არქივი

SU-37/Flanker-E

6371f90f0499

სუ-37 (ნატოს კლასიფიკაციით Flanker-E. ზოგჯერ მას “ტერმინატორის” სახელთაც მოიხსენიებენ) არის სუ-35-ის მოდერნიზებული ვარიანტი. სუ-37-ის შექმნისას მთავარი მიზანი იყო მას სუ-35-თთან შედარებით მეტი მანევრულობა ჰქონიყო. სუ-37-ის პირველი საცდელი ფრენები 1996 წელს შედგა. სულ 2 ერთეული აიგო, რომლებიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა საჰერო შოუებში და ახდენდნენ თავიანთი შესაძლებლობების დემონსტრირებას. იგი შეთავაზებული იყო რუსული საჰაერო ძალებისთვის, ასევე ექპორტისთვის, თუმცა სუ-37-ის მასობრივი წარმოების დაწყების ბრძანება არ გაიცა. თვითმფრინავი აღჭურვილია ორი საჰაერო ტურბო ძრავით. აპარატში განახლებულია ელექტრონიკა, ავიონიკა, კონტროლისა და მართვის სისტემები. დეველოპერები ამტკიცებდნენ, რომ აპარატს არ ჰქონდა კუთხური შეზღუდვები და შეეძლო მტრის ნასროლი რაკეტების აცილება, ამ ყველაფერს კი თავისი უმაღლესი დონის მანევრულობის წყალობით ახერხებდა. სუ-37, როდესაც შოუებში გამოჰყავდათ იგი ყოველთვის გაოცებულს ტოვებდა მაყურებელს. მას შეეძლო ნულოვანი სიჩქარით განეხორციელებინა მანევრი. სუ-37-ს ასევე ჰქონდა “ჰაერი მიწის” მანევრის განხორციელების შესაძლებლობა, რაც მას საჰაერო უპირატესობას ანიჭებდა. სუ-37-ს ფრთებზე 12 დასაკიდი პილონი ქონდა და შეეძლო 8000 კგ მასის საბრძოლო შეიარაღების წაღება. მას ასევე შეეძლო მოკლე მანძილზე მფრენი “ჰაერი ჰაერი”-ს R-73E-ის და RVV-AE-ის ტიპის ჭკვიანი რაკეტების გამოყენება და სროლის შემდეგ მათი მართვა (ერთდროულად 8 ერთეულის). აპარატის კორპუსში ჩამონტაჟებული იყო GSh-301-ის ტიპის 30 მმ-იანი ავტომატური ქვემეხი (სუ-37-ს 150 ცალი 30 მმ-იანი ჭურვი მიჰქონდა თან). უახლესი სარადარო და სანავიგაციო სისტემების წყალობით კი მას 20 სამიზნისთვის შეეძლო ეთვალთვალა ერთდროულად. სუ-37-ში სუ-35-თთან შედარებით გაუმჯობესებული იყო ცეცხლის მართვის სისტემაც. 2002 წელს საცდელი ფრენებისას ჩამოვარდა ერთი სუ-37-ი. ეს ავარია გახდა მიზეზი პროექტის დახურვისა. სუხოის კონსტრუქტორებმა გული არ გაიტეხეს და რამოდენიმე წელში შექმნეს ახალი აპარატები- Su-30MKI და Su-35BM-ი, სადაც სუ-37-ს მრავალი ტექნოლოგია გამოიყენეს.

0896d36a6148

20ea2ae6783e

ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები:

მომსახურებაში შესვლის წელი: ???
ეკიპაჟი: 1 კაცი
სიგრძე: 21.93 მ
ფრთის გაქანი: 14.7 მ
სიმაღლე: 5.93 მ
წონა (ცარიელის): 18.5 ტ
წონა (მაქს. ასაფრენი): 35 ტ
ძრავები: 2 x Lyulka-Saturn AL-37FU
წევა(მშრალი/აალების შემდგომი: 2 x 74.5 / 145 kN
მაქს. სიჩქარე: 2870 კმ/სთ
ფრენის პრაქტიკული ჭერი: 18 კმ
მოქმედების დიაპაზონი: 3300 კმ
ქვემეხი: GSh-301, 30 მმ
ჭურვების რაოდენობა: 150 ც
რაკეტები: 12 ცალი “ჰაერი ჰაერის და “ჰაერი მიწა”-ს ტიპის რაკეტები

წყარო: http://armada.ge

Back to top button