გართობა
აწყობილი ლექსი ;)
მ-ენატრები ყოველთვის, როცა თვალი ვერ გხედავს,
ე-რთადერთი სილამაზე მინდა მხოლოდ შენ გერქვას
შ-შენთან ერთად ეს ცხოვრება გავატარო მინდა,
ე-რთია და შეუცვლელი, სიყვარული გრძნობა-წმინდა!
ნ-აზი ხარ და სილამაზით ბორკილები დამადე
მ-იზიდავ და მაოცებ, შენთვის თავი გადავდე,
ი-მედია მიმიხვდები, რასაც ვგრძნობ და განვიცდი
ყ-ველაფერს რომ მირჩევნიხარ, ალბათ ჯერაც არ იცი.
ვ-აღიარებ გადამრიე, მხოლოდ შენით ვარსებობ
ა-ნგელოზად მიმაჩნიხარ, შენ ხარ ჩემი საბედო,
რ-ოცა თვალებს დავხუჭავ, მესიზმრები შენ
ხ-ანდახან კი მელანდები, ღამეა თუ დღე.
ა-ლამაზებ ყველაფერს, მშვენება გაქვს ვარდის,
რ-ამდენჯერაც უშენოდ ვარ, მე სავსე ვარ დარდით…