა შესაძლოა ყველაზე იღბლიანი მოვლენა იყოს დედამიწის ისტორიაში, რადგან ამ შეჯახების შედეგად წარმოიშვა მთვარე.

მთვარე იმდენად მნიშვნლოვანია რომ მეცნიერები ორ დედამიწას გამოყოფენ -“პირველი დედამიწა” (Earth, mark 1) მთვარის წარმოშობამდე და “მეორე დედამიწა”, მთვარის წარმოშობის შემდეგ (Earth, mark 2) , რადგან “პირველი დედამიწა” სრულიად განსხვავებული იყო ვიდრე “მეორე დედამიწა”. დედამიწა-მთვარის “დუეტი” უნიკალურია მთელ მზის სისტემაში, რადგან სხვა პლანეტებს არ აქვთ ისეთი ზომის თანამგზავრები რომლებსაც შეუძლია რაიმე გავლენა მოახდინოს მათზე, ზოგიერთს კი საერთოდ არ აქვს თანამგზავრი.

დედამიწის არსებობის ხანგძლივობად რომ მივიჩნიოთ 24 საათი, მაშინ მთვარე დედამიწის გაჩენიდან მხოლოდ 10 წუთში გაჩნდა, ანუ დედამიწა გაჩნდა 4.56 მილიარდი წლის წინ, ხოლო მთვარე 30 მილიონი წლის შემდეგ. პირველად მთვარე შედარებით ახლოს იყო დედამიწასთან, დაახლოვებით 20-30 ათასი კილომეტრით (ახლა დაშორებულია 356 ათასი კილომეტრით) იყო დაშორებული და დედამიწიდან გაცილებით დიდი ჩანდა, თუმცა მაშინ დედამიწაზე არავინ იყო რომ ამ სანახაობით დამტკბარიყო.

როგორც იცით თავიდან დედამიწა იყო გავარვარებული მასა, მისი წარმოშობიდან დაახლოვებით 500 მილიონი წლის შემდეგ, რაც ჩვენი საათით შეადგენს 2 საათს და 40 წუთს, დედამიწაზე მაგმის ზემოდან პირველად გაჩნდა ქერქი.

d09e12145212

სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება პროცესი, რომელსაც “გვიან ძლიერ დაბომბვას” უწოდებენ. ალბათ ყველა მიხვდით რომ ლაპარაკია მეტეორებზე რომლებიც დედამიწას 100 მილიონი წლის განმავლობაში შეუჩერებლად ეცემოდა. ამ პროცესის შედეგები ახლაც კარგად გაირჩევა მთვარის ზედაპირზე და საერთოდ მთვარე შეიძლება მივიჩნიოთ დედამიწის და ჩვენი მზის სისტემის ისტორიის სახელმძღვანელოდ, მასზე კარგად არის შემორჩენილი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის შედეგები.

“გვიანი ძლიერი დაბომბვის” შედეგეგად და მთვარის გრავიტაციის დახმარებით დედამიწიდან “ჭუჭყი” კოსმოსში გავრცელდა, რამაც ხელი შეუწყო მომავალში დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენას. რომ არა მთვარე “ჭუჭყი” უკან დედამიწაზე დაბრუნდებოდა.

მთვარე მილიონობით წლების განმავლობაში ნაწილობრივ იცავდა დედამიწას ასტეროიდებისგან, თუმცა იმის გამო რომ დედამიწის მასა მეტია და შესაბამისად გრავიტაციაც, დედამიწაზე ვარდებოდა ასტეროიდების დიდი ნაწილი.

რომ არა მთვარე ჩვენ არ გვექნებოდა თანამედროვე კალენდარი, სწორედ მთვარეზე დაკვირვების შედეგად შეიქმნა კალენდარი, რომელიც დროთა განმავლობაში პატარ-პატარა ცვლილებებით გარდაიქმნა თანამედროვე კალენდრათ. თანამედროვე სიტყვა “month” რომელიც აღნიშნავს თვეს, თავიდან გამოითქმოდა როგორც “moon-th” (moon-მთვარე)

რომ არა მთვარე, დედამიწა თავისი ღერძის მიმართ გაცილებით სწრაფად იტრიალებდა, მილიარდობით წლის წინ “პირველი დედამიწა” გაცილებით სწრაფად ბრუნავდა თავისი ღერძის გარშემო, იყო დრო როცა დღე-ღამის ციკლი მხოლოდ ათი საათი გრძელდებოდა. ეს ახლაც ასე იქნებოდა რომ არა მთვარე რომლის გრავიტაციაც ცოტათი ამუხრუჭებს დედამიწას.

დედამიწა რომ ბრუნავდეს სწრაფად, მაშინ დედამიწაზე ქარის სიჩქარე და ხანგძლივობაც გაიზრდებოდა, მაგალითად ავიღოთ იუპიტერი, რომლის დღე-ღამის ციკლი დაახლოვებით ათი საათია, მასზე მუდმივად არის უზარმაზარი ტორნადოები და ქარიშხლები, ზოგიერთი მათგანი უკვე საუკუნეებია რაც არსებობს, მაგალითად სურათზე ნაჩვენები “დიდი წითელი ლაქა” (Great Red Spot), რომელიც პირველად 1665 შეამჩნიეს, თანამედროვე გათვლების თანახმად ის სტაბილურად ბრუნავს და ის არასდროს შეჩერდება. ამ ქარიშხლის დიამეტრი სამჯერ აღემატება დედამიწის დიამეტრს. ასე რომ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა რომ მთვარე გვაქვს რომელიც გვიცავს ასეთი კატასტროფებისგან.

37f8d6b59672

მთვარე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის რომ დედამიწის ღერძს შეუნარჩუნოს ერთიდაიგივე ადგილი. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რომ მთვარე არ არსებობს, მაშინ დედამიწის ღერძს ვეღარაფერი შეაჩერებდა უწონასწორო და გაუთვლელი გადახრებისგან რომლებიც არასდროს გაჩერდებოდა. ამ დროს მზისკენ ხან ერთი მხარე შებრუნდებოდა და ხან მეორე ეს იმას ნიშნავს, რომ პოლუსებზე აღარ იქნებოდა ყინული, ევროპა და აზია გაიყინებოდა.

f533e320879b

ცოტა ხნის შემდეგ დედამიწის ღერძი თავიდან შეიცვლის ადგილს და დედამიწაც თავიდან გადაბრუნდება მზის მიმართ, რაც გამოიწვევდა ყინულების გადაადგილებას. ასე ქაოსურად გაგრძელდებოდა უსასრულოდ, რადგან შეუძლებელია იმის გამოთვლა თუ როგორ გადაიხრებოდა ღერძი თუ მთვარე არ იარსებებდა.

თუმცა მთვარე მუდმივად ჩვენთან ვერ დარჩება ის ნელნელა გვშორდება. მთვარეზე პირველი ექსპედიციის დროს, “აპოლო 11” ეკიპაჟმა მთვარეზე დატოვა სპეციალური სენსორები რომელიც მანძილის გაზომვის საშუალებას იძლეოდა. რამდენიმე წლიანი დაკვირვების შემდეგ გაირკვა რომ მთვარე დედამიწას წელიწადში 3 სმ.-ით შორდება. ასე რომ ძალიან შორეულ მომავალში დადგება დრო როცა დედამიწას ვეღარაფერი დაიცავს, თუმცა ეს ძალიან დიდი ხნის შემდეგ მოხდება. (არ დაწეროთ კომენტარები 2012-ზე)

და ბოლოს რომ არა მთვარე არ იქნებოდნენ მაქციები და ვამპირები გადაგვჭამდნენ.

Fin.

e687ab8d8c55

მსგავსი ამბები

Back to top button