საკითხავისასარგებლოუცნაური

სიზმრების წინასწარმეტყველება

არ არსებობს ადამიანი,რომელსაც სიზმრები არ უნახავს…უბრალოდ გაღვიძების დროს ისინი ხშირად გვავიწყდება..თუმცა სიზმრებს მომავლის წინასწარმეტყველებაც შეუძლია…

ნევროპათოლოგიის “მამა” ჟან მარტენ შარკო(1825-1893) აღნიშნავდა: “ჩვენი ტვინი,წარსულის იგნორირების დროს,ხანდახან ხდება რომ მოვლენებს წინ უსწრებს..უნდა ვისწავლოთ მისი ხმის მოსმენა,რომელიც მომავლიდან ისმის…იქიდან ჩვენამდე როგორ აღწევს,ეს მეცნიერებისთვის უცნობია…და საჭიროა რომ საერთოდ ცოდნა?უფრო საჭიროა გაფრთხილების გარეშე აღვიქვათ სიზმრების სამეფოს სურათები.სიზმრების “მანქანა” ძალზედ ვერაგია…იგი ექვემდებარება ფიზიოლოგიურ მახასიათებლებს…”

ეჭვები რომ განვიქარვოთ იმაში,რომ ადამიანის ტვინს შეუძლია რამის წინასწარმეტყველება,შარკოს მოჰყავს ფაქტების სია,რომელიც საკუთარი ცხოვრებიდან ამოიღო.ორი ასეთი მოვლენა განსაკუთრებულად შთამბეჭდავია…ამიტომაც ფსიქიატრი განსაკუთრებულად ამახვილებს მათზე ყურადღებას.ის წერს:

“ცხრა წლის ასაკიდან ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრებოდა.მე გარკვევით ვხედავდი წვერებიან კაცს,რომელიც თავის მხვერპლებს დანით “კუწავდა”.მე ცივი ოფლით მეღვიძებოდა…როგორც ვფიქრობ,მისი მსხვერპლნი,ერთი და იგივენი იყვნენ.ამიტომაც ისე კარგად დავიმახსოვრე მათი ნაკვთები,რომ აუცილებლად ვიცნობდი სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ,ზუსტად ის რაც გარდამხდა 1878 წელს.

15 ივლისს პოლიციელმა პიერ სუკმა,ჩემთან მოიყვანა ფსიქიკურად დაავადებული მამაკაცი…როგორც კი დავინახე,უცებ გონება გამინათდა : ეს ხომ ის მანიაკია,რომელიც მესიზმრებოდა,დიდი შრამით მარცხენა ლოყაზე!! სუკმა მიჩვენა ნახატები,ამ ადამიანის მსვერპლების.ისინიც ვიცანი,ჩემი სიზმრების პერსონაჟები.ისინი რამოდენიმე თვის წინ იყვნენ მოკლულნი,როდესაც მე უკვე არც ისე ახალგაზრდა ვიყავი.ეს იმას ნიშნავს რომ ჩემმა ტვინმა როგორღაც მოახერხა მომავლიდან ეს ისტორია ჩემთან,წარსულში გადმოეტანა…მაგრამ რისთვის?მოცემული ინფორმაცია ხომ მე არ მეხებოდა…მაგრამ იქნებ უკვე დიდი ხნის წინ,ჩემი გონება იწყებდა ჩემთან მუშაობას და მამზადებდა ტვინის შესწავლის განსაცდელებთან?”

შარკო,მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი,სრული სერიოზულობით ეკიდებოდა სიზმრების სიმბოლიკას,რომელიც განვითარებული იყო უძველესი დროიდან.იგი ფლობდა მის “ენას” და შეეძლო ეწინასწარმეტყველა მომავალში მოსახდენი მოვლენები,როგორც წესი ან ტრაგიკული,ან მოსალოდნელი პრობლემების მომასწავებელი.

აი კიდევ ერთი მისი მოგონება: “სახლში დაბრუნებისას,უნდა გამევლო ძველი ვენის წისქვილთან,რომელიც დიდი ხანია როგორც საწყობი,ისე იყენებოდა.ეს იყო ქვის შენობა,საკმაოდ მუქი,იყო იმდენად ნაცნობი,რომ მე თითქოს ვერც ვამჩნევდი მას,გულგრილად გავივლიდი გვერდზე.გაზაფხულზე ყველაფერი შეიცვალა…როდესაც წისქვილს ვუახლოვდებოდი რაღაც გრძნობა მეუფლებოდა,შიშის..და გულისცემა მიჩქარდებოდა…სუნთქვა მეკვრებოდა.მაშინ ღამ-ღამობით მესიზმრებოდა ორი ადამიანი,რუხ ტანსაცმელში ჩაცმული,რომლებიც თოკით შიშველ ახალშობილს ახრჩობდნენ.ქალების სახეს,რომელიც კაპიშონის ქვეშ იყო დამალული,ვერ ვხედავდი..ხოლო მოხუცი ქალის,რომელიც გრძელ პალტოში იყო ჩაცმული და ერთ-ერთ ბოროტმოქმედ ქალს ნიჩბით მხარი გაუპო,ალბათ ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება…

და აი 1884 წლის 16 აგვისტოს სიზმარმა ცხადში გადმოინაცვლა.თავიდან,რაც ძალზედ მნიშვნელოვანია,თუ სიზმრების სიმბოლიკას მივაქცევთ ყურადღებას,მე უსისხლოდ ვიღებ კბილს..გაღვიძებისას,მე ვხვდები რომ გავიგე რომელიმე ახლობლის გარდაცვალების ამბავს.როდესაც კლინიკაში მივედი,გავიგე რომ ჩვენი ერთ-ერთი მედდა -მარია,გარდაიცვალა.ის გადაუდგა მანიაკს,რომელიც მის ქალიშვილებს ემუქრებოდა,და მან დაახრჩო იგი თეთრი ფერის თოკით.თავის მხვრივ,მარიას ქალიშვილებმა,ნიჩბებით მოკლეს მანიაკი,ხოლო სხეული,ქმრების დახმარებით,წისქვილში დამალეს,სადაც მალევე პოლიციელებმა იპოვეს.ქალებს ძალიან მკაცრი სასჯელი ელოდებათ…და მათი რომელიმე შვილი შეიძლება ობოლიც კი გახდეს.

ამ სიზმრებმა სწორედ მაჩვენეს მომავლის მოვლენები…დაფიქრდით მათ რეალობაზე და მათ ძალაზე?”

შარკო ასევე ამბობს: “მეცნიერებას დასჭირდება მინიმუმ 200 წელი,რომ წინასწარმეტყველური სიზმრების ბუნება გაიგო..”

მემგონი ძალიან საინტერესოა…მე ხშირად მესიზმრება სიზმრები..მაგრამ წინასწარმეტყველური ჯერ-ჯერობით არც ერთი არ აღმოჩნდა…რავიცი..იქნებ თქვენ გჯერათ სიზმრების და გიხდებათ კიდეც…

პ.ს. ვინც ეს მოიპაროს და წყარო არ მიაწეროს მოსტყდეს თითები
BY ნაწკა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close