არქივი

Frank Lampard – ნახევარდაცვის ბურჯი

888689f78e46

ამიერიდან შემოგთავაზებთ ცნობილი ფეხბურთელების ბიოგრაფიებს

დაბადების თარიღი: 20 ივნისი, 1978
დაბადების ადგილი: რომფორდი, ჰავერინგი, ინგლისი
სიმაღლე: 6′ (1.83სმ.)
წონა: 79 კგ.
ამპლუა: ნახევარმცველი
ქვეყანა: ინგლისი
ნომერი მაისურზე (ნაკრები): 8
თამაშების რაოდენობა ნაკრებში: 56
გოლების რაოდენობა ნაკრებში: 13
კლუბი: ჩელსი.
ნომერი მაისურზე (კლუბი): 8

მიღწევები საკლუბო არენაზე – ინგლისის ასოციაციის თასი (ჩელსი, 2007)
ინგლისის პრემიერ ლიგა (ჩელსი, 2004-05, 2005-06)
ინგლისის ლიგის თასი (ჩელსი, 2005, 2007)
ინგლისის სუპერ თასი (ჩელსი, 2005)
უეფა–ს ინტეროტოს თასი (ვესთ ჰემ იუნაითედი, 1999)

წინა კლუბები – სვანსეა სითი (1995 –1996)
ვესთ ჰემ იუნაითედი (1994–2001)

მეტსახელები: ლამპსი, სუპერ ფრენკი

d917d15f019c

ფრენკ ჯეიმზ ლამპარდ უმცროსი (ინგლ. Frank James Lampard, Jr.) ინგლისელი ფეხბურთელი, ამჟამად ჩელსისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების მოთამაშე, მანამდე თამაშობდა ჯერ სვანსეა სითიში, შემდეგ ვესთ ჰემ იუნაითედში.

დაიბადა 1978 წლის 20 ივნისს, ლონდონში.

მამამისი ფრენკ ლამპარდ უფროსი, ყოფილი ფეხურთელია და ინგლისის ასოციაციის თასი ორჯერ აქვს მოგებული ვესთ ჰემთან ერთად.

ფრენკი ბოლო დროის ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მას შეუძლია გოლების გატანა, დაცვაში შესანიშნავი თამაში, მოედნის ცენტრში თამაშის შესანიშნავად აწყობა და კარგი კომბინაციის წამოწყება. 2005 წლის 3 დეკემბერს ფრენკმა თავის კარიერაში 129–ე გოლი გაიტანა, აქედან 60 გოლი ჩელსის რიგებში აქვს გატანილი ხოლო 10 ინგლისის ნაკრებში.

ლამპარდს მოგებული აქვს ინგლისის ასოციაციის თასი (ჩელსი, 2005), ინგლისის პრემიერ ლიგა (ჩელსი, 2004–05), ლიგის თასი (ჩელსი, 2005) და უეფა-ს ინტერტოტოს თასი (ვესთ ჰემი, 1999). ნაკრების რიგებში მას 38 მატჩი აქვს ჩატარებული.

2005 წლის ნოემბერში ლამპარდი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლაში მეორე ადგილზე გავიდა, გაიმარჯვა რონალდინიომ. ერთი თვის შემდეგ კი ისევ მეორე ადგილზე გავიდა და ისევ რონალდინიოსთან წააგო, 2005 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლაში.

6ac372344a7e

კარიერა

ვესტ ჰემ იუნაიდეტი:

1994 წელს ფრენკი შეუერთდა ვესტ ჰემის ახალგაზრდულ კლუბს, მაშინ მამამისი მწვრთნელის თანაშემწე იყო. 1995 წლის 1 ივლისს ფრენკმა კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა.

1995 წლის ოქტომბერში ის განათხოვრებული იქნა მეორე დივიზიონის გუნდ სვანსეა სიტიში. 1995 წლის 7 ოქტომბერს შედგა ფრენკის დებიუტი ბრედფორდ სიტისთან შეხვედრაში, რომელიც სვანსეამ 2 – 0 მოიგო. სვანსეას შემადგენლობაში ლამპარდმა 11 მატში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. დებიუტი ვესტ ჰემის შემადგენლობაში შედგა 1996 წლის 31 იანვარს, ქოვენთრი სითისთან შეხვედრაში. 1997 წლის 15 მარტს ლამპარდმა ასტონ ვილასთან მატჩის დროს ფეხი მოიტეხა და სეზონის ბოლომდე არ უთამაშია. პირველი გოლი ვესტ ჰემის რიგებში მან შემდეგ სეზონში გაიტანა, ბარნსლისთან გასვლით თამაშზე.

ამ პერიოდში ლამპარდი მიიწვიეს ინგლისის 21–წლამდე ნაკრებში, მისი პირველი თამაში იყო 1997 წლის 13 ნოემბერს საბერძნეთის 21–წლამდე ნაკრების წინააღმდეგ.

1998–99 წლის სეზონი ფრენკისთვის აღმავლობის სეზონი გამოდგა, ის ვესტ ჰემის უცვლელი მოთამაშე გახდა და არ გამოუტოვებია არც ერთი მატჩი. ამავე სეზონში შედგა მისი დებიუტი ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც, ეს მოხდა 1999 წლის 10 ოქტომბერს, სანდერლენდში, ბელგიასთან ამხანაგურ მატჩში.

ვესტ ჰემში 6 წლი
ანი მოღვაწეობისას ლამპარდმა 39 გოლი გაიტანა 187 თამაშში.

გუნდიდან მამის და ბიძის, ჰარი რედნაპის, წასვლის შემდეგ ფრენკმა გადაწყვიტა გუნდის დატოვება, მას შემოთავაზება ჰქონდა ასტონ ვილადან თუმცა ის საბოლოოდ ჩელსიში გადავიდა.

CHELSEA:

2001 წლის 15 მაისს ფრენკ ლამპარდი ჩელსიში ჩაირიცხა, მასში 11 მილიონი ფუნტ სტრლინგი გადაიხადეს. ამ გუნდში მისი დებიუტი შედგა 2001 წლის26 ივლისს ლეიტონ ორიენტთან წინრე–სასეზონო თამაშში, სადაც ფრენკმა გაიტანა პირველი გოლი ჩელსის რიგებში. ხოლო პრემიერ ლიგაში ჩელისის ფორმით ლამპარდი 2001 წლის 19 აგვისტოს გამოვიდა პირველად. ეს იყო თამაში ნიუკასთლთან რომელიც 1–1 დასრულდა. მეოთხე თამაშში, ტოტენჰემ ჰოსტპურთან ლამპარდი მოედნიდან გააძევეს. ეს სეზონი ფრენკისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა, მან მხოლოდ ერთი თამაში გამოტოვა და 7 გოლი გაიტანა.

ფენკი დღეს დღეობით ერთ ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია, ინგლისის ნაკრების უცვლელი წევრია, მასზე ამყარებენ იმედებს მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე, ისევე როგორც სტივენ ჯერარდზე, ჯონ ტერიზე, უეინ რუნიზე და სხვა მოთამაშეებზე.

პირადი ცხოვრება:

ფრენკის ოჯახი დიდი საფეხბურთო ტრადიციების მატარებელია, მისი ბიძა ჰარი რედნაპი ამჟამად პროსმუტის მწვრთნელია, მისი ბიძაშვილი ჯიმი რედნაპი კი ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელია რომელსაც 17 თამაში აქვს ჩატარებული ეროვნული ნაკრების რიგებში და თამაშობდა ისეთ კლუბებში როგორიცაა საუთჰემპტონი, ტოტნეჰემ ჰოტსპური, ლივერპული.

ლამპარდი ამჟამად დანიშნულია ელენ რივსზე, მათ ყავთ შვიდი თვის გოგონა სახელად ლუნა.

Janikokoko

Im fuckin' noob :*

მსგავსი ამბები

Back to top button