არქივი

სიკეთემ ბოროტება გადაარჩინა?

92a38bf9c8e6
უკვე 65 წელია, რაც ფართო თუ ვიწრო საზოგადოებაში მიდის მსჯელობა მეორე მსოფლიო ომის მიზეზებსა თუ შედეგებზე. როდესაც ისმის კითხვა: შეიძლებოდა რაიმე ვითარებას ან მოქმედებას თავიდან აეცილებინა მსოფლიოსთვის, მის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო დაპირისპირება? პასუხის ძებნას, პოლიტიკური და სამხედრო პირების სვლებში, შესაბამისად ამ სვლების მიერ გამოწვეულ მოვლენებში ვიწყებთ. გაგრძელებაში შემოგთავაზებთ ერთ ისეთ მოვლენას, რისი საპირისპირო განვითარებაც, მსოფლიოს თავიდან ააცილებდა 60-70 მილიონიან ადამიანურ დანაკარგს.

ჩანაწერები იმ პიროვნებისა, რომელსაც ფაქტიურად შეეძლო მსოფლიო ისტორიის შეცვლა, მისი უკანასკნელი დღეების ჟამს ანუ 1964 წელს გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. მხოლოდ ახლახან გამოაშკარავდა ამ ადამიანის ავტობიოგრაფია, საიდანაც ცნობილი გახდა კეთილი ჯარისკაცის მომაკვდინებელი სიკეთე.

1891 წელს, ქალაქ ტულოუში (ჩრდილო-აღმოსავლეთი ირლანდია), დაიბადა ქვეყნის მომავალი რიგითი ჯარისკაცი მაიკლ კიოჰი (Michael Keogh). 1913 წელს, 22 წლის ასაკში იგი ჩაირიცხა ირლანდიულ სამეფო ლეგიონში, სადაც მას მოგვიანებით პრობლემებიც კი ჰქონდა, რადგან აჯანყებისკენ მოწოდებას აბრალებდნენ. 1914 წელს, კიოჰის ლეგიონი საფრანგეთში გადავიდა, სადაც 1 თვის თავზე გერმანალებმა შეიპყრეს. 1916 წელს, იგი იყო იმ მცირერიცხოვან ირლანდიელ ჯარისკაცებს შორის, ვინც იძულებული გახდა გერმანიის ჯარში განეგრძო მოღვაწეობა. სამშობლოდან წამოსვლის 4 წლის თავზე, ანუ 1918 წლის სექტემბერში, მაიკლმა საფრანგეთის საზღვარზე გაიცნო გერმანელი უმცროსი კაპრალი, რომელიც მსახურობდა იმავე 16-ე ბავარიულ ქვეით ლეგიონში. მოგვიანებით, 1919 წელს კიოჰი იმყოფებოდა ბერლინში. იგი მსახურობდა ე.წ “ფრეიკორპში”, ეს იყო მემარჯვენე სამხედრო დანაყოფი, რომელიც ებრძოდა კომუნისტების მიერ ორგანიზებულ მარქსისტულ რევოლუციას. მაიკლის ჩანაწერებში იკითხება: ” მე ვიბრძოდი გერმანიაში კომუნისტების წინააღმდეგ, რამოდენიმე კვირის შემდეგ აღმოვჩნდი თურქულ ბარაკებში, სწორედ იქ ყოფნის დროს, საღამოს 8 საათზე გავიგე დაჟინებული შეძახილები და წივილ-კივილი: მეამბოხეები შევარდნენ გიმნაზიაში და იწევდნენ ორ პოლიტიკურ აგენტზე. ამ “პოლიტიკურ ოფიცრებს” უფლება ჰქონდათ მიახლოვებოდნენ ხალხს და ეთხოვათ ხმის მიცემა და მხარის დაჭერა. მე ვუბრძანე ექვს ოფიცერს, ხიშტებით შეიარაღებულებს, გაეძევებინათ პოლიტიკური აქტივისტები გიმნაზიიდან. იმ მომენტისათვის შენობაში დაახლოებით, 200 კაცი იმყოფებოდა. ჩემმა ოფიცრებმა ბრძანების შესრულებისთვის ყველაზე მკაცრი ხერხი გამოიყენეს და მაგიდაზე ასული აგიტატორები ძალით ჩამოათრიეს და ცემა დაუწყეს. ჩემს ხალხს ბრბოს ნაწილმა მიბაძა და ისინიც შეურთდნენ 2 ადამიანის უმოწყალოდ ცემას. როდესაც გავიხედე, ხიშტები ჰაერში ელავდნენ და დაუყოვნებლივ ვუბრძანე მცველს ჰაერში გაესროლა, რადგან ეს გააფთრებული ბრბო, რამდენიმე წუთში, მათგან მხოლოდ სისხლის გუბეს დატოვებდა. იარაღის გრიალმა შედეგი გამოიღო და პოილიტიკურ ოფიცრებს თავი დაანებეს. ახალგაზრდა, ულვაშით, ფეხებძე წამობობღდა და თავი წარმოადგინა: ადლოფ ჰილტერი. მხოლოდ მაშინ ვიცანი, რომ ეს ადამიანი სწორედ ის უმცროსი კაპრალი იყო, რომელსაც საფრანგეთის საზღვარზე შეხვდა. როდესაც ერთმანეთს ამბები გამოვკითხეთ, მან საუბარი დაიწყო თავის ახალ, ნაციონალურ-სოციალურ გერმაანიის მუშათა პარტიაზე.”

მაიკლ კიოჰის ჩანაწერებში ასევე წერია, რომ მან ადოლფ ჰიტლერი 11 წლის შემდეგ, 1930 წელს ნახა. იგი უკვე თავად მიუძღოდა ბრბოს ნიურნბერგში და საერთოდ აღარ საჭიროებდა ვინმესგან დაცვას.

d3adaa295bf2

ადოლფ ჰიტლერი ცნეს პასუხისმგებლად 40-50 მილიონი ადამიანის მკვლელობაში. რისთვისაც, თავისი თავის ცოცხლად დატოვების შემთხვევაში, წაუყენებდნენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებას და სიკვდილით დასჯიდნენ.

ალბათ, ჰიტლერს თავისი სიცოცხლის ამ გადამწყვეტ მომენტში თავისნაირი სისხლისმსმელი და გულქვა ადამიანი რომ შეხვედროდა, იგი იმ გიმნაზიაში დაასრულებდა სიცოცხლეს, შესაბამისად გადარჩებოდა მილიონობით უდანაშაულო ადამიანი.

წყარო: strangenews.com

მსგავსი ამბები

Back to top button