არქივი

მოჰანდას კარამჩანდ განდი

4ae3cb34e711

გთავაზობთ ამ გენიალური ადამიანის მცირე ბიოგრაფიას და მის ბრძნულ გამონათქვამებს, რომლითაც მსოფლიო საუკუნეზე მეტია საზრდოობს.

მისი ბიოგრაფიით საიტის მომხმარებელთა უმრავლესობას თავი რო არ მოვაწყინო, მოკლედ გეტყვით: “მოჰანდას კარამჩანდ განდი” ანუ უბრალოდ “მაჰამთა განდი” იყო ადამიანი რომელმაც მსოფლიო შეცვალა. რატომ?
1) მან ინდოეთი გაანთავისუფლა ბრიტანელებისგან, რომლებიც ინდოეთში მრავალი საუკუნის განმავლობაში თარაშობდნენ.
2) მან დაარსა “სატიაგრაჰა”, პირველი ორგანიზაცია, რომელიც ყოველგვარ უთანხმოებას მხარეებს შორის ძალადობის გარეშე აგვარებდა.
3) ბევრის თქმით, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს ინდოეთი ყოველგვარ ტერორიზმს და ომს იგნორირებას უკეთებს.

განდის სიკვდილი

იგი 1948 წლის 30 იანვარს 78 წლის ასაკში მოკლეს. როდესაც მაჰათმა განდი თავის ორ შვილიშვილთან ერთად ტაძრისკენ მიემართებოდა, მასთან ახალგაზრდა ჰინდუ მიიჭრა. იგი ჩაიჩოქა განდის წინაშე, თითქოს კურთხევას სთხოვსო, მაგრამ მის ხელში იელვა რევოლვერმა და სამჯერ დაახალა მოხუც განდის. იგი ადგილზევე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით იგი იმიტომ მოკლეს, რომ მუსლიმთა მიმართ ლოიალურობას ამჟღავნებდა, ჰინდები და მუსლიმები ერთმანეთის მიმართ ლიალურები რომ არ არიან ყველას მოგეხსენებათ.

გთავაზობთ მის გამონათქვამებს, რომლითაც არამარტო ინდოეთი არამედ მთელი მსოფლიო დღესაც საზრდოობს.

“ჯერ იგნორირებას გაგიკეთებენ, შემდეგ დაგცინებენ, შემდეგ გეჩხუბებიან, შემდეგ შენ იმარჯვებ”

“ადამიანი თავისი ფიქრების ნაყოფია, რასაც იფიქრებს, ის გახდება “

“რელიგია, რომელიც პრაკტიკულ საკითხებს არ ითვალისწინებს, და არ გადაჭრის ამ პრობლემებს, არ არის რელიგია”

“ლაჩარს არ შეუძლია სიყვარულის გამოხატვა; სიყვარული მამაცის პრეროგატივაა”

“კომპრომისი მომეცი-წაიღეზეა დაფუძნებული, მაგრამ შეუძლებელია ფუნდამენტის გაცემა-წამოღება. ნებისმიერი კომპრომისი თუნდაც უბრალო ფუნდამენტზე, დანებებაა. რადგან ეს ყოველთვის გაცემაზეა დამოკიდებული”

“თვალი თვალის წილ, მთელი სამყაროს დაბრმავებით სრულდება”

“ერთი პატარა საქმე, ათას ნაქადაგებ საათს სჯობს”

“სიბრაზე არა-ძალადობის მტერია, ხოლო სიამაყე მონსტრი რომელიც ყლაპავს მას”

“იყავი ცვლილება, რომლის დანახვაც გსურს სამყაროში”

“უზენაესის ტახტის წინაშე, კაცი თავისი საქმნით კი არ განისჯება, არამედ მისი მიზნებით, რადგან ღმერთი კითხულობს ჩვენს გულებს”

“კაპიტალი,როგორც ასეთი, არ არის ბოროტება, ეს მისი არსწორად გამოყენებაა ბოროტება. კაპიტალი, ერთი ფორმით თუ მეორით, ყოველთვის იქნება საჭირო “

“შეცდომების აღიარება წააგავს ცოცხის მიერ ჭუჭყის გადახვევტვას და ზედაპირის სინათლისა სისუფთავის გამოეჩენას. მე ძლიერი ვარ იმისთვის, რომ შევძლო აღსარება”

“თითოეულმა ჩვენთაგანმა მშვიდობა საკუთარ თავში უნდა იპოვოს, და რომ ეს მშვიდობა ნამდვილია, იმით გავიგებთ თუ არ მოქმედებს მასზე გარეშემო სიტუაციები”

გძულდეს ცოდვა და არა ცოდვილი.

მტკიცე დისციპლინა – ტანჯვით მიიღწევა.

მე ვისურვებდი – სიცოცხლეში მოვსწრებოდი ინდოეთის თავისუფლებას, მაგრამ თუ ამას ღმერთი არ მაღირსებდა, შევებრძოლებოდი არა ღმერთს, არამედ საკუთარ თავს.

“მე ვეწინააღმდეგები ძალადობას, რადგან როცა ჩანს, რომ კარგს აკეთებს, ეს დროებითია. ხოლო მისი ცუდი სამუდამო”

წყარო: management.ge

მსგავსი ამბები

Back to top button