კულტურა

ეკლესია მანქანით გადაიტანეს

გერმანიაში ერთ-ერთი უძველესი საქსონური ეკლესია, რომელიც 1258 წელს აშენდა, ფორს-მაჟორული ვითარების გამო, სხვა ადგილას გადაიტანეს. ტაძარი, რომელიც სოფელ ჰოიერცდოფში 750 წლის განმავლობაში იდგა, ერთ მშვენიერ დღეს, სულ სხვა ადგილას აღმოჩნდა. 833 ტონის ტაძარი საკმაოდ რთული უახლესი ტექნოლოგიებით ამწეთი აწიეს, შესაბამის ტრანსპორტზე მოათავსეს და ახალი ციტადელისკენ წაიღეს. ეს ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ ერთ-ერთი კომპანია სოფელში ქვანახშირის მოპოვებით დაინტერესდა.

წყარო: palitratv.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button