საკითხავისასარგებლოსურათები

წყალქვეშა სამყარო…(ნაწილი1)

2ba2542f3b07
აქ იხილავთ ინფორმაციას წყალქვეშა სამყაროს რამოდენიმე წარმომადგენელზე

დელფინი
დელფინები (Delphininae), ძუძუმწოვრების ქვეოჯახი ვეშაპისნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე 1,2-3 მ, ზოგი სახეობისა – 10 -მდე. წაგრძელებული დინგი ქმნის ე. წ. “ნისკარტს”, კბილების რაოდენობა 70-ს აჭარბებს. უმრავლესობას აქვს ზურგის ფარფლი. ექოლოკაციის უნარი და მეტად მახვილი სმენა (აღიქვამენ რამდენიმე ათეული ჰც-დან 150-196 კჰც-მდე რხევებს) დელფინებს წყალში ორიენტაციის საშუალებას აძლევს. აქვთ რთული ბგერითი სიგნალიზაცია და ბგერათსასიგნალო (საექოლოკაციო) ორგანო, რომელიც მოტავსებულია ერტადერთ ნესტოში. მასთან არის დაკავშირებული კუნთოვანი სისტემით აღჭურვილი სამი წყვილი საჰაერო პარკი. სიგნალების გამოსხივების სიხშირე 170 კჰც აღწევს. აქვთ მაღალგანვითარებული ცენტრალური ნერვული სისტემა: დიდი ზომის სფერული თავის ტვინი, ძლიერ დანაოჭებული ნახევარსფეროები, რომელთა ქერქი 30 მლტდ-მდე ნერვულ უჯრედს შეიცავს. დიდი ზომის თავის ტვინი საშუალებას აძლევს გადაამუშაონ დიდი რაოდენობის აკუსტიკური თუ სხვა სახის ინფორმაცია. თუთიყუშების მსგავსად, მათ შეუძლიათ ადამიანის მიერ თქმული სიტყვების გამეორება. გასაწვრთნელად და შესასწავლად ჰყავთ დელფინარიუმებსა და ოკეანარიუმებში. ისინი ადვილად იწვრთნებიან. ამჟამად იკვლევენ დელფინების ზოგი სახეობის მოშინაურების შესაძლებლობას.

დელფინები ცხოვრობენ ჯოგებად, ცურავენ სწრაფად (50 კმ-მდე საათში). იკვებებიან თევზით, თავფეხიანი მოლუსკებით, იშვიათად კიბოსნაირებით. მაკეობა 10-12 თვე გრძელდება. შობენ ერთ ნაშიერს, რომლის სიგრძე დედის სიგრძის ნახევარს აღწევს. სქესობრივად მწიფდებიან 3-5 წლის ასაკში. დელფინების ქვეოჯახში 20 გვარია 48 სახეობით. შაბ ზღვაში ცხოვრობს სამი სახეობა: აფალინა, თეთრგვერდა დელფინები და ზღვის ღორი. ზოგი სახეობა (მაგ., ცელნამგალა ვეშაპი) კოსმოპოლიტია. დელფინების სახეობათა უმრავლესობა ცხოვრობს ოკეანეთა თბილ წყლებში. დელფინების სხეულის ფორმის ჰიდროდინამიკური სრულყოფა, გარეგანი საფარვლის აგებულება და ანტიტურბულლენტური თვისებები, დიდ სიღრმეში ვინთვის უნარი, საიმედო ექოლოკაცია და ამ ცხოველის ორგანიზაციის სხვა თავისებურებანი მეტად საინტერესოა ბიონიკისათვის. ასევე საინტერესოა ფიზიოლოგიისა და მედიცინის თვალთახედვით დელფინების სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის მთელი რიგი შეგუებანი (მიოგლობინის სიუხვე, გარეგანი სუნთქვის ხანგრძლივად შეჩერების უნარი, სისხლში დაგროვილი ნახშირორჯანგი სუნთქვის ცენტრზე არ მოქმედებს, პულსი შენელებულია და სხვა).

დელფინების მოშინაურებით ადამიანს ზღვის სიმდიდრის უფრო სრულყოფილი ათვისების საშუალება ეძლევა. საზღვარგარეთ დელფინებს სწავლობენ სამხედრო მიზნითაც: ნაღმების, ტორპედოების, ჩაძირული გემების, წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად და სხვა. დელფინების ზოგ სახეობას სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ყოფილ სსრკ-ში დელფინების რექვა აკრძალულია (1966).
037ab96dbff1

eda74d01a4fc

d4605476f4a6

28dea19d56de

2 ზვიგენი
თეთრი ზვიგენი (ლათ. Carcharodon carcharias), ასევე ცნობილი როგორც თეთრი პოინტერი, დიდი თეთრი ზვიგენი, ან თეთრი სიკვდილი, განსაკუთრებით დიდი ზომის ზვიგენია, რომელიც ოკეანის სანაპირო რეგიონებში ბინადრობს. მისი სიგრძე 6 მეტრს აღწევს, ხოლო წონა 2.000 კგ–ს და, შესაბამისად, აქამდე ცნობილი ყველაზე დიდი მტაცებელი თევზია. ის უძლეველია და მისთვის ერთადერთ საშიშროებას ადამიანი წარმოადგენს, თუ არ ჩავთვლით ორკას (დელფინთა გვარის). ამ უკანასკნელის დიეტა თეთრი ზვიგენის მსგავსია, თუმცა მათ შორის ურთიერთობა იშვიათია და ამგვარად ისინი პირდაპირი კონკურენტები არ არიან.

419bac68e4e3

d4691c74f987

b53ea5256a8f

4c52c05788f0

3 ლურჯი ვეშაპი
ლურჯი ვეშაპი (Balaenoptera musculus), ძუძუმწოვარი ცხოველი ზოლიან ვეშაპისებრთა ოჯახისა. ტანად ყველაზე დიდი ცხოველია, მისი სხეულის სიგრძე 33 მ, მასა 150 ტ აღემატება. აქვს პატარა ზურგის ფარფლი, ზედა ყბაზე — 350-800 წყვილი რქოვანი შავი ფირფიტა. ლურჯი ვეშაპის არეალი ძალზე ფართოა, თუმცა თითქმის განადგურებულია. გვხვდება ერთეულებად, იშვიათად წყვილად ან 3 ერთად. იკვებება კიბოსნაირებით (თევზს არ ჭამს). ყოველ 2-3 წელიწადში დედალი შობს 1 ნაშიერს, რომლის სიგრძეა 6-8 მ, მასა 2-3 ტ. ნაშიერი 7-8 თვე რძით იკვებება (ვეშაპის რძე 35-60%-მდე ცხიმს შეიცავს). მაკეობა 11 თვემდე გრძელდება. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4-5 წლისა. ერთი ლურჯი ვეშაპი საშუალოდ იძლევა 15-20 ტ ცხიმს და 35-40 ტ ხორცს. 1966 წლიდან ლურჯ ვეშაპზე ნადირობა აკრძალულია.

8f01edc0d07a
7067a6dbc91f
b5e63fc2080c
b266e50249d5

4 ზღვის ვარსკვლავი

ზღვის ვარსკვლავები (Asteroidea), უხერხემლოთა კლასი კანეკლიანების ტიპისა. მათი ხუთ-, ზოგჯერ მრავალსხივიანი (50-მდე), კაშკაშა სხეულის სიგრძე 1 სმ-იდან 1 მ აღწევს. ფსკერის ცხოველებია, დაცოცავენ ამბულაკრული ფეხებით. უმრავლესობა მტაცებელია. ზოგს შეუძლია გადმოაბრუნოს კუჭი, შემოეხვიოს მსხვერპლს და სხეულის გარეთ მოინელოს. ზღვის ვარსკვლავების უმრავლესობა ცალსქესიანია. განვითარება მეტამორფოზით მიმდინარეობს, ზოგი ცოცხალმშობია. კარგად განვითარებული რეგენერაციის უნარი აქვთ. კლასში 1500-ზე მეტი სახეობაა, რომლებიც გავრცელებულია არიან ყველა ზღვასა და ოკეანეში. ზღვის ვარსკვლავები იკვებება სარეწაო მოლუსკებით (ხამანწკები, მიტილუსები), აგრეთვე რიფის წარმომქმნელი ნაწლავღრუიანებით, რითაც დიდი ზიანი მოაქვს.
768b659856a1

8885d2b9cc82

f88cd7537c40

15d457586d6f

5 რვაფეხა
რვაფეხა (Octopus vulgaris), თავფეხიანი მოლუსკი რბილტანიანთა ტიპისა. გავრცელებულია ოკეანათა და ზღვების ტროპიკულ, სუბტროპიკულსა და ზომიერ სარტყლებში. ჩრდილოეთით ვრცელდება შოტლანდიის სანაპირობმე, ხოლო სამხრეთით — ავსტრალიამდე. თავზე აქვს 8 გრძელი „ხელი“ (წარსულში „ხელი“ ფეხად იყო მიჩნეული და აქედან წარმოდგა ცხოველის სახელწოდება) თავისი მისაწოვრებით. იკვებება ნაირგვარი ცხოველებით, თვითონ რვაფეხას ჭამენ ზღვის ძუძუმწოვრები, ზოგიერთი ფრინველი და თევზი. რვაფეხა განსხვავებულსქესიანია. განაყოფიერება შინაგანია. ზოგ ქვეყანაში მას საკვებად იყენებენ

2f0f53d6b962

b5cf09e5d943

e153c558fca1

3dbdec0db7e6

6 მოლუსკები
მოლუსკები (Mollusca) (ლათ. molluscus — რბილი), რბილტანიანები, უხერხემლო ცხოველების ტიპი. არსებობს მოლუსკების 107 ათასზე მეტი სახეობა. უმრავსელობა ბინადრობს ოკეანეში, ზღვაში, მტკნარ წყალში, შედარებით ნაკლები — ხმელეთზე. ხმელეთის მოლუსკებით განსაკუთრებით მდიდარია საქართველო (გვხვდება დაახლოებით 230 სახეობა და ქვესახეობა).

მოლუსკები გაერთიანებულია 7 კლასში: მუცელფეხიანები, ჯავშნიანები, მონოპლაკოფორები, ღარმუცლიანები, ორსაგდულიანები, ნიჩაბფეხიანები, თავფეხიანები. მოლუსკების სხეული იყოფა 3 ნაწილად: თავი, ტანი, ფეხი. უმრავლესობის სხეული ნიჟარაშია მოქცეული. თავზე მოთავსებულია პირი, ბევრს კი ერთი ან ორი წყვილი საცეციც აქვს, რომელთა ბოლოებზე თვალები ზის. ზოგს თავი სულ არა აქვს (ორსადგულიანები). ტანი მჭიდროდ ეკვრის ნიჟარას და ზოგიერთ სახეობაში (მუცელფეხიანები) ნიჟარის მსგავსად სპირალურადაა დახეული.მისი ძირი მანტიითაა გარემოცული. მანტიასა და ტანს შორის არის მანტიის რღუ, რომელიც შეიცავს გულს, სასუნთქ ორგანოებს და თირკმელებს, ხოლო ტანი — საჭმლის მომნელებელ ორგანოებს. ფეხის საშუალებით მოლუსკები ცოცავენ, ემაგრებიან საგნებს, ეფლობიან შლამში. ზოგიერთ მოლუსკებს ფეხი არ გააჩნიათ (მჯდომარე ორსაგდულიანები, ზოგი პარაზიტი მუცელფეხიანი). წყალში მცურავ ზოგიერთ მუცელფეხიანს ფეხი საცურაო ფარფლად აქვს გადაქცეული. ნიჟარა გარეთა ჩონჩხის როლს ასრულებს. ჯავშნიანებში იგი ფირფიტაა, ორსაგდულიანებში — საგდულები, მუცელფეხიანებში მეტწილად სპირალურადაა დახვეული და სხვა.

ზოგს ნიჟარა მთლიანად გადაგვარებული აქვს (უნიჟაროები). საჭმლის მომნელებელი სისტემა მოიცავს პირს, ხახას სანერწყვე ჯირკვლებიანად, საყლაპავ მილს, შუა ნაწლავს კუჭითა და ღვიძლითურთ და უკანა ნაწლავს. სუნთქავენ ლაყუჩებით ანუ ქტენიდიებით. ხმელეთის მუცელფეხიანთა უმეტესობა ფილტვით სუნთქავს. ფილტვის როლს სისხლძარღვებით დაქსელილი მანტიის კედელი ასრულებს. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა, გული მეტწილად პარკუჭისა და წინაგულებისაგან შედგება. მუცელფეხიანთა უმეტესობას ერთი წინაგული (მარცხენა) აქვს. გამომყოფ სისტემას წყვილი თირკმელი ემსახურება, ზოგს ერთი თირკმელი აქვს (მუცელფეხიანები). თირკმლის სადინარი უკანა ნაწლავს გასდევს და საკუთარი ხვრელით ანალურ ხვრელში იხსნება. მოლუსკების ნერვული სისტემა გაფანტულ-კვანძური ტიპისაა, შედგება 5-6 წყვილი კვანძისაგან. მოლუსკები გაყოფილსქესიანებია, ზოგი — ჰერმაფროდიტი. გამრავლება სქესობრივია. თავფეხიანებისა და მუცელფეხიანების განაყოფიერება შინაგანია, დანარჩენებისა — გარეგანი. მოლუსკების უმრავლესობა კვერცხებით მრავლდება. კვერცხიდან გამოდის ლარვა, ანუ ტროქოფორა, რომელიც მეორე ლარვულ სტადიას — მეიალქნედ ანუ ველიგერად. მოლუსკების ზოგიერთი სახეობა ცოცხლადმშობია, რომელთაგან რამდენიმე სახეობა საქართველოშიც არის გავრცელებული.

მოლუსკების წარმოშობაში ბევრი რამ გაურკვეველია, მაგრამ მათ აგებულებაში მრავალი ისეთი ნიშანია, რომელიც მოლუსკებს რგოლოვან ჭიებთან აახლოებს და სწორედ ისინი ითვლებიან მათ წინაპრებად. მოლუსკების ზოგიერთი სახეობა — ხამანწკები, მიტილუსები, სავარცხლურები და სხვანი გამოიყენება საკვებად. საკვებში შერეული ნიჟარის ფხვნილით კვებავენ ქათმებს ჩონჩხისა და კვერცხის ნაჭუჭის გასამაგრებლად. ზოგი სახეობის ნიჟარებისაგან ამზადებენ ღილებს, სხვადასხვა სამკაულს და სხვა ნივთებს. ზოგი ორსადგულიანი მარგალიტის მწარმოებგელია, მათ ხელოვნურად აშენებენ. ზოგ მოლუსკებს საკმაოდ დიდი ზიანი მოაქვს. ზოგი სახეობა პარაზიტული ჭიების შუალედური მასპინძელია. არიან სახეობები (მუცელფეხიანები), რომლებიც აზიანებენ სასოფლო-სამეურნეო მცენარეებსა და კულტურულ ნარგავებს. მავნებელია ე. წ. გემის ჭიაც, რომელიც ხვრეტს გემისა და ნავსადგურების ხის ნაგებობებს. არიან სახეობები, რომლებიც მასობრივად სახლდებიან გემის წყალქვეშა ნაწილზე, ქმნიან გროვებს და ხელს უშლიან გემის სვლას. ზიანის მომტანი მოლუსკების წინააღმდეგ (მეტწილად უნიჟაროებისათვის) იყენებენ მოლუსკოციდებს.
602844b976e1

c10bd33cfdd2

9085482defe6

97d0059125da

7 ზღვის კუ

ზღვის კუები (Chelonioidea), კუების რიგი. შეიცავს 1 ოჯახს საკუთრივ ზღვის კუსებრნს (Cheliniidae). მოზრდილი ცხოველებია, მთელ სიცოცხლეს წყალში ატარებენ. ხმელეთზე ამოდიან მხოლოდ კვერცხის დასადებად. დაბალი ჯავშანი აქვთ. თავის მთლიანად შეწევა ჯავშანში არ შეუძლიათ. კიდურები ფარფლებადაა ქცეული. წინა კიდურები გრძელია. მუცლის ფარი ზურგის ფარისაგან გამოყოფილია. გავრცელებული არიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვეებში, იშვიათად ზომიერ სარტყელში. არსებობს 4 გვარის თითო სახეობა. ზღვის კუები ასეულ კმ გადიან საკვებისა და გამრავლებისათვის ხელსაყრელი ადგილებისაკენ. დებენ რამდენიმე ათეულიდან 200-მდე და ზოგჯერ მეტ კვერცხს. მწვანე კუ (Chelonia mydas) — ყველაზე დიდია. მათი ჯავშნის სიგრძე 1,4 მ აღწევს, წონა 400 კგ-მდე. იკვებება წყალმცენარეებით. აქვს გემრიელი ხორცი და კვერცხი.
bd00bc0eb412

a0f6877e8465

7e7e0f302247

2538d02c7d98

8 ზღვისგველისებრნი
ზღვისგველისებრნი (Hydrophiidae) შხამიანი გველების ოჯახი, შეიცავს 16 გვარს 50-მდე სახეობით. მათი სხეულის სიგრძე 2,7 მ. აღწევს. გავრცელებულნი არიან ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების ტროპიკულ წყლებში. კარგად ეგუებიან წყლის გარემოს. აქვთ გვერდებზე შებრტყელებული კუდი, სარქველებიანი ნესტოები. პირის ღრუს ლორწოვანი გარსი მდიდარია სისხლძარღვებით და დამატებითი სუნთქვის ორგანოს წარმოადგენს. აქვთ ღარიანი შხამიანი კბილები. შხამი ძლიერ ტოქსიკურია. შობენ ცოცხალ ნაშიერს. იკვებებიან ძირითადად თევზებით.

ამჟამად მეცნიერები ზღვის გველებს ასპიტისებრთა ოჯახში აერთიანებენ.
1202625e1cf6

46e0c50d2165

1ec07274fc10

4a2816af5a69

9 ათფეხა კიბოები
ათფეხა კიბოები (Decapoda), რიგი უმაღლეს კიბოსნაირთა კლასისა. მათთვის დამახასიათებელია თავთან შეზრდილი მკერდის წინა 3 სეგმენტი, რომელთა კიდურებსაც მოძრაობითი ფუნქცია დაკარგული აქვს და ყბაფეხებად არის ქცეული. მათი საშუალებით ცხოველი საჭმელს პირის ხვრელისკენ მიმართავს. ათფეხა კიბოები მოძრაობენ მხოლოდ მკერდის უკანა 5 წყვილი კიდურებით (აქედან წარმოდგება რიგის სახელიც).

ათფეხა კიბოები სხვადასხვა ზომისა არიან: მაგ., ღრმა ზღვის გიგანტური კიბორჩხალას გაშლილი ფეხების წვეროებს შორის მანძილი 3 მ აღემატება. კამჩატკური კიბორჩხალას ჯავშანი 25 სმ-მდე სიგანისაა. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა ათფეხა კიბოები ცალსქესიანები არიან. იკვებებიან ცხოველებით, მცენარეებითა და მძორით.

მრავალი სახეობა ზოგიერთი პარაზიტული ჭიის შეამავალი მასპინძელია. ცნობილია ათფეხა კიბოების 8500-მდე სახეობა. უმრავლესობა ბინადრობს ზღვებსა და ოკეანეებში, ზოგი — მტკნარ წყალში, ზოგი ტროპიკული სახეობა კი — ხმელეთზე. ზღვის ათფეხა კიბოებით იკვებებიან ნაირგვარი სარეწაო თევზები და ფარფლფეხიანები. ათფეხა კიბოები მთელ მსოფლიოში არიან გავრცელებული. შავ ზღვაში გვხვდება მათი 36 სახეობა. საქართველოში არსებულ სახეობათაგან აღსანიშნავია ქუთაისური გვერდულა (Troglocaris kutaisiana — ნაპოვნია ქუთაისის მახლობელ მღვიმეებში) და კოლხური კიბი (Astacus colchicus — გვხვდება რიონის აუზში). ათფეხა კიბოებს სარეწაო მნიშვნელობა აქვს (მსოფლიოში წლიური რეწვა 1 მლნ.-მდე ტ-ს შეადგენს). მის ზოგ სახეობას ზიანი მოაქვს მეთევზეობისათვის.
f39e3ef05614

0f147b81e726

72f5a622e681

9a5487b1cb09

წყარო:wikipedia.org

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close