საკითხავისასარგებლოუცნაური

მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ჭკვიანი ბავშვები…


მინდა გაგაცნოთ ბავშვები, რომლებიც მსოფლიომ აღიარა ყველა ჩკვიანებად და რომელთა ნიჭიც უდიდეს გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევს. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, ისინი ნამდვილი გენიოსები არიან…

1. კიმ უნგ-იონგი (Kim Ung-Yong). უნივერსიტეტში ჩააბარა 4 წლისამ

გაიცანით, ეს არის კორეელი ფენომენი კიმ უნგ-იონგი. ის დაიბადა 1962 წელს და დღესაც ითველება გინესის რეკორდსმენად, როგორც ყველაზე მაღალი IQ (210) მქონე. 3 წლისას უკვე შეეძლო კითხვა იაპონურ, კორეულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. როდესაც შეუსრულდა 5 წელი კიმმა იმდენად რთული მატემატიკური ამოცანები გამოიყვანა, რომ მთელი მოფლიო შოკში ჩააგდო. ამის შემდეგ ის მიიპატიჟეს იაპონიის ტელევიზიაში, სადაც ის თავის ნიჭს დემონსტრირებას უკეთებდა. უკვე საუბრობდა ჩინურ, ესპანურ, ფილიპინურ, და გერმანულ ენებზეც. 4 წლისამ Hanyang-ის უნივერსიტეტში ჩააბარა, ხოლო 7 წლის სამუშაოდ მიიწვიეს НАСА-ში. 15 წლისამ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ფიზიკაში Colorado State University-ში და ამერიკაში მუშაობდა 1978 წლამდე.

შემდეგ დაბრუნდა კორეაში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სამშენებლო და საპროექტო დარგში და მიიწვიეს კორეის ყველაზე ცნობილ უნივერსიტეტში Chungbuk National University, სადაც ის დღესაც მოღვაწეობს.

2. გრეგორი სმიტი (Gregory Smith). 12 წლის ასაკში უკვე ოტხჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე.

დაიბადა 1990 წელს. კითხვა 2 წლისამ ისწავლა, ხოლო უნივერსიტეტში 10 წლისამ ჩააბარა. პატარა გენიოსი დაკავებულია არამარტო მეცნიერებით, არამედ მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და მთავარ აქტივისტია ბავშვთა უფლებების დაცვაში. გრეგორი ითვლება მოძრაობა International Youth Advocates-ის დამფუძნებლად, რომელიც მოიცავს ბავშვისა და მსოფლიოს დაახლოების საკითხებს. შენახვედრია ბილ კლინტონსა და მიხეილ გორბაჩოვთან, ასევე სიტყვით არის გამოსული ООН-ის ერთ-ერთ სხდომაზე.

3. აკრიტ იასვალი (Akrit Jaswal). 7 წლის ქირურგი

დაიბადა ინდოეთში, სადაც ძალზედ ცნობილია და ითვლება ყველაზე ჭკვიან ბავშვად თავის ქვეყანაში, რადგანაც მისი IQ შეადგენს 146. პოპულარობა მოიპოვა 2000 წელს, როდესაც 7 წლის ასაკში უნებურად ჩაატარა “ქირურგიული” ოპერაცია. პაციენტი მეზობელი 8 წლის გოგონა იყო, რომელიც ხელის დამწვრობისგან იტანჯებოდა, ვერ შლიდა და კეცავდა მუჭს. აკრიტმა ისე, რომ არ ჰქონდა შესაბამისი ხელსაწყოები ყველაფერი იღონა და გოგონას ხელი გადაარჩინა. ამ ამბის შემდეგ ბიჭი სასწავლებლად წავიდა Chandigarh College-ში და დღეს ითვლება ყველაზე პატარა სტუდენტად ინდოეთში.

4. კლეოპატრა სტრატანი (Cleopatra Stratan). გამოიმუშავებს 1000 ევროს თითო გამოსვლაში.

დაიბადა 2002 წელს მომღერალ პავლა სტრატანის ოჯახში. ამჟამად ითვლეპა ყველაზე პატარა შემსრულებლად, რომელმაც ამხელა პოპულარობა მოიპოვა. განსაკუთრებით ალბომის La vrsta de trei ani გამოსვლის შემდეგ (მაშინ 3 წლის იყო). მიუხედავად თავისი ასაკისა გოგონამ უკვე ჩაატარა რამოდენიმე 2 საათიანი კონცერტი დიდი აუდიტორიის წინაშე. მას ასევე აღებული აქვს MTV-ის პრემია, როგორც ყველაზე პატარა შემსრულებელს.

5. აელიტა ანდრე (Aelita Andre). 2 წლის მხატვარი

აელიტა ნამდვილი ვარსკვლავია აბსტრაქტული მხატვრობის მოყვარულტა შორის. ხატვა მან ერთი წლიდან დაიწყო. მის ნახატებს ალბათ ვერასოდეს ნახავდა ფართო აუდიტორია, რომ არა ერთი ბედნიერი შემთხვევა. ერთხელ შემთხვევით ბრუკლინის სამხატვრო გალერეა Brunswick Street Gallery-ის დირექტორმა მარკ ჯემინსონმა, ერთ ფოტოგრაფთან შეხვედრისას დაინახა ნახატები, რომელიც ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა ჩაერთო ყოველწლიურ საგამოფენო პროგრამაში. დაიბეჭდა ბუკლეტები, გაეშვა რეკლა და მაშინ, როდესაც პიარი აგორდა მან შეიტყო, რომ ეს ნახატები ეკუთვნოდა ერთი ფოტოგრაფის 2 წლის ქალიშვილს. დირექტორი შოჯკირებული დარჩა, მაგრამ პროგრამას ვერ შეცვლიდა და ამგვარად აილიტას ხელოვნება იხილა მსოფლიომ.

6. ოსკარ რიგლი. ყველაზე ჭკვიანი ბავშვი ამერიკალთა აზრით

2010 წელს ყველაზე ჭკვიან ბავშვად ექსპერტებმა აღიარეს 2 წლის ოსკარ რიგლი. IQ კოეფიციენტი 160 ქულა, რომელიც თვით ალბერტ აინშტაინის კოეფიციენტს უტოლდება. 3 თვიდან ბავშვს აღენიშნებოდა წარმოუდგენლად რთული ინტელექტი. ის ფლობს გასაოცარ ლექსიკურ მარაგს, ამ რამოდენიმე დღის წინ კი დედას დაწვრილებით მოუყვა პინგვინთა გამრავლების სტადიებზე, თან ს=ასაბუთებდა ყველა დეტალს, რითაც შოკში ჩააგდო არა მარტო დედა, არამედ ექსპერტები. ცნობილმა ოქსფორდულმა კლუბმა “მენსამ”, რომელიც აერთიანებს უმაღლესი ინტელექტის ადამიანთა ჯგუფს, უკვე მიიღო ოსკარი ტავის რიგებში

*****************************************************************************************
*****************************************************************************************


ჩემი ყველა პოსტი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close