არქივი

კლოდ მონე(ნაწ.1)

0c1c61d25d18
იმპრესიონიზმი(ჩემი საყვარელი მიმდინარეობა მხატვრობაში)-პირველი დიდი ავანგარდისტული მოძრაობა მხატვრობაში.ჩამოყალიბდა XIX საუკუნის 60-აიან წლებში.მისი წეევრები ღია ცის ქვეშ ხატავდნენ და ბუნებრივი განათების ცვალებადობას სწავლობდნენ.მათი სურათები სპონტანური და ესკიზური იყო.მოძრაობის წამყვანი მხატვრები იყვნენ:მონე,რენუარი,პისარო.

დღეს კონკრეტულად მონეზე და მის ერთ-ერთ ნახატზე უნდა გესაუბროთ.თვითონ მონესთვის ხატვა იყო ალბათ ყველაფერი.

მონე დაიბადა  14 ნოემბერს პარიზში და ის ოსკარის სახელით მოუნათლავთ.ოსკარი ბავშვობიდანვე კარგად ხატავდა, 17 წლის ასაკში მის კარიკატურებს ჟენ ბუდენი თავის საკანცელარიო ნაწარმთა სავაჭრო ჯიხურში ფენდა. ბუდენმა მაშინვე შეიცნო მომავალი დიდი მხატვარი. მან მონეს შეაგრძნობიდა პლენერის მთელი სიდიადე. ბუდემნა ოსკარს გააცნო გუსტავ კურბე , იოკინდი, დობინი, რომელთა რეალისტურმა შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა მასზე. ბუდენმა დაარწმუნა მონე, რომ ფერწერა მისი ჭეშმარიტი მოწოდება იყო. მონეც დარწუმნა ამასში, თუმცა თავიდან მის სურვილს ეწინააღმდეგებოდნენ მშობლელი. ბოლოს მონემ დაჟინებული თხოვნით დაითანხმა მშობლელი და მათ ის ცოტახნით პარიზში, მხატვრულ სამყაროსთან გასაცნობად, გაუშვეს. მაგრამ პარიზმა ის დიდი ხნით დაიტოვა. პირობის დარღვევის გამო მამამისმა შუწყვიტა ფინანსური დახმარება და მონე იძულებული გახდა მამიდის მიერ შემოთავაზებულ მწირე დახმარებას დასჯერებოდა. ახალი დამოუკიდებელი ცხოვრების აღსანიშნად, მონემ ნათლობის სახელი, ოსკარი უარყო და კლოდი დაირქვა.

933f72c5f539

არასდროს უშოვია ფული სხვა საქმიანობით, ხატვა იყო ჰობიც, გართობაც, საქმეც, ცხოვრებაც, ოცნებაც, რეალობაც, წარმოსახვაც, გრძნობაც და გადმოცემაც. ჯერ კიდევ სკოლაში მასწავლებლების კარიკატურებს ხატავდა, ყიდიდა და სახარჯო ფულს ასე შოულობდა. სკოლას მოჰყვა პარიზი და სურვილი- ხატვა უკეთ ესწავლა. თავიდან სტუდიებში მუშაობდა, შემდეგ – ძირითადად გარეთ.

როგორც მას იხსენებენ, ჯდებოდა ნავში, გაცურავდა და ასე  ხატავდა ბუნებას, მდინარეს, ნავებს, ზღვას, გემებს.

დუმფარებიანი გუბურა(შეიძლება ეს ნახატი იცოდეთ როგორც „ხიდები“)

ეს სურათი მონემ ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ ჟივერნიაში,საკუთარ ბაღში დახატა.მასზე ასახულია მშვიდი გარემო,თუმცა ამ დროს ,ბაღის ღობის მიღმა ჯარის ნაწილები მიდიოდნენ,პირველი მსოფლიო ომი დაიწყო მონე კი ხატვას განაგრძობდა.იჯდა საკუთარ ჟივერნიის ბაღში და ხატავდა ბაღის ხედებს,იაპონური ხიდი,ტბაზე  გაფენილი ყვავილები განსაკუთრებით მოსწონდა,ამიტომაც ეს პეიზაჯი 40-მდე სურათზე აქვს გადატანილი

მონემ თვალთან დაკავშირებული სირთულეები პირველად ვენეციაში, 67 წლის ასაკში შენიშნა. როგორც კატარაქტას სჩვევია, ის ძირითადად ყველაფერს წითელსა და ყვითელ ფერებში აღიქვამდა – შემდეგ ხატავდა ისე, როგორც ხედავდა. ამიტომ მის ნახატებში იგივე ადგილებმა ასეთი შეფერილობა მიიღო – გაქრა ლურჯი, მწვანე, იისფერი.

ერთხელ საშინლად გაბრაზებულმა სათვალე მოისროლა და თქვა :” თუ სამყარო მართლა ისეთ ფერებშია, როგორადაც მე მას ახლა ვხედავ, საერთოდ აღარასდროს დავხატავ!”.

1911 წელს  მარჯვენა თვალით საერთოდ ვეღარ ხედავდა, მომდევნო წლების განმავლობაში -მარცხენა თვალსაც ბუნდოვანება შეერია. 1922 წელს, თითქმის ბრმამ პალიტრა გვერდზე გადადო და ხატვას დროებით თავი ანება.

1923 წელს მეგობრმა ის ქირურგიულ ჩარევაზე დაითანხმა , რის შედეგადაც მარჯვენა თვალით სპეციალური სათვალის დახმარებით მხედველობა თითქმის აღუდგა, მაგრამ შედეგი არ იყო სრული, ამიტომ მარცხენა თვალის ოპერაციაზე მისი დათანხმება ვეღარავინ შეძლო. მან ხატვა ამავე წელს განაგრძო და მხოლოდ გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე შეწყვიტა.

ამ პერიოდის ნახატები სრულიად განსხვავებულია ერთამენეთისგან – ჯანმრთელი თვალით- ლუჯი-მოიისფრო ფერებია, მარცხენა თვალით დახატული კი წითელ-ყვითელი.

”ხიდის” ბოლო ვერსია, რომელიც მონემ 1923 წელს შეასრულა, სრულიად განსხვავდება მისი პირვანდელი ტილოებისგან –  კლოდის მწვანე ბაღი, ხიდი, ყვავილები გაწითლებულა, ცა და მდინარე კი – მოყვითალოა.

1926წელს 86 წლის კლოდ ოსკარ მონე გარდაიცვალა, იგი დაკრძალეს ჟივერნში.
9fb29e854a8f

7c016d39ac67

02d2f1b8ab26

d767a862ee66
ესეც ვიდეო მათთვის ვისაც მისი ნახატები აინტერესებს :
წყარო:Wikipedia,cigni mxatvroba, babisasi.blogspot.com

მსგავსი ამბები

Back to top button